მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 156)

Sofo Erkvania

“იუვენტუსი” იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მერვედფინალში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 4:1 დაამარცხა. ტურინული გრანდი მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. „ბიანკონერიმ“ 27-ჯერ დაარტყა კარისკენ, 15-ჯერ კარში, 14 კუთხური ჩააწოდა, ხოლო მეტოქეს კუთხური არ ჩაუწოდებია და კარში ერთხელ დაარტყა – ისიც შედეგიანად. „იუვე“ 25-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

არივაბენემ დიბალას კონტრაქტზე და მარსიალის ტრანსფერზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალას შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თებერვალში მიუსხდებიან მაგიდას და მოლაპარაკებებს გამართავენ, იქამდე ამ საკითხზე გარკვეული არაფერი არ არის. „დიბალას გოლის აღნიშვნა? მეც გოლს ვზეიმობდი და არ მინახავას, მერე მითხრეს. ეს შესანიშნავი შეტევა იყო, არტურის და კინის პასებით და დიბალას …

სრულად წაკითხვა »

მარსიალი თანახმაა “იუვეში” გადავიდეს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ანტონი მარსიალს „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის დატოვებას ცდილობს, „იუვე“ კი შეტევის გაძლიერებას. იტალიური მედიის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და ახლაც გრძელდება. მომდევნო კვირაში კი კლუბებს შორის კონტაქტია დაგეგმილი. „იუვენტუსი“ მზადაა ფეხბურთელის ხელფასი გადაიხადოს, მაგრამ იჯარის ფასის შემცირებას ცდილობს. მარსიალის …

სრულად წაკითხვა »

მარსიალის დამატებისთვის საჭიროა, რომ ხელფასის დიდი ნაწილი “მანჩესტერმა” გადაიხადოს

ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ანტონი მარსიალს უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერის ალბათობა, საკმაოდ დაბალია. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის გეგმებში არ შედის და მასაც გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პრობლემა მაღალი ხელფასია. მარსიალი “იუვემ” იჯარით რომ დაიმატოს, ამისთვის საჭირო იქნება “მანჩესტერმა” მისი ხელფასის დიდი ნაწილი გადაიხადოს, რაც ცხადია, სავარაუდოდ, ინგლისელთა გეგმებში არ შედის. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კოლეგების მხრიდან დაფასება ყველაზე მთავარია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი ფიფას 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამ აღიარების შემდეგ „იუვეს“ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა. „რას ნიშნავს ეს აღიარება ჩემთვის? კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ჩემი კოლეგები მაღიარებენ და მაფასებენ, რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში. ისინი აღიარებენ იმის მნიშვნელობას, რასაც მოედანზე ვაკეთებ, ეს ყოველთვის, რაღაც …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო. იტალიელს მუხლზე ქირურგიული ჩარევა ოთხშაბათს ინსბრუკში უნდა ჩატარებოდა, მაგრამ რამდენიმე დღით გადადეს. ფეხბურთელი გაციებულია და მიზეზი ეს გახდა. მას ტესტირება ჩაუტარდა, მაგრამ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ასე რომ, რამდენიმე დღეში ოპერაცია გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო და მოედანზე მიმდინარე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “იტალიის თასი ჩვენი მიზანია და მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიის თასის მერვედფინალში გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თასი მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ „სამპდორიასთან“ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და ყურადღებით ითამაშონ. „იტალიის თასი მნიშნელოვანია, რადგან ეს ჩვენთვის მიზანია, თავიდან არავის აინტერესებს, მაგრამ მერე, როცა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ხარ, ყველას აინტერესებს. ჩვენთვის ხვალიდან უნდა …

სრულად წაკითხვა »

ხვიჩა კვარაცხელია: “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ყველაზე ახლოს ბოლო პერიოდში „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო „მამუკა ჯუღელს ჰქონდა „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები და ძალიან კარგ სტადიაში იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ ყველაზე ახლოს „იუვენტუსში“ გადასვლასთან ვიყავი“, – თქვა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “რონალდუ აღარ გვყავს, ამიტომ ყველა ფეხბურთელმა გოლები უფრო სტაბილურად უნდა გავიტანოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას დე ლიხტმა „უდინეზესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ნელ-ნელა გუნდი უმჯობესდება, თუმცა, ჯერ კიდევ უნდა მოუმატონ. „ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე 250 თამაში მაქვს ჩატარებული. ჩვენ, ახალგაზრდები ვიზრდებით, როცა ხშირად ვთამაშობთ, ეს მატჩები ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. უნდა მოვუმატოთ, მაგრამ დღეს მთავარი გამარჯვება …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “უდინეზე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „უდინეზე“ პაულო დიბალასა და ვესტონ მაკკენის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ჩვეულებრივი თამაში ჰქონდა. კუადრადო 6 – ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, მაგრამ მეტი არაფერი. დე ლიხტი 6.5 – „იუვეს“ სული ისევ ის არის, მთელს მოედანზე. რუგანი 6 – იანვარში …

სრულად წაკითხვა »