მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 138)

Sofo Erkvania

“იუვეს” ბონუჩი გამოაკლდა და 3 ფეხბურთელი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ დანიელე რუგანი, პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი დაუბრუნდნენ. სამივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. სამაგიეროდ, ტრავმა აქვს ლეონარდო ბონუჩის, რომელიც 1 კვირის განმავლობაში დაისვენებს და შემდეგ ხელახალ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. “ვილიარეალთან” მისი თამაში ამ ეტაპზე ეჭვქვეშ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ბონუჩიმ ალტერნატივების არარსებობის გამო „ვილიარეალთან“ მეორე ტაიმი და „ემპოლისთან“ სრული …

სრულად წაკითხვა »

ჩეფერინი: “ანიელი ფეხბურთის პუტინი და დიქტატორია”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი დღეს სუპერლიგის პრეოქტის ხელახან წარდგენას გეგმავს, რამაც უეფას პრეზიდენტის, ალეკსანდერ ჩეფერინის გაბრაზება გამოიწვია. მან ანიელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც კი შეადარა: „ის უზურპატორი, დიქტატორი, ფეხბურთის პუტინი, უსირცხვილო კაცია, ომმაც კი არ შეარბილა. სუპერლიგის შექმნა კლუბებს შეუძლიათ, არ ვუკრძალავთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენს ტურნირებში ვეღარ ითამაშებენ“, …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ვლაჰოვიჩი შემიძლია რონალდუს შევადარო, მომავალი მისია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა სეზონის მიზნებზე, სკუდეტოზე, იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ, 23-წლამდე გუნდსა და დუშან ვლაჰოვიჩზე. „ფეხბურთში ადვილი არაფერია, სეზონის განმავლობაში ყოველთვის გვაქვს მიზნები, ფინალთან ერთად ნაბიჯში ვართ, ასე რომ იტალიის თასის მოგებასთან უფრო ახლოს ვართ. სხვების პატივისცემით, მაგრამ ეს მიზანი მიღწევადია. …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – დასაწყისში რამდენჯერმე არადამაჯერებელი იყო, მაგრამ კარი მშრალად შეინახა. ახლა კონტრაქტის განახლების დროა. დანილო 6.5 – გამოცდილება, ყოველთვის სწორ ადგილას იყო, პოზიციის მიუხედავად. დე ლიხტი 6.5 – „იუვეში“ ისევ საუკეთესოა. დე შილიო …

სრულად წაკითხვა »

პელეგრინი: “ამ პერიოდში ბევრი და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სირთულეების გათვალისწინებით ეს გამარჯვება დაიმსახურეს. „ადვილი მატჩი არ იყო, მთავარია, რომ შინ შედეგით ვბრუნდებით. თავდადებით ვითამაშეთ და ჭკვიანურად, ყველას გამო ბედნიერი ვარ, გამარჯვება დავიმსახურეთ ამ პერიოდის ყველა სირთულის გათვალისწინებით. ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ და ჯერ კიდევ …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ძლიერი შემადგენლობა გვყავს და სწორ გზაზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მათ დაამტკიცეს, რომ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რადგან ბევრი მოთამაშის დანაკლისით ითამაშეს, მაგრამ მოიგეს. „ბევრი ფეხბურთის არყოფნა იგრძნობოდა, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ სათამაშოდ, რომ გვყავს ძლიერი შემადგენლობა და სწორ გზაზე ვართ. ბედნიერი ვარ იმ ფეხბურთელების გამო, რომლებმაც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ვლაჰოვიჩს უფრო მეტი შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, ხოლო სკუდეტოზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მოგების შანსი „იუვეს“ აღარ აქვს. „ფიორენტინას“ შევაქებ, რადგან მათ კარგად ითამაშეს. ჩაკეტილი თამაში იყო, რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ, გოლის გაშვების საფრთხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გუნდმა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფლორენციაში „ფიორენტინა“ დიდი დანაკლისის მიუხედავად, რაც ტრავმირებული ფეხბურთელებით იყო გამოწვეული, დაამარცხა. „იუვემ“ გამოკვეთილად მეორე ნომრად ითამაშა და შეტევაში თავის შანსს ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენციული პუბლიკა დუშან ვლაჰოვიჩს სრული ობსტრუქციით დახვდა. სერბმა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, თუმცა, მისმა ყოფილა თანაგუნდელმა გაიტანა, …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “რაიოლამ ჩემზე 3 თვის წინ ისაუბრა, ამ დროში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის მხოლოდ აწმყოზეა კონცენტრირებული და მომავალზე ამჟამად არ ფიქრობს. „კლუბში უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება. ახლა ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ხშირად არიან ტრავმირებულები, ამიტომ, ჩემს მხრებზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლაა, რაც მომწონს. ვაცნობიერებ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “შემაშფოთებელი ომია და არა ფეხბურთის თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდის მიზანი იტალიის თასის ფინალში გასვლაა, ამიტომაც, ფლორენციაში ბოლომდე დაიხარჯებიან. „ხუთშაბათს დიბალა და ბერნარდესკი დაგვიბრუნდებიან და კვირისთვის მზად იქნებიან. ალექს სანდროს კიდევ 10 დღე სჭირდება, ზაკარია ვიმედოვნებ, რომ „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება, კიელინი ჯერ კიდევ …

სრულად წაკითხვა »