მთავარი / სიახლეები / პელეგრინი: “ამ პერიოდში ბევრი და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს”

პელეგრინი: “ამ პერიოდში ბევრი და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სირთულეების გათვალისწინებით ეს გამარჯვება დაიმსახურეს.

„ადვილი მატჩი არ იყო, მთავარია, რომ შინ შედეგით ვბრუნდებით. თავდადებით ვითამაშეთ და ჭკვიანურად, ყველას გამო ბედნიერი ვარ, გამარჯვება დავიმსახურეთ ამ პერიოდის ყველა სირთულის გათვალისწინებით. ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ და ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. გვაქვს მიზანი, რომლის მიღწევა ადვილი არ არის. ესაა სეზონის ფაზა, როცა ბევრი მატჩი გვაქვს და ყველა მნიშვნელოვანი“, – თქვა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 მარტს, საკუთარ მოედანზე „სპეციასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …