მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 137)

Sofo Erkvania

ალეგრი: “შეიძლება ვლაჰოვიჩი დავასვენო, პოგბაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი სათამაშოდ მზად არიან, დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა დაასვენოს, ხოლო პაულო დიბალამ ისევ ტრავმა მიიღო. „სპეციამ“ მიმდინარე სეზონში ოთხი გასვლითი მატჩი მოიგო, ვეთამაშებით გუნდს, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა ვარჯიშზე დაშავდა და ისევ ვერ ითამაშებს

პაულო დიბალამ ისევ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი ორკვირიანი უქმობის შემდეგ ვარჯიშს ორი დღის წინ დაუბრუნდა, მაგრამ ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. როგორც მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ განაცხადა, დიბალამ ვარჯიშზე ფეხში ტკივილი იგრძნო და სამწუხაროა, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იუქმებს დიბალა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” გეგმა პოლ პოგბას დაბრუნებასთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსს“ „მანჩესტერის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას აქტიურად უკავშირებენ. ფრანგ ფეხბურთელს ინგლისელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და სავარაუდოდ, მას დარჩენილ 4 თვეში აღარ განაახლებს. ამიტომ, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. მასიმილიანო ალეგრის პოგბას დაბრუნება სურს, ისევე, როგორც ფრანგი ფეხბურთელის სურვილია 6 წლის შემდეგ ტურინში დაბრუნდეს. „იუვეს“ პოგბას ხელში ჩაგდება, რომელიც 2016 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რასპადორის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ისევ აქტიურად უკავშირებენ. „ბიანკონერიში“ ალვარო მორატას შენარჩუნება სურთ, მაგრამ პარალელურად 22 წლის იტალიელის ტრანსფერსაც გეგმავენ. ტურინელები აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას, მაგრამ ჯერ უცნობია, წინადადების დეტალები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯაკომო რასპადორის 26 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ის იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “იუვეში” სწორ მომენტში გადავედი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „იუვეში“ საჭირო დროს მოხვდა. „ატალანტასთან“ გოლი? გატანა რომ შემეძლო, მაშინ ვიგრძენი, როცა საჯარიმოში შევედი, დიბალამ ჩააწოდა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე. როდესაც კარიერას ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ერთ გუნდში დიდ დროს გავატარებდი, მაგრამ ამ გრძელმა მოგზაურობას ბევრ რამ …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “მე ორნაირ რონალდუს ვიცნობ, “იუვეში” ის უფრო ლიდერი იყო, ვიდრე ეგოისტი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის კარიერაში ორგვარ რონალდუს შეხვდა – ერთს „რეალში“ და მეორეს „იუვეში“. „მე ორ რონალდუს შევხვდი. ერთს „რეალში“ და მეორეს „იუვენტუსში“. მეორე კრიშტიანუს დროს, რონალდუ ისევ იყო ეგოისტი ფეხბურთელი, მაგრამ ასევე უფრო მეტად იყო ლიდერი. „რეალშიც“ გუნდის ნაწილი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რენატო სანჩესისთვის იბრძოლებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარმცველის დამატებას აპირებს. Tuttosport-ის ცნობით, „იუვე“ ფრანგული „ლილის“ შუახაზელით, რენატო სანჩესით დაინტერესდა, რომლისთვისაც „მილანიც“ იბრძვის, მაგრამ ტურინელები მზად არიან მას კონკურენცია გაუწიონ. 24 წლის ფეხბურთელს „ლილთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომ, ფრანგები იძულებული იქნებიან დამდეგ ზაფხულს პორტუგალიელი გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ რენატო სანჩესი ევრო 2016-ის საუკეთესო …

სრულად წაკითხვა »

კერუბინი: “დიბალას ახალ კონტრაქტზე უახლოეს დღეებში შევხვდებით”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პაულო დიბალასთან და მის აგენტთან, ასევე დანარჩენ ფეხბურთელებთან, რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ, შეხვედრა შედგება. „ეს არის ჩვენს გენერალურ დირექტორთან არაერთხელ განხილული თემა, უახლოეს დღეებში იქნება შეხვედრა, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებთან, რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ. კლუბმა იანვარში დიდი ძალისხმევა გაიღო ზაკარიას და ვლაჰოვიჩის …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ალეგრის თავისი აზრი აქვს, მე მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ პაულო დიბალას სკუდეტოს მოგების იმედი ისევ აქვს. არგენტინელი თავდამსხმელი არ ეთანხმება მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ფიქრობს, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ჩემპიონობის შანსი უკვე დაკარგა. „კარგად ვარ, გუნდს დავუბრუნდი, თუ მწვრთნელი უფლებას მომცემს, ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ ყველა მატჩს ვითამაშებ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ სახლში ვითამაშებთ, ჩვენს …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “ფეხბურთს რეფორმა სჭირდება, “იუვე” 5 წელში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ სუპერლიგის პროექტი არ ჩაშლილა და მის დამფუძნებელ 12-ვე გუნდს ორგანიზაციასთან კონტრაქტი აკავშირებს. „ჩემი აზრით, ევროპულ ფეხბურთს რეფორმა ძალიან სჭირდება. მე არ მივიღებ კითხვებს ტებასთან დაკავშირებით, მასზე მისი განცხადებები თავისთავად მეტყველებს. სუპერლიგა არ ჩაშლილა. უეფამ იცოდა, რომ მე, როგორც „იუვენტუსის“ პრეზიდენტი, რაღაც განსხვავებულზე ვმუშაობდი. …

სრულად წაკითხვა »