მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა ვარჯიშზე დაშავდა და ისევ ვერ ითამაშებს

პაულო დიბალა ვარჯიშზე დაშავდა და ისევ ვერ ითამაშებს

პაულო დიბალამ ისევ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი ორკვირიანი უქმობის შემდეგ ვარჯიშს ორი დღის წინ დაუბრუნდა, მაგრამ ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.

როგორც მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ განაცხადა, დიბალამ ვარჯიშზე ფეხში ტკივილი იგრძნო და სამწუხაროა, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იუქმებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, თუმცა განახლდება თუ არა ის, უცნობია, რადგან გარდა იმისა, რომ ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს, უკვე ძალიან ხშირად ტრავმიანობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …