მთავარი / 2018 (გვერდი 22)

Yearly Archives: 2018

ბონუჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ახლა კონცენტირებულნი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე არიან. „სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. დღეს მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და სატურნირო ცხრილის სათავეში დავრჩით. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით გუნდური თვალსაზრისით. ახლა სამშაბათისთვის ვემზადებით, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ახლა “ვალენსიასთან” მატჩზე ვფიქრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „სპალთან“ გამარჯვებას მნიშვნელოვანი უწოდა და დასძინა, რომ ახლა გუნდი „ვალენსიასთან“ გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს. „ამჟამად უწყვეტობას ვგრძნობ, რადგან მუდმივად ვთამაშობ. ვწუხვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებს ტრავმები აქვთ და ვცდილობ, რომ შანსი საუკეთესოდ გამოვიყენო. დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნების შემდეგ თამაში ადვილი არაა. თუმცა, ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გამარჯვება ადვილი არ ყოფილა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ (2:0) შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს არ იყო ადვილი გამარჯვება, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. „ეს არ ყოფილა ადვილი გამარჯვება. ბოლო 10 სანაკრებო პაუზის შემდეგ მხოლო 20 ქულა მოვიპოვეთ, უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვენმა კონკურენტებმა. „სპალი“ დაცვაში კარგად თამაშობდა და თამაშის დასაწყისში გარკვეული პრობლემებიც …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და კრიშტიანუ ისევ დაფრინავენ [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ში დომინანტობას აგრძელებს და მორიგი ადვილი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის მორიგი მსხვერპლი მოკრძალებული „სპალი“ გახდა, რომელსაც „იუვე“ ძალიან ადვილად გაუმკლავდა. შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში ტურინელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში კვლავაც მოკრძალებულია. როგორც ჩანს, ალეგრის ბიჭები კალჩოში ძალების მაქსიმალურად დახარჯვას არ აპირებენ. ყოველშემთხვევაში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” სასტარტო შემადგენლობა

„იუვენტუსისა“ და „სპალის“ შეხვედრის დაწყებამდე საათზე ნაკლებია დარჩენილი. უკვე ცნობილია მასიმილიანო ალეგრის სასტარტო თერთმეტეული, რომელიც ზუსტად იგივეა, როგორსაც დღეს იტალიური მედია ვარაუდობდა. პერინი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური, პიანიჩი, დუგლას კოშტა; მანჯუკიჩი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სპალთან”

დღეს, „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ს მე-13 ტურის ეგიდით „სპალს“ უმასპინძლებს. „ბებერი ქალბატონის“ სავარაუდო შემადგენლობა იტალიური მედიის ცნობით, ასეთია: პერინი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; კუადრადო, პიანიჩი, ბენტანკური, დუგლას კოშტა; რონალდუ, მანჯუკიჩი შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “ოქროს ბურთის” გარეშე

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 3 დეკემბერს გასამართ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ეს იმის მანიშნებელია, რომ პრიზი პორტუგალიელს არ გადაეცემა. რონალდუს კი აქვს ჩვევა, გამოტოვოს დაჯილდოების ცერემონიები, რომლებშიც მთავარ პრიზს მას არ გადასცემენ. ჟურნალისტები 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატად მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს, ანტუან გრიზმანს …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი დააწინაურეს

ფაბიო პარატიჩი „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი გახდა. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ინფორმაცია ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. პარატიჩიმ ჯუზეპე მაროტა ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. თავის მხრივ, პარატიჩი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის ინიციატორია, აქამდე სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. გარდ ამისა, ცნობილია, რომ ჯორჯო რიჩი ფინანსურ განყოფილებას ჩაიბარებას, ხოლო მარკო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სპალთან” მატჩში

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი სერია A-ს მე-13 ტურში „სპალის“ წინააღმდეგ ცნობილია. როგორც მოსალოდნელი იყო, მასიმილიანო ალეგრი აღნიშნულ მატჩში სამი ხედირას, ემრე ჯანსა და ფედერიკო ბერნარდესკის ვერ დაიხმარს. განაცხადი კი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ბენტანკური …

სრულად წაკითხვა »

სერხიო რამოსი “იუვენტუსთან” ფინალის შემდეგ დოპინგ კონტროლზე ჩავარდა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დოპინგ კონტროლზე ჩავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს. მაშინ, „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა და როგორც წყარო იტყობინება, რამოსის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა, თუმცა, უეფამ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და დამალა. როგორც ცნობილი გახდა, რამოსმა მატჩამდე დექსამეტაზონი მიიღო, …

სრულად წაკითხვა »