მთავარი / თეგის არქივი: მასიმილიანო ალეგრი (გვერდი 14)

თეგის არქივი: მასიმილიანო ალეგრი

კასანო: “დი მარია ზღაპრული ფეხბურთელია, მაგრამ “იუვეს” თამაშის სტილი უნდა შეიცვალოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსში“ ანხელ დი მარიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი ფანტასტიკური ფეხბურთელია. თუმცა, კასანო ფიქრობს, რომ თუ მასიმილიანო ალეგრი გუნდს ისე ათამაშებს, როგორც გასულ სეზონში, დი მარია გამოუსადეგარი ფეხბურთელი იქნება. „ჩემთვის ის ზღაპრული ფეხბურთელია, რომელიც კარიერაში ხშირად დაუფასებელი იყო. შეგახსენებთ, რომ მან კოპა ამერიკა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი მომდევნო სეზონზე, გამარჯვების მნიშვნელობაზე, “იუვეს” ახალ ლიდერებსა და სხვა…

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ანდრეა ბარძალი იყო, ალეგრის ყოფილი შეგირდი და „იუვეს“ ფეხბურთელი. ალეგრიმ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის, თქვა, რომ „იუვენტუსის“ ახალ ლიდერებად მატაის დე ლიხტი და მანუელ ლოკატელი მიაჩნია, რადგან ფიქრობს, მათ ლიდერის თვისებები აქვთ. „მილანმა“, „ინტერმა“ და …

სრულად წაკითხვა »

ძამბროტა: “იუვენტუსს” პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ „ბებერი ქალბატონის“ სეზონის შეაფასა. ის ფიქრობს, რომ კლუბს ანდრეა პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა. „რა თქმა უნდა, ეს „იუვესთვის“ საკადრისი სეზონი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, რადგან ვიცნობთ „იუვეს“ და ყოველწელს რაღაც უნდა მოიგოს. „იუვემ“, როგორც ყველა დიდმა გუნდმა ყოველთვის რაღაცისთვის უნდა იბრძოლოს და თუ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “70 ქულა ამ გუნდის რეალურ ძალას არ ასახავს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, 70 ქულა, რომლითაც „იუვემ“ სეზონი დაასრულა, ამ გუნდის რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს. „პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოედნის ბოლო ნაწილში ბევრ შეცდომას ვუშვებდით. თუმცა, ამ თამაშის წინ მხოლოდ დღენახევარი ვივარჯიშეთ. ახლა ეს გვერდი უნდა გადავშალოთ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მირეტიმ გამაოცა”

ტურინის „იუვენტუსი“ სეზონის ბოლო თამაშს ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენცია გაუქმდა, რადგან „ალიანც სთედიუმზე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმართება და უკვე უეფას განკარგულებაშია, ხოლო მასიმილიანო ალეგრიმ „იებთან“ მატჩამდე კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა. „ცხელ ატმოსფეროს ველით და ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდს. მოედანზე უნდა გავიდეთ და ვისიამოვნოთ, ღია მატჩს ველოდებით, რომელშიც ბევრი გოლი გავა. …

სრულად წაკითხვა »

ბრამბატი: “ფანებმა თვალები უნდა გაახილონ, ალეგრი გუნდს არც კი ავარჯიშებს”

ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა სატრანსფერო ექსპერტმა მასიმო ბრამბატიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ის უკვე გათავისუფლებული უნდა ჰყავდეს. „სეზონით სრულიად იმედგაცრუებული ვარ. ალეგრი უნდა გაუშვან, უკვე უნდა გაეთავისუფლებინათ. თუ ალეგრის შეინარჩუნებენ, მაშინ ჟორჟინიო უნდა მოიყვანონ, მათ უკვე მზა ფეხბურთელები უნდა დაიმატონ. თუმცა, მთავარი პრობლემა ალეგრია, ის გუნდს …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიელინის ვიდეოებით აკადემიებში დაცვაში თამაში უნდა ისწავლებოდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშზე ცოტა ილაპარაკა და უფრო მეტი დრო ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას დაეთმო. „კიელინიმ იტალიურ ფეხბურთს ბევრი მისცა, მისი თამაშის ვიდეოები კოვერჩანოსა და საფეხბურთო აკადემიებში უნდა განთავსდეს და მომავალმა მცველებმა ისწავლონ დაცვაში თამაში, ერთი-ერთზე თამაში. ის და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ხვალ მირეტი ითამაშებს, მომდევნო სეზონში კაპიტანი ბონუჩი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, ძირითადად, სეზონის შეფასებაზე. გარდა ამისა, ალეგრიმ თქვა, რომ დანილო და არტური მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ, ფაბიო მირეტის ძირითად შემადგენლობაში ყოფნა დააანონსა და ისიც გააჟღერა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს ლეონარდო ბონუჩი უკაპიტნებს. „ხვალ ბოლო საშინაო …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: ნედვედმა ჯერ გასახდელში იჩხუბა, შემდეგ ანიელისთან

იტალიური მედია იტყობინება, რომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ გასახდელში დაპირისპირება იყო. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, პაველ ნედვედი მარცხით ძალიან გაბრაზებული იყო და გასახდელში ჯერ მასიმილიანო ალეგრისთან იჩხუბა. ჩეხი მთავარ მწვრთნელს შეცვლების არასწორად გაკეთებაში ადანაშაულებდა. კამათში მონაწილეობდა ლეონარდო ბონუჩიც, რომელიც ასევე ალეგრის დაუპირისპირდა. წყაროს თანახმად, დაპირისპირება შემდეგ პაველ ნედვედსა და ანდრეა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ინტერთან“ წითელი ბარათისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამრიგად, მომდევნო სეზონში იტალიის თასის პირველ შეხვედრაში ალეგრი სათადარიგო სკამზე არ იქნება. შეგახსენებთ, რომ მაქსი „ინტერთან“ დამატებით დროში მეტოქის სტაფის წევრთან ჩხუბის გამო გააძევეს.

სრულად წაკითხვა »