მთავარი / თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი (გვერდი 23)

თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი

სიურპრიზი ბარძალის, ბუფონისგან, ბონუჩისგან და კიელინისგან [VIDEO]

ანდრეა ბარძალის მაისური როგორც დააანონსებული იყო, „იუვენტუსის“ მუზეუმში შეიტანეს. იტალიელი ფეხბურთელი „იუვეს“ 8.5 წელი ემსახურა და ეს პატივი სავსებით დაიმსახურა. ბარძალის კი სიურპრიზი მოუწყვეს – როდესაც მუზეუმში მაისურის შენახვის პროცედურა მიმდინარეობდა, მასთან მოულოდნელად ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი გამოჩნდნენ..

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მინდა, რომ ალეგრი “იუვენტუსში” დაბრუნდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ დასრულებული სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ ეს წარმატებული წელი იყო. კიელინის თქმით, ივლისიდან ახალი გამარჯვებებისთვის მოემზადებიან. „შესანიშნავი სეზონი დავხურეთ. ნამდვილად განსაკუთრებული ციკლი დაიხურა ალეგრისა და მისი სტაფის ხელმძღვანელობით, ასევე ბარძალონესთან ერთად, რომელსაც გასულ კვირაში დავემშვიდობეთ. მათ ყველა იუვენტინო ტაშს უკრავდა და ეს დაიმსახურეს. ეს იყო …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იმედია კონტე “ინტერში” ვერაფერს მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. იტალიელი მცველის განცხადებით, ფეხბურთის თამაშს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში აპირებს, თუმცა სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ გეგმავს. გარდა ამისა, ჯორჯომ ანტონიო კონტეს „ინტერში“ შესაძლო მუშაობაზეც დააფიქსირა მოსაზრება. „თქვენ არ იცით, რამდენ მესიჯს ვიღებ ყოველდღე „იუვეს“ ახალი მწვრთნელის შესახებ. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: „ალეგრის გაშვება არ გამკვირვებია, მაგრამ ისიც არ გამიკვირდება თუ ერთ დღეს „იუვეში“ დაბრუნდება“

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი Sky Sport-ს ესაუბრა. ჯორჯიმ კომენტარი გააკეთა, როგორც მასიმილიანო ალეგრის წასვლის, ისე ანდრეა ბარძალის შესახებ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გარდა ამისა, კიელინი მომავალი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო და ქომაგები დაამშვიდა. „ალეგრის გათავისუფლება? „იუვეში“ გატარებული 15 წლის შემდეგ იმის თქმა, რომ ამას არ ველოდი, ტყუილი იქნება. ალეგრი განსაკუთრებული …

სრულად წაკითხვა »

კიელინი “ატალანტასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსს“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და „ატალანტას“ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ უკვე იტალიის ჩემპიონია და ამიტომ, კიელინის დანაკლისი საგანგაშო ინფორმაცია არაა. „იუვენტუსი“ ბერგამოელებს 19 მაისს ტურინში დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ყველაზე ძლიერი მცველი ვის წინააღმდეგაც მითამაშია, კიელინია”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა მიიჩნევს, რომ ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია. ბრაზილიელმა ინსტაგრამში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი და პასუხი ასეთი იყო: „ყველაზე ძლიერი მცველი ვინ არის, ვის წინააღმდეგაც გითამაშია? – კიელინი“.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ფრე სამართლიანი შედეგია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „ტორინოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ფრე სამართლიანი შედეგია. „ბოლომდე გვინდა დავამტკიცოთ, რომ ყველაზე ძლიერები ვართ და რომ სკუდეტო დავიმსახურეთ. გვინდა, მომავალი სეზონისთვის დადებითი იმპულსი შევიქმნათ. ბოლო ორ თამაშში სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ კარგი თამაშ ჩავატარეთ და ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მეორე ტაიმში ნამდვილი “იუვე” ვიხილეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯორჯოს განცხადებით, გუნდმა მეორე ტაიმში ჩვეული თამაში ჩაატარა. „გვინდა კარგად გავაგრძელოთ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო უკვე მოვიგეთ. მეორე ტაიმში ნამდვილი „იუვე“ ვიხილეთ, ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც სკუდეტო მოიგო. თამაშები, რომელსაც ვატარებთ ჩვენთვის სტიმულია. დღეს კმაყოფილები ვართ, რომ კარგი …

სრულად წაკითხვა »

ათასი ბრძოლის კომპანიონები: კიელინი და ბარძალი “ბარბერადან” მერვე ჩემპიონობამდე

2011 წლის თებერვალი, პირველად ერთად. ჯიჯი დელ ნერის „იუვენტუსი“ პალერმოში დამარცხდა, ზედიზედ მესამედ „რენცო ბარბერას“ სტადიონზე. ეს იყო ბარძალი-კიელინის არცთუ სამახსოვრო დებიუტი. 8 წლის შემდეგ კი, ჩანს, რამდენად შორს წავიდნენ. ჯოჯოხეთიდან საზეიმო მაისურამდე. ისინი ამ „იუვენტუსში“ ერთადერთები არიან, რომლებმაც მიჯრით 8 სკუდეტო მოიგეს და გაუთანაბრდნენ ჯოვანი ფერარის, ვირჯინიო როზეტასა და …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იუვენტუსი” ჩემთვის ოჯახია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ანდრეა ბარძალისთან ერთად გამორჩეულია – მათ ზედიზედ რვაჯერ მოიგეს სკუდეტოს. ჯორჯომ ამის შესახებ ისაუბრა: „ჩემთვის „იუვენტუსი“ ოჯახია და როდესაც არ ვთამაშობ, ვბრაზდები. ვზეიმობთ დამსახურებულად მოგებულ სკუდეტოს. არ შეგვიძლია უარვყოთ ისტორიის ის მნიშვნელოვანი გვერდები, რომელსაც ვწერთ. უნდა ვიამაყოთ და ასე გავაგრძელოთ, დიდი ამბიციებით განვითარება შესაძლებელია. ივლისიდან …

სრულად წაკითხვა »