მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 581)

თეგის არქივი: იუვენტუსი

პოგბა “იუვეს” პრიორიტეტია

პოლ პოგბა ტურინის „იუვენტუსის“ პრიორიტეტია. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ ფრანგი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ „ბებერ სინიორას“ პოგბასთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია, რომ პოგბას აგენტ მინო რაიოლასთან ფაბიო პარატიჩი უკვე მოლაპარაკეკებსაც მართავს. თავად პოლს კი …

სრულად წაკითხვა »

ანიელი პირლოს “იუვენტუსში” იწვევს

ანდრეა პირლო შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ანდრეა ანიელი „მაესტროს“ დაუკავშირდა და ტურინში მიიწვია. საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბში დასაქმებას – პირლო ახალი მწვრთნელის ასისტენტი იქნება, დიდი ალბათობით, მაურიციო სარის. არის ალტერნატიული ვარიანტიც – „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ან ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი. ანდრეა პირლო ამჟამად ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, მაგრამ არაერთხელ …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “გვარდიოლა? ზოგჯერ ოცნება კარგია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. ანდრეას განცხადებით, „იუვესთან“ გვარდიოლას დაკავშირება სასიამოვნო მოსასმენია. „არ ვიცი „იუვენტუსის“ სიტუაცია, მაგრამ გვარდიოლას გადმოსვლის შესახებ საუბარი შესანიშნავია, სასიამოვნოა ამაზე ოცნება. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლაცარავის სჯეროდა, მაგრამ ეს რეალობაა. რა თქმა უნდა, ბევრი გვარი დასახელდა, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ბოლო წლებში არ შემცდარა …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუს ჰეთ-თრიქი პორტუგალიის ნაკრებში

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას 3:1 მოუგო და კრიშტიანუმ შესანიშნავად ითამაშა. რონალდუმ შვეიცარიელთა კარში სამი დიდებული გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ერთად ლიგის ფინალში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ კარიერაში 53-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ბენტანკურს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ და როდრიგო ბენტანკური ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ურუგვაელი სულ მალე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ბენტანკური „იუვენტუსთან“ კონტრაქტს 2024 წლამდე გააგრძელებს და სეზონში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ტურინში 2017 წლის ზაფხულში „ბოკა ხუნიორსიდან“ აღმოჩნდა და დღემდე 67 თამაში …

სრულად წაკითხვა »

კობოლი ჯილი: “მახსოვს სარიმ შუა თითი “იუვეს” ქომაგებს რომ უჩვენა, ის არ უნდა დანიშნონ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლო ჯილი მიიჩნევს, რომ მაურიციო სარი „ბებერი ქალბატონისთვის“ შეუფერებლი მწვრთნელია და არ უნდა, რომ „იუვეში“ სარი იხილოს. „როგორც გულშემატკივარი მისი მოსვლის მომხრე არ ვარ. მას აქ გააჩნია შესაბამისი კლასი და გარდა ამისა, მახსოვს შუა თითი, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს უჩვენა. ვფიქრობ. ჯანი ანიელი მას მთავარი მწვრთნელად …

სრულად წაკითხვა »

დავიდე ტორჩია: “მწვრთნელი უკვე შერჩეულია, წინააღმდეგ შემთხვევაში პარატიჩი შვებულებაში არ გავიდოდა”

დანიელე რუგანის აგენტი დავიდე ტორჩია დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსმა“ ახალი მწვრთნელი უკვე კარგა ხანია შეარჩია. როგორც მან თქმა, ეს ასე რომ არ იყოს, ფაბიო პარატიჩი შვებულებაში არ გავიდოდა. „იუვეში“ უკვე იციან რა უნდა გააკეთონ, ვფიქრობ უკვე დიდი ხანია. ფაბიო პარატიჩი დღეში 25 საათს მუშაობს, თუმცა ის ჯერ კაპრიზე იყო, შემდეგ ნეაპოლში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” დემირალის ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური „სასუოლოს“ მცველის მერიჰ დემირალის „იუვენტუსში“ გადასვლა გადაწყდა. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და დემირალის ტურინში გადაბარგება მხოლოდ დროის საკითხია. 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ 15 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ თურქის შეძენა მადრიდის „ატლეტიკოსაც“ სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, „იუვემ“ კონკურენტს აჯობა. მერიჰ დემირალი „სასუოლოს“ მიმდინარე წლის იანვარში …

სრულად წაკითხვა »

კიეზა “იუვენტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ შორის არჩევანი გააკეთა. ჯცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ კიეზა „იუვეს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდება და ფეხბურთელი სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს. ახლა ჯერ „იუვესა“ და „ფიორენტინას“ შორის მოლაპარაკებებზეა და თუ „იებთან“ …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ახალი მწვრთნელი? არამხოლოდ ერთი, რამდენიმე კანდიდატი გვყავს შერჩეული”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ბებერი ქალბატონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელი არაა. „ჩვენ ვმუშაობთ, მოთმინებაა საჭირო. მთელი რიგი კანდიდატურები გვყავს, არამხოლოდ ერთი. ჯერ დრო გვაქვს და ნათელი იდეები გაგვაჩნია. მალე ყველა გაიგებს ვინ იქნება ახალი მწვრთნელი. ტრანსფერები? ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. ველოდებით …

სრულად წაკითხვა »