მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 44)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ალეგრი: “კიეზა და პოგბა ჯერ მზად არ არიან, მენტალურად უკეთ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ალეგრიმ თქვა, ფედერიკო კიეზა და პოლ პოგბა ჯერ სათამაშოდ მზად არ არიან, ამიტომაც, განაცხადში ვერ მოხვდებიან. „დერბიში გამარჯვება დამსახურებული და კარგი იყო, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. თუმცა, იმისთვის, რომ ამ მოგებამ ფასი არ დაკარგოს, ხვალ „ემპოლი“ უნდა დავამარცხოთ. გატი? …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება

ტურინის „იუვენტუსი“ გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება! ინფორმაცია ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა, რომელმაც ეს სიახლე გაზეთის დღევანდელი ნორმის პირველ გვერდზეც გამოფინა, რაც მის სარწმუნოობაზე უფრო მეტად მეტყველებს. მილანური გაზეთი წერს, რომ ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფედერიკო კერუბინის ასისტენტი სპეციალურად გიორგის თამაშის სანახავად „სევილიასა“ და „ვალენსიას“ მატჩს დაესწრო. საგულისხმოა, რომ „სანჩეს პისხუანზე“ …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას დაბრუნება ახლოვდება. ფრანგმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივი პროგრამით ივარჯიშა. ტურინელთა მიზანია, რომ პოგბა გუნდის განკარგულებაში მიმდინარე თვის ბოლოს იყოს და თამაში შეეძლოს. მოგეხსენებათ, პოგბამ ტრავმა ივლისში, პრესეზონის პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. თავიდან მან მკურნალობა ოპერაციის გარეშე გადაწყვიტა, რამაც შედეგი არ გამოიღო და სექტემბრის დასაწყისში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” იანვარში “ატლეტიკოს” ნახევარმცველის დამატებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში არგენტინის ნაკრებისა და „ატალეტიკოს“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული დაიმტოს. სამხრეთამერიკელი მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და ტურინელები მის გადაბირებას იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება მასიმილინაო ალეგრიმ მოითხოს. იმის გათვალისწინებით, რომ „ატლეტიკოში“ დე პაული აღარ სჭირდებათ, შეიძლება მოლაპარაკებები სწრაფად დაიხუროს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბრემერი 3 კვირით გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი გამოაკლდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ტორინოსთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც გაირკვა სამი კვირა იუქმებს. ამრიგად, ბრემერი „იუვენტუსს“ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე პრაქტიკულად ვერ დაეხმარება, თუმცა, მუნდიალზე თამაში წესით მან უნდა მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ ბრემერი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს „ტორინოდან“ შეუერთდა და 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა »

იტალიის უგვირგვინო მეფეები: ანიელების ოჯახი

არაბი შეიხებისა და რომან აბრამოვიჩის გამოჩენამდე ფეხბურთს მოედნის გარეთ თანაბარი შესაძლებლობების მქონე გუნდები თამაშობდნენ. კლუბების შემოსავალი მოკრძალებული იყო, ფეხბურთელის ხელფასი კი დიდად არ განსხვავდებოდა საშუალო მუშაკის ხელფასისგან. თუ ვისაუბრებთ იტალიურ ფეხბურთზე, ამ უმანკო დროის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს 1923 წელი, როდესაც „იუვენტუსის“ მართვის სადავეები ედოარდო ანიელიმ ჩაიბარა, რამაც 30 წელზე ნაკლები …

სრულად წაკითხვა »

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ დერბი დელა მოლეში დუშან ვლაჰოვიჩის გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – ბევრი საქმე არ ჰქონია, მეორე ტაიმში რადონიჩის ჩაწოდებაზე დროული რეაგირება ჰქონდა. დანილო 7 – სწორედ მას აკისრია ყველაზე რთული ამოცანა, რათა შეაჩეროს თავხედი რადონიჩი, მაგრამ „იუვეს“ დაცვაში ყველაზე ყურადღებიანია. გოლშიც წვლილი …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “თავგანწირვა ვაჩვენეთ და წინ პატარა ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ტორინოსთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა მათ აჩვენეს თავგანწირვისა და გუნდური მუშაობის სულისკვეთება. „რა ვთქვი გასახდელში თამაშამდე? ვთქვი, რომ ბურთით თუ უბურთოდ, ერთმანეთს უნდა დავხმარებოდით, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თანაგუნდელის დასახმარებლად. თამაშში მუდმივად დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ეს კარგად გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “იუვე” არასდროს ნებდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და იმედოვნებს, რომ ასე გაგრძელდება. „ვიცოდით, რომ ადვილი მატჩი არ იქნებოდა. ეს იყო დერბი, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მითუმეტეს მათ სტადიონზე, მათი გულშემატკივრის წინაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ასე უნდა გავაგრძელოთ, ერთიანები უნდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ყველა მოთამაშე კარგი იყო, პირველი ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მათ სახლებში დაბრუნება დაიმსახურეს. „დღეს ბიჭებმა აჩვენეს, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. კარგი თამაში ჩავატარეთ. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და პირველი გასვლითი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა ის პერიოდი, რომელიც გავიარეთ, მაგრამ ზოგჯერ არის …

სრულად წაკითხვა »