მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 156)

თეგის არქივი: იუვენტუსი

დე შილიო: “ეს გამარჯვება ჩვენთვის სტიმული უნდა გამოდგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „რომასთან“ (4:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, ეს გამარჯვება გუნდისთვის სტიმული უნდა გამოდგეს. „წარმოუდგენელი მატჩი მოვიგეთ, ნამდვილად გიჟური და აღფრთოვანებული ვარ გატანილი გოლით, რომელიც ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა შჩესნი მიერ მოგერიებული პენალტის წყალობით. ეს იყო გუნდურუ გამარჯვება, რომელიც დღეს ერთიანი …

სრულად წაკითხვა »

მარკო ლანდუჩი: “5 წლის სიცოცხლე მომაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ „რომასთან“ გამარჯვების (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ხასიათი აჩვენა, მას კი 5-6 წლის სიცოცხლე მოაკლდა. „როდესაც იმარჯვებ, ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზია. 1:3-ს ვაგებდით, მაგრამ ლოკატელის გოლით ყველაფერი შეიცვალა, ამან თავდაჯერება შეგვმატა და შემდეგ მოვახერხეთ დაქამბექება. ძალიან ბედნიერი ვარ …

სრულად წაკითხვა »

კიეზამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „რომასთან“ მატჩში მარცხენა მუხლი დაიზიანა. ფედერიკო კრის სმოლინგთან კონტაქტის შემდეგ დაშავდა და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. მას სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება, მაგრამ იტალიური მედია შიშობს, რომ ჯვარედინი მყესები გაწყვეტილია. ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა, რომლის რეაბილიტაციას მინიმუმ 6 თვე სჭირდება და თუ გამოკვლელამ ეს დაადასტურა, მაშინ კიეზასთვის …

სრულად წაკითხვა »

“რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ ძალზე დრამატულ მატჩში 4:3 დაამარცხა, პაულო დიბალას, მანუელ ლოკატელის, დეიან კულუშევსკისა და მატია დე შილიოს გოლებით. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 7 – გაშვებულ გოლებში ბევრი არაფერი შეეძლო, „იუვე“ ყოველთვის ძალიან პასიური იყო ამ მომენტებში. მოგერიებული პენალტით საბოლოოდ დაავიწყა ხალხს სეზონის სტარტზე …

სრულად წაკითხვა »

1:3-დან 4:3! “იუვენტუსმა” “რომასთან” საოცარი მატჩი მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ უდრამატულეს შეხვედრაში დაამარცხა – 4:3! ამ შეხვედრაშ გულშემატკივრებმა ყველაფერი იხილეს და ეს თამაში დიდხანს არ დაავიწყდებათ. „რომა“ სწრაფადვე ტამი აბრაჰამის გოლით დაწინაურდა, თუმცა მალევე ფედერიკო კიეზას პასით პაულო დიბალამ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ტაიმიც ასე დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ვითარება ძალიან ცეცხლოვანი …

სრულად წაკითხვა »

სერია A-ში მაყურებელთა დასწრება 5 000-მდე შემცირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო სერია A-ში მაყურებელთა დასწრების რაოდენობა შეიზღუდა. 22-ე და 23-ე ტურის მატჩებზე სტადიონზე მხოლოდ 5 ათასამდე გუშემატკივარი დაიშვება. შეზღუდვა არ იმოქმედებს კვირას გასამართ 21-ე ტურსა და 12 იანვარს, იტალიის სუპერთასის მატჩზე, რომელშიც „იუვენტუსი“ მილანში, „ინტერს“ ეწვევა. ორივე შემთხვევაში სტადიონის ტევადობის 50%-ზე დასწრება შესაძლებელია. იტალიის ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ მატჩისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პერინი, სენკო მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, კუადრადო, პელეგრინი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, ბერნარდესკი, კიეზა, რაბიო, ლოკატელი, ბენტანკური, კულუშევსკი თავდამსხმელები: მორატა, დიბალა, კინი, კაიო ჟორჟე, აკე შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სკუდეტოსთვის რომ ვიბრძოლოთ, მუშაობა და დროა საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „იუვეს“ კონკურენტუნარიანობისთვის და სკუდეტოსთვის საბრძოლველად დრო სჭირდება. ამისთვის კი მუშაობა და მოთმინებაა საჭირო. „აქ რომ მოვედი, ვიცოდი, რომ ეს იყო წელი, როდესაც გუნდი უნდა შევცვალოთ და ვიმუშაოთ, რომ დავბრუნდეთ ერთი ან ორი წლის განმავლობაში, რათა …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შედეგად, ალეგრი „იუვეს“ „რომასთან“ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს და გუნდს მის ნაცვლად ასისტენტი მარკო ლანდუჩი გაუძღვება. ალეგრის დასჯის მიზეზი „ნაპოლისთან“ შეხვედრის ბოლოს მსაჯის მიმართ გადაჭარბებული პროტესტი გახდა, რის გამოც მაქსს დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “იუვეს” ბალანსი აკლია და გუნდს ლიდერი არ ჰყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ მთავარი პრობლემა ხასიათის სიმტკიცე და ნაკლებშედეგიანობაა. „მე „იუვეს“ ტიფოზი ვარ და ცოტა მოწყენილი ვარ. 2-3 წლის წინ „იუვემ“ ცოტა შეცვალა ფეხბურთის თამაშის იდეა და მათ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ახლა ცდილობენ გამოასწორონ. „იუვენტუსი“ ცუდად არ თამაშობს, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »