მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 114)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვეს” კუადრადო გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო „სასუოლოსთან“ ვერ ითამაშებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი განაცხადში არაა. კუადრადოს მარცხენა ფეხის კუნთზე მცირე დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით, უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ ფაქტია, რომ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 34-ე ტურში „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ შეხვედრისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, დანილო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ბერნარდესკი, რაბიო, ზაკარია, მირეტი, ზუელი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, დიბალა, კინი შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 აპრილს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ლოკატელი ალბათ ამ სეზონში ვერ ითამაშებს, რაბიო უმატებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც გუნდის შესახებ, ისე ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა. „რთული მატჩი იქნება, რადგან „სასუოლოსთან“ თამაში ყოველთვის ძნელია, განსაკუთრებით, როცა ბოლო მატჩი წაგებული აქვთ. ტექნიკურად შესანიშნავი გუნდია, სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე იმყოფება. მათთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან „იუვესთან“ გამარჯვება პრესტიჟული …

სრულად წაკითხვა »

სტეფანო ტაკონი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე სტეფანო ტაკონი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ტაკონი თავის ცერებრალური იშემია აღენიშნება და ეს არის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რის გამოც ალესანდრიის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით, ამის შესახებ სხვა ცნობები არ ვრცელდება. 64 წლის ტაკონიმ პარასკევს მონაწილეობა საქველმოქმედი აქციაში მიიღო, …

სრულად წაკითხვა »

ფრატეზი: “ბაბუაჩემი “იუვეს” ფანია, ბებია კი ყოველთვის მარკიზიოს მადარებდა”

„სასუოლოს“ ნახევარმცველ დავიდე ფრატეზის „იუვენტუსს“ უკავშირებენ და შესაძლოა ზაფხულში ტრანსფერი განხორციელდეს. ფრატეზიმ განაცხადა, რომ ბაბუამისი „იუვეს“ ტიფოზია, ხოლო ბებიამისი ყოველთვის კლაუდიო მარკიზიოს ამსგავსებდა, რის გამოც მას „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ მაისური სთხოვა. „იუვენტუსთან“ პირველი რაც მახსენდება, პირველი წრის მატჩია. ჩემი გოლი, გამარჯვება და ჩემი ბაბუის, კარმინეს ფიქრები, რომელიც „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “რომაში”?

იტალიური „რომა“ პაულო დიბალასთვის ბრძოლაში ერთვება. Calciomercato-ს ცნობით, 28 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებს ჟოზე მოურინიოს გუნდი ზაფხულში უფასოდ ეცდება. დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ არგენტინელთან თანამშრომლობას არ გააგრძელებენ. შესაბამისად, 1 ივლისიდან დიბალა თავისუფალი აგენტი გახდება. მას აქამდე ყველაზე აქტიურად „ინტერს“, „ატლეტიკოსა“ და …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ბარსელონაში” მივდიოდი, მაგრამ ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ შემდეგ მასიმილიანო ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა და ტურინში დარჩენა გადაწყვიტა. „იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „ბარსელონაც“ და შემდეგ ისინი ალეგრისთან განვიხილე, რადგან პირველ თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ მე არ ვარ გამოკვეთილი ფორვარდი, რომელიც ფიზიკურად ძლიერია და ტანით …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო “იუვენტუსთან” კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს

მატია დე შილიო ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ რომეო აგრესტი იტყობინება. როგორც ის წერს, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ყველაფერი საბოლოო ეტაპზეა. მატია კონტრაქტს 3 წლით განაახლებს და „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსმა“ 2017 წელს „მილანიდან“ დაიმატა და მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯოს ბოლო სეზონი “იუვეში”…

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ ბოლო სეზონს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯორჯო ხელშეკრულებას ერთი წლით ადრე გაწყვეტს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს (ჯერ უცნობია რომელ კლუბში). ამიტომაც, „იუვე“ ზაფხულში მარცხენა ცენტრალური მცველის და მარცხენა მცველის შეძენას ეცდება. ჯერჯერობით კონკრეტული ვარიანტები უცნობია, მაგრამ ალექს სანდროს შემცვლელად ემერსონ პალმიერის კანდიდატურა …

სრულად წაკითხვა »

დელ პიეროს შემდეგ ტურინში ზიდანსაც მიიწვევენ

ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ ზინედინ ზიდანი. დელ პიერო გასულ შაბათს, „ბოლონიასთან“ მატჩს „ალიანც სთედიუმზე“ დაესწრო და ფანებს მიესალმა, ამჯერად კი შესაძლოა ტურინში ზიდანი მიიწვიონ. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა ანიელი სტადიონზე ფრანგ ლეგენდას 1 მაისს, „ვენეციასთან“ საშინაო შეხვედრაში მიიწვევს და „ზიზუ“ „ალიანც სთედიუმზე“ გამოჩნდება. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »