მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ლოკატელი ალბათ ამ სეზონში ვერ ითამაშებს, რაბიო უმატებს”

ალეგრი: “ლოკატელი ალბათ ამ სეზონში ვერ ითამაშებს, რაბიო უმატებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც გუნდის შესახებ, ისე ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რთული მატჩი იქნება, რადგან „სასუოლოსთან“ თამაში ყოველთვის ძნელია, განსაკუთრებით, როცა ბოლო მატჩი წაგებული აქვთ. ტექნიკურად შესანიშნავი გუნდია, სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე იმყოფება. მათთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან „იუვესთან“ გამარჯვება პრესტიჟული შედეგი იქნება.

მეოთხე ადგილი ჯერ განაღდებული არ გვაქვს. იტალიის თასის ფინალში გასვლა საშუალებას გვაძლევს ტიტულისთვის ვითამაშოთ და ეს ჩვენი მიზანია. მეოთხე ადგილამდე გზა ჯერ კიდევ ძალიან გრძელია, თითო ნაბიჯი უნდა გადავდგათ. სეზონის შემდეგ შევაფასებთ სეზონს, არა მხოლოდ შედეგობრივად.

ნახევარდაცვაში ცვლილებები თუ იქნება? ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ. არტური არ გამოჯანმრთელებულა, ვიმედოვნებთ, რომ „ვენეციასთან“ დაგვიბრუნდება. გარკვეული ცვლილებები იქნება, ნახევარდაცვაში ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნებიან ფეხბურთელები.

მაკკენიმ გუშინ სირბილი დაიწყო, ასე რომ უკეთაა. სეზონის დასრულებამდე ბევრი დღეა დარჩენილი. ლოკატელი ჯერ უკანაა, არ ვიცი, შეძლებს თუ არა სეზონის ბოლომდე დაბრუნებას.

დიონიზის ჩემი რჩევების მიცემა არ სჭირდება. „სასუოლოში“ ძალიან კარგად მუშაობს, შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავთ. ტიაგო მოტასთან და იტალიანოსთან ერთად ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელია სერია A-ში. მას შეუძლია იტალიის სამი საუკეთესო გუნდის გაწვრთნა.

იმ „სასუოლოში“, რომელშიც ვმუშაობდი, არაფერი დარჩა. მათ დიდ პატივს ვცემ, ვინც ჯერ კიდევ იქ არიან. სქუინცის ოჯახთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი წელი იყო და აქ დაბრუნება ყოველთვის მსიამოვნებს. ევროპის ჩემპიონობიდან ფიასკომდე? ვწუხვარ, რომ ასეთი გაზაფხული გვქონდა, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. შეიძლება პრაქტიკულად წაგებული თამაში 10 წუთით ადრე გადაარჩინა და მერე პენალტების სერიამდე მიხვიდე. დიდი სამუშაო გაკეთდა ახალგაზრდულ სექტორებში, 8-დან 10 წლამდე. „იუვენტუსის“ ახალგაზრდული სექტორი შესანიშნავად მუშაობს, მეორე გუნდის შექმნაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრიმავერადან პროფესიონალებში გადასვლა ძალიან რთულია.

რაბიო? ის უკეთ მუშაობს, ნელ-ნელა გოლსაც უახლოვდება. იზრდება, თავდაჯერებულია, სხვებისგან განსხვავებული ძრავა აქვს და კიდევ ბევრი წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

დე ლიხტი კარგადაა, მას თამაში შეუძლია. ბონუჩის და კიელინის შორის უნდა ავირჩიო. მორატაზე გადაწყვეტილებას დღეს მივიღებ, ყველა ჩემს განკარგულებაშია. მთავარი ისაა, რომ „ფიორენტინასთან“ სკამიდან თამაშში ყველა კარგად ჩაერთო. ეს უპირატესობაა.

აქვე მინდა, სტეფანო ტაკონის გამოჯანმრთელება ვუსურვო, ვიმედოვნებთ, რომ მას რაც შეიძლება მალე ვნახავთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …