მთავარი / თეგის არქივი: ხვიჩა კვარაცხელია (გვერდი 2)

თეგის არქივი: ხვიჩა კვარაცხელია

“ნაპოლის” სპორტული დირექტორი: “კვარაცხელიას ტრანსფერი “იუვეს” დავასწარით”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტინაო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “იუვენტუსს” დაასწრეს. “მისი თამაში პანდემიის პერიოდში ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. თუმცა 30 მილიონი მოითხოვეს და ამიტომ მოლაპარაკებები შეჩერდა. ომის დაწყებით მოგვეცა საშუალება და მისი გადაბირება 10 მილიონ ევროდ შევძელით. “იუვეს”, “რომას” და “სოსიედადს” დავასწარით”, – თქვა ნეაპოლიტანელთა სპორტულმა …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “კვარაცხელია არაპროგნოზირებადია და უფრთხილდით მას”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო. „აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით. მან გუნდს დიდი მენტალიტეტი მოუტანა. კვარაცხელიას ყურადღება მიაქციეთ და უფრთხილდით. ის ძალიან ნიჭიერი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, თითქოს ევროპაში თამაშისთვის დაიბადა“, – თქვა დელ პიერომ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ბარჯიჯა: “კვარაცხელიას ხელფასი 1 მილიონია, 34 წლის დი მარიას – 12, რომელმა გუნდმა დაუშვა შეცდომა?””

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ანხელ დი მარიას ტრანსფერს შეადარა. ის დარწმუნებულია, რომ „ნაპოლიმ“ გაცილებით კარგად იმუშავა ბაზარზე, ვიდრე ტურინულმა გრანდმა და ეს განმარტა კიდეც. „იუვენტუსმა“ 34 წლის დი მარია ერთი წლით დაიმატა და წმინდა ხელფასის სახით 7.5 მილიონს უხდის, გადასახადების ჩათვლით 12 მილიონს. „ნაპოლიმ“ ისეთი ფენომენი …

სრულად წაკითხვა »

სკირა: “იუვეს” კვარაცხელია ხელში ჰყავდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩაიშალა”

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს „მონცას“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სკირამაც დაადასტურა, რომ 2021 წელს ხვიჩა „იუვენტუსში“ გადადიოდა, მაგრამ მაშინ „ბებერი ქალბატონი“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დატოვა, რამაც ტრანსფერის ჩავარდნა გამოიწვია. „ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერით სიამოვნებას იღებს, რომელშიც სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ჯუნტოლი-პომპილოს …

სრულად წაკითხვა »

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი „იუვედან“ ფაბიო პარატიჩის წასვლა იყო, რომელიც „ბებერ ქალბატონში“ სპორტულ დირექტორად 2010-2021 წლებში მუშაობდა. „იუვენტუსთან“ გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ფაბიო პარატიჩი (ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი – რედ) „ტოტენჰემში“ წავიდა. …

სრულად წაკითხვა »

ხვიჩა კვარაცხელია: “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ყველაზე ახლოს ბოლო პერიოდში „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო „მამუკა ჯუღელს ჰქონდა „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები და ძალიან კარგ სტადიაში იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ ყველაზე ახლოს „იუვენტუსში“ გადასვლასთან ვიყავი“, – თქვა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსს“ ისევ უკავშირებენ. ესპანური Todofichajes.com-ის ინფორმაციით, „ბიანკონერი“ და „სევილია“ ყველაზე მეტად აქტიურობენ. „იუვე“ მზადაა 20 წლის ქართველ ფეხბურთელში „რუბინს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს და ბრძოლაში „სევილია“ დაამარცხოს. იტალიური Tuttojuve ამ ინფორმაციას ადასტურებს და წერს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: კვარაცხელია “იუვენტუსთან” ძალიან ახლოსაა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ალბათობით, ზაფხულში ტურინის „იუვენტუსი“ შეიძენს. ინფორმაციას italy24news.com-ი Juventusnews24-ზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თანახმად, ფაბიო პარატიჩის 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვეტლი აქვს და რუსულ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსაც გადაუხდის. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უნდა მოიპოვოს, რათა …

სრულად წაკითხვა »

Tuttosport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე და “იუვეზე”: “ის შეეფერება ახალგაზრდულ გეგმას”

ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია. ინფორმაციას Tuttosport- ავრცელებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელისა და „ჯენოას“ უზბეკი თავდამსხმელის, ელდორ შომუროდოვის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ხვიჩას მონაკვეთში ტურინული გაზეთი წერს: „განსხვავებული სიტუაციაა კვარაცხელიასთან (შომუროდოვთან შედარებით – რედ), რომელიც საოცარად ხარისხიანი გარემარბია და ფაბიო პარატიჩის სტილის შენაძენი იქნება. ქართველი ნიჭიერია და აქვს ბრწყინვალე ტექნიკა და ფიზიკური …

სრულად წაკითხვა »

რუსული მედია: “იუვეს” წარმომადგენლები ხვიჩას აგენტს იტალიაში შეხვდებიან

რუსული Match TV-ს ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ტელეგრამში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან დაწერა, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში იტალიაში გაფრინდება. ის აპენინის ნახევარკუნძულზე „იუვენტუსის“ და „მილანის“ წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაინტერესებულია კიდევ ერთი იტალიური გუნდი „ნაპოლიც“. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. როგორც რუსული მედია წერს, თბილისში ორივე იტალიური გრანდის …

სრულად წაკითხვა »