ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია. ინფორმაციას Tuttosport- ავრცელებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელისა და „ჯენოას“ უზბეკი თავდამსხმელის, ელდორ შომუროდოვის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ხვიჩას მონაკვეთში ტურინული გაზეთი წერს:
„განსხვავებული სიტუაციაა კვარაცხელიასთან (შომუროდოვთან შედარებით – რედ), რომელიც საოცარად ხარისხიანი გარემარბია და ფაბიო პარატიჩის სტილის შენაძენი იქნება. ქართველი ნიჭიერია და აქვს ბრწყინვალე ტექნიკა და ფიზიკური მონაცემები. ის არის კლუბის მიერ წამოწყებული ახალგაზრდულ პროექტთან სრულყოფილად შესაბამისი. „იუვენტუსი“ მონდომებულია, მაგრამ ერთადერთი კლუბი არაა: ასევე აქტიურობენ „მილანი“ და „ბაიერნი“, – წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ იტალიური და რუსული მედია ბოლო პერიოდში „იუვენტუსის“ სერიოზულ ინტერესზე აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას.
#Juve, il mercato dell’est: tra #Shomurodov e #Kvaratskhelia ⬇️ https://t.co/dsA8YrVgYK
— Tuttosport (@tuttosport) April 11, 2021