მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “კვარაცხელია არაპროგნოზირებადია და უფრთხილდით მას”

დელ პიერო: “კვარაცხელია არაპროგნოზირებადია და უფრთხილდით მას”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო.

„აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით. მან გუნდს დიდი მენტალიტეტი მოუტანა. კვარაცხელიას ყურადღება მიაქციეთ და უფრთხილდით. ის ძალიან ნიჭიერი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, თითქოს ევროპაში თამაშისთვის დაიბადა“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო, მაგრამ ფაბიო პარატიჩისა და ანდრეა პირლოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, ტრანსფერი ჩაიშალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …