მთავარი / თეგის არქივი: ნანტი

თეგის არქივი: ნანტი

დი მარია ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის კვირის საუკეთესო მოთამაშედ „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არგენტინელმა ფეხბურთელმა „ნანტის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:0 მოაგებინა. ანხელმა ფლორიან ვირტცს, ანატოლი ტრუბინსა და იოსიპ ირანოვიჩს აჯობა. გარდა ამისა, კვირის საუკეთესო გოლის ავტორიც დი მარია გახდა. მან ფრანგული …

სრულად წაკითხვა »

“ნანტი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ანხელ დი მარიას ჰეთ-თრიქით „ნანტი“ 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ხელთათმანები დაესვარა, მაგრამ ბევრი საქმე არ ჰქონია. დანილო 6.5 – მშვიდად თამაშობს, ის გუნდს ამ გზით ეხმარება. ბონუჩი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა. ბრემერი 6.5 …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ევროპა ლიგაზე სხვა ძლიერი გუნდების არიან, მაგრამ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანდრიენ რაბიომ „ნანტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, „იუვემ“ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. „ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. კარგი მატჩი იყო. წითელი ბარათიც დასაწყისში აშკარად დაგვეხმარა. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ, ჩვენი თამაში უნდა დავამკვიდროთ და ეს გავაკეთეთ. ვაჩვენეთ ის, რისი გაკეთება შეგვიძლია. გვაქვს მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “დი მარია სხვა კატეგორიიდანაა, ევროპა ლიგის მოგება ადვილი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდის თამაშით კმაყოფილია, ევროპა ლიგის მოგება კი ადვილი არაა. ალეგრიმ განსაკუთრებით ისაუბრა ანხელ დი მარიაზე და თქვა, რომ ჩვეულებრივი ფეხბურთელებისგან განსხვავდება. „სტეფანო, კამათი შენთან მომივიდა, მაგრამ ნებისმიერ სხვასაც ასე ვუპასუხებდი, რადგან ისეთი მესიჯებია, რომ თითქოს 1:0 …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “დი მარია ჩემპიონია და ასეთი ფეხბურთელები იგებენ მატჩებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დი მარია დიდი ფეხბურთელია და გაუმართლათ, რომ მისი თანაგუნდელები არიან. „გაგვიმართლა, რომ დი მარიასნაირი დიდი ფეხბურთელი გვყავს და ეს ყველამ ვიცით. როცა გუნდში გყავს ჩემპიონები, ისინი წყვეტენ მატჩის ბედს. როდესაც „იუვენტუსში“ თამაშობ, ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია სეზონის განმავლობაში. …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “დელ პიერო ფენომენი იყო, მე კი ამ გუნდისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „ნანტთან“ მოგებისა და ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. „დელ პიერო ფენომენი იყო, ფეხბურთის ლეგენდაა. ვიცი, რომ მან თამაშამდე ჩემზე თბილად ისაუბრა. შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მე კი ამ მაისურისთვის ყველაფერს ვაკეთებ. დელ პიერო ლოს …

სრულად წაკითხვა »

დი მარიას ჰეთ-თრიქით “იუვე” ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფი გადალახა და მერვედფინალში ითამაშებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ერთი კვირის წინ შინ „ნანტს“ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ დღეს საფრანგეთში აჯობა და მომდევნო გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მთლიანობაში ადვილად მოიგო, რადგან საწყის ოც წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თან რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო. მეხუთე წუთზე ანხელ დი მარიამ საოცარი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნანტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გამარჯვება ადვილი არ იქნება, მაგრამ მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და ყველაფერი უნდა გააკეთონ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვთამაშობთ. ბოლო წლებში „იუვე“ ყოველთვის მერვედფინალში ვარდებოდა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. გვინდა მომდევნო ეტაპზე …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “აქ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიმყოფებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ნანტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საფრანგეთში მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად არიან. „ვიცით, რომ პირველი მატჩის შედეგი დადებითი არ იყო, მაგრამ ჩვენ აქ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვართ. გააზრებულად უნდა ვითამაშოთ და მთელი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ და ასეთ …

სრულად წაკითხვა »

კამბუარე: “იუვე” ჩვენთან თუ წააგებს, თავს სასაცილო ვითარებაში ჩაიგდებს”

„ნანტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტუან კამბუარემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისტორიის დაწერა და მომდევნო ეტაპზე გასვლა სურთ. „გვინდა ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც აქ, ნანტში არასდროს უნახავთ: დავამარცხოთ და ასპარეზობას გამოვთიშოთ იტალიური გუნდი. დი მარია? „იუვეს“ ყველა მოთამაშე საუკეთესოთა შორისაა, იმედი მაქვს, რომ ხვალ არც ისე კარგად ითამაშებს. …

სრულად წაკითხვა »