მთავარი / სიახლეები / “ნანტი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ნანტი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ანხელ დი მარიას ჰეთ-თრიქით „ნანტი“ 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – ხელთათმანები დაესვარა, მაგრამ ბევრი საქმე არ ჰქონია.

დანილო 6.5 – მშვიდად თამაშობს, ის გუნდს ამ გზით ეხმარება.

ბონუჩი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

ბრემერი 6.5 – ზუსტი, როცა საჭიროა.

ალექს სანდრო 7 – ლაფონმა გოლი ორჯერ არ გაატანინა. ისე ვერ უტევს, როგორც საუკეთესო წლებში, მაგრამ სამკაციან დაცვაში სტაბილურობა იპოვა. მატჩის ბოლოს გუნდი გოლისგან იხსნა.

დე შილიო 6 – რამდენიმე ტექნიკური შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში ნორმალური მატჩი.

კუადრადო 6 – კარგად ჩაერთო თამაშში და გოლთან ახლოს იყო.

ფაჯოლი 7 – დი მარიას საგოლე პასი გაუკეთა, როცა მეტოქის პასი ჩაჭრა. პენალტის შეტევაც მან წამოიწყო. კარგი თამაში ჩაატარა ხარისხობრივად, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პირველ მატჩში დაშვებული შეცდომის შემდეგ.

ლოკატელი 6.5 – პუნქტუალური და სანდო იყო.

რაბიო 6.5 – ნახევარდაცვაში დამაჯერებელი იყო.

კოსტიჩი 6.5 – კოსტიჩი ძელმა გოლი წაართვა პირველი ტაიმის ბოლოს.

ილინგ-ჟუნიორი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

დი მარია 9 – 2023 წელი მისი კლასის ემბლემაა. პირველი გოლი ნამდვილი სამკაულია, შემდეგ პენალტი მოიპოვა, წითელი ბარათი გამოიმუშავა და პენალტი გაიტანა, ბოლოს თავით ჰეთ-თრიქი შეასრულა. მაგიური ვერსია, მისთვის კონტრაქტის განახლება ახლა „იუვესთვის“ გარდამტეხი ხდება.

პარედესი შ.გ – არგენტინელმა რამდენიმე წუთი ითამაშა.

კინი 5 – ბევრი შეცდომა დაუშვა. კარგი მოძრაობები ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

ვლაჰოვიჩი 6 – თამაშში მონდომებული ჩაერთო, საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა.

ალეგრი 7 – პირველი წუთიდან აირჩია კინი და არა ვლაჰოვიჩი. „იუვე“ თითქოს შეშფოთებული იყო დასაწყისში, მაგრამ დი მარიას გოლმა ყველა ეჭვი გააქრო. გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა და დამაჯერებლად მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …