მთავარი / სიახლეები / რაბიო: “ევროპა ლიგაზე სხვა ძლიერი გუნდების არიან, მაგრამ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ”

რაბიო: “ევროპა ლიგაზე სხვა ძლიერი გუნდების არიან, მაგრამ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანდრიენ რაბიომ „ნანტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, „იუვემ“ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს.

„ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. კარგი მატჩი იყო. წითელი ბარათიც დასაწყისში აშკარად დაგვეხმარა. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ, ჩვენი თამაში უნდა დავამკვიდროთ და ეს გავაკეთეთ. ვაჩვენეთ ის, რისი გაკეთება შეგვიძლია. გვაქვს მიმდინარე სეზონში მიზნები, იტალიის თასზე „ინტერთან“ თამაში ადვილი არ იქნება, ევროპა ლიგაც ჩვენი მიზნების ნაწილია, მაგრამ ამ ტურნირზე სხვა დიდი გუნდებიც არიან, მაგრამ ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, შინ „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …