მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 22)

ტრანსფერები

“იუვე” “მონაკოს” მცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ალბათობით ანტონიო რიუდიგერის ტრანსფერზე უარს იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება, ის ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს, გარდა ამისა, მისი აგენტებისთვის საკომისიოს სახით 20 მილიონი ევროა გადასახდელი. ამიტომაც, იტალიური მედია იტყობინება, რომ „იუვე“ დაცვაში აქცენტს „მონაკოს“ 21 წლის მცველის, ბენუა ბადიაშილეს ტრანსფერზე გააკეთებს. ჯერჯერობით სხვა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მოდრიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაუკავშირეს. საქმე ისაა, რომ ხორვატ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა. „იუვე“ მზადაა ლუკა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. როგორც ესპანური მედია წერს, მოდრიჩს ამ დროისთვის ორი შეთავაზება აქვს მიღებული – …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “რასპადორის ტრანსფერზე “იუვეს” ხელგაშლილი ველოდებით”

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ ჯაკომო რასპადორი „იუვენტუსისთვის“ იდეალური ფეხბურთელია. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ რასპადორის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ შემდეგ მოიზე კინი დაიმატეს. „იუვემ“ რასპადორის ტრანსფერზე 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მოგვამართა, მაგრამ საკმარისი დრო არ იყო გარიგების დასაწყებად და ამიტომ მათ კინი შეიძინეს. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” მთავარი სამიზნე დაცვაში რიუდიგერია, თუმცა ალტერნატივებიც შერჩეულია

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს. კლუბმა იანვარში უკვე შეიძინა ფედერიკო გატი, თუმცა მას სერია A-ში არასდროს უთამაშია, „იუვე“ კი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მცველს ეძებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფავორიტი ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ანტონიო რიუდიგერია, რომელსაც ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი ეწურება, მაგრამ არ არის ერთადერთი ვარიანტი. რიუდიგერის გარდა, ტურინელთა თვალთახედვის …

სრულად წაკითხვა »

მორატას მომავალი სეზონის მიმდინარე ეტაპზე წყდება

ალვარო მორატას მომავალი სეზონის ამ ნაწილში წყდება. იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსსა“ და „ატლეტიკოს“ შორის მოლაპარაკებები ჯერ დაწყებული არ არის. მორატას ორწლიანი იჯარა 30 ივნისს იწურება, ხოლო „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ესპანელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის მოსწონს, მაგრამ ჯერჯერობით კლუბს მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ცნობილია მხოლოდ ის, …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდა

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი „ინტერის“ წარმომადგენლებს, ჯუზეპე მაროტასა და პიერო აუზილიოს შეხვდა. მილანური გუნდის არგენტინელით დაინტერესებულია და მხარეები სავარაუდოდ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. პაულოს ესპანურ გუნდებსაც უკავშირებენ, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ინტერი“ სახელდება, ასე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “აიაქსის” და ბრაზილიის ნაკრების შემტევით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსს“ ამსტერდამის „აიაქსისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბი ანტონი დაუკავშირეს. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ სამხრეთ ამერიკელი შემტევით დაინტერესებულია. ტურინში კარგად იციან, რომ ანტონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან „აიაქსი“ მას 60-70 მილიონ ევროდ აფასებს. რაც მთავარია, ფეხბურთელისთვის რიგი დგას და „იუვენტუსის“ გარდა, სერიოზულ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენენ. …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” დიბალასთვის არ იბძოლებს, ჩავისთვის ის გადაფასებული ფეხბურთელია

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც უკავშირებენ, „ბარსელონაა“. თუმცა, კატალონიური გამოცემა El Nacional-ი იტყობინება, რომ არგენტინელი „ბლაუგრანაში“ არ გადავა. წყაროს თანახმად, „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ჩავის დიბალა არ მოსწონს და მას „გადაფასებულ“ ფეხბურთელად მიიჩნევს, ამიტომაც, კლუბი არ აპირებს მისთვის შეთავაზების გაკეთებას. პაულოს „ბარსელონას“ გარდა, …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “არაფერია გადაწყვეტილი, მინდა ტიტულები მოვიგო”

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ პოლ პოგბას კონტრაქტი ეწურება, რომელიც ჯერ არ გაუხანგრძლივებია და როგორც მან ფრანგულ მედიას განუცხადა, არაფერია გადაწყვეტილი. პოგბას თქმით, სურს, რომ ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს. პოლს ტურინის “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებენ და შესაძლა, ფრანგი ნახევარნცველი ზაფხულში 6-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიურ გრანდში დაბრუნდეს. „ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერია გადაწყვეტილი, არაფერია გარკვეული. შემიძლია გადაწყვეტილება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “დორტმუნდის” მცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის შეძენას ეცდება. „ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი ტურინელთა პირველი სამიზნეა, მაგრამ კონკურენციას მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნიც“ უწევენ. ამიტომაც, „იუვეს“ ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავს – მანუელ აკანჯი. „დორტმუნდის“ 26 წლის შვეიცარიელი ცენტრალური მცველი, რომელსაც გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. Tuttosport-ის ცნობით, აკანჯი ტურინელთათვის …

სრულად წაკითხვა »