მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 24)

ტრანსფერები

შეთანხმება არ შედგა: დიბალა “იუვეს” ზაფხულში დატოვებს

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ დღეს კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. ამრიგად, კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ განახლდება. დიბალა ზაფხულში „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. არგენტინელი სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, კლუბი მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

ჟორჟინიოს აგენტი: “იუვე” მნიშვნელოვანი გუნდია, გამორიცხული არაფერია”

ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ჟორჟინიოს აგენტმა ჟოაო სანტოსმა „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ ისაუბრა. მან არ უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ჟორჟინიოსთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე ვისაუბრე. „იუვენტუსი“? სარის დროს იყო საუბარი, მაგრამ იმ დროს „ჩელსის“ მისი გაყიდვა არ სურდა. ახლაც ვიცი, ინტერესის შესახებ და ვნახოთ …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონას” დანილო-დესტის ბარტერი სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო „ბარსელონას“ თვალთახედვის არეშია. როგორც Mundo Deportivo წერს, ესპანური გუნდი ზაფხულში მარჯვენა მცველის ყიდვას ეცდება და პრიორიტეტული ბრაზილიელის ვარიანტია. თუმცა, ეს არ იქნება ადვილი ოპერაცია, რადგან დანილოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მაღალი ხელფასიც აქვს, შესაბამისად, „ბარსას“ სხვა გამოსავალზე ფიქრი მოუწევს. წყაროს თანახმად, ეს გამოსავალი შესაძლოა, …

სრულად წაკითხვა »

მედია: რიუდიგერი და “იუვე” ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ლონდონის „ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი ანტონიო რიუდიგერი კარიერას დიდი ალბათობით, „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, გერმანელმა ფეხბურთელმა იტალიაში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. რიუდიგერს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ის 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც მილანური გაზეთი წერს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მორატას გამოსყიდვაზე “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას შენარჩუნებას ცდილობს. ესპანელი ფორვარდის საიჯარო ვადა ზაფხულში იწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილია, ამიტომაც, კლუბი „ატლეტიკოსთან“ მის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს ეცდება. მადრიდული გრანდი მორატას 35 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ვინაიდან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ალვაროს ფასი დააკლოს. ტურინელთა მიზანია, რომ მორატა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” დონარუმა ისევ დაუკავშირეს

იტალიური მედია ჯანლუიჯი დონარუმასა და „იუვენტუსის“ შესახებ ისევ წერს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 23 წლის იტალიელი მეკარე პარიზულ კლუბში თავს კომფორტულად არ გრძნობს, „იუვე“ კი სიტუაციას კვლავ აკვირდება. ტურინელები იტალიელი კიპერის გადაბირებასთან ზაფხულში ახლოს იყვნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა, რადგან კლუბმა ვოიცეხ შჩესნის გაყიდვა ვერ მოახერხა. ამჯერად, დონარუმა თავისუფალი …

სრულად წაკითხვა »

“შახტარის” დირექტორი: “მარკოს ანტონიო “იუვეს” გამოადგება”

დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თანაშემწე მარკო ნიკოლინიმ განაცხადა, რომ მარკოს ანტონიო „იუვენტუსისთვის“ საინტერესო ფეხბურთელია. 21 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო 7 აპრილამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია სხვა კლუბში გადასვლა და ვინაიდან „იუვეს“ დენის ზაკარია და ვესტონ მაკკენი ტრავმირებულები ჰყავს, ნიჭიერი ფეხბურთელი შესაძლოა დაიმატონ. „მაკკენის არყოფნაში ის არის ნახევარმცველი, …

სრულად წაკითხვა »

მარცხენა მცველის პოზიციაზე “იუვეს” სიას “ბენფიკას” ფეხბურთელი შეემატა

ტურინის „იუვენტუსი“ ალექს სანდროს შემცვლელს ეძებს და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას მარცხენა მცველით ეცდება. ტურინულ გრანდს რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ შორის ახალგაზრდა იტალიელები, ანდრეა კამბიასო და დესტინი უდოჯი, მაგრამ არის სხვა სახელებიც. ბოლო ცნობებით, „იუვე“ ლისაბონის „ბენფიკას“ ესპანელი განაპირა მცველის, ალეხანდრო გრიმალდოს მიმართ იჩენს ინტერესს. თუმცა, კონკურენტიც ჰყავს – „ბარსელონა“, რომლის …

სრულად წაკითხვა »

ჟორჟინიო შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს ბოლო დღეებში აქტიურად უკავშირებენ. არახალია, რომ მასიმილიანო ალეგრის შემადგენლობაში სწორედ ჟორჟინიოს სტილის მოთამაშე არ ჰყავს, ე.წ რეჯისტა, რომელიც ნახევარდაცვაში დაცვის წინ ითამაშებს და შეტევებს წამოიწყებს. იტალო-ბრაზილიელი სწორედ ასეთი ფეხბურთელია. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ჟორჟინიოს იტალიაში დაბრუნება სურს და ზაფხულში თანახმაა „იუვეში“ გადავიდეს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” შესაძლოა “შახტარის” ნახევარმცველი უფასოდ დაიმატოს

ფიფამ უკრაინასა და რუსეთში მოთამაშე უცხოელებს 7 აპრილამდე კლუბების უფასოდ დატოვების უფლება მისცა, რითაც შესაძლოა „იუვენტუსმა“ ისარგებლოს. იტალიური მედია წერს, რომ ტურინული გრანდი დონეცკის „შახტარის“ 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველის, მარკოს ანტონიოს გაფორმებაზე ფიქრობს. საქმე ისაა, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვაში ისევ პრობლემები აქვს, რადგან ვესტონ მაკკენი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ჯერჯერობით …

სრულად წაკითხვა »