მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე დაცვაში რიუდიგერია, თუმცა ალტერნატივებიც შერჩეულია

“იუვენტუსის” მთავარი სამიზნე დაცვაში რიუდიგერია, თუმცა ალტერნატივებიც შერჩეულია

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს.

კლუბმა იანვარში უკვე შეიძინა ფედერიკო გატი, თუმცა მას სერია A-ში არასდროს უთამაშია, „იუვე“ კი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მცველს ეძებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფავორიტი ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ანტონიო რიუდიგერია, რომელსაც ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი ეწურება, მაგრამ არ არის ერთადერთი ვარიანტი.

რიუდიგერის გარდა, ტურინელთა თვალთახედვის არეში არიან მანუელ აკანჯი („დორტმუნდი“), ნიკოლა მილენკოვიჩი („ფიორენტინა“) და გლეისონ ბრემერი („ტორინო“).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …