მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 23)

ტრანსფერები

დავიდე ფრატეზი “იუვეს” ინტერესის სფეროშია

ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოს“ ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი დაუკავშირეს. 22 წლის ფეხბურთელი კარგ სეზონს ატარებს და გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა. მას ახალ მარკიზიოსაც უწოდებენ და ყველაზე მეტად აქამდე „ინტერი“ აქტიურობდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, საქმეში „იუვეც“ ჩაერთო. 22 წლის ფრატეზი დაახლოებით 25 მილიონ ევროდ ფასობს. დავიდემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჟორჟინიოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, აგენტიც ადასტურებს

ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა იტალო-ბრაზილიელ ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფრანკო ლეონეტი იტყობინება, რომ მას დაუდასტურეს „იუვენტუსსა“ ჟორჟინიოს აგენტს შორის აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც მოწინავე პოზიციაზეა. „იუვე“ რეჯისტას ეძებს და ჟორჟინიო მათ სიაში პირველი წერია. ტრანსფერი არც იტალიის …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “ვლაჰოვიჩის ინვესტიციის შემდეგ აშკარა იყო, რომ ვიღაცას წასვლა მოუწევდა”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალასთან კონტრაქტის არგანახლებაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დუშან ვლაჰოვიჩში დიდი ინვესტიციის შემდეგ გუნდს სხვა მნიშვნელოვან ფეხბურთელზე უარი უნდა ეთქვა. „როცა ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ასეთი თანხა დავხარჯეთ, ცხადი იყო, მაგრამ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ ვინმეს წასვლა მოუწევდა. რეალურად, ვინმეზე უფრო ძლიერ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტთან კონტაქტი აქვს

ტურინის „იუვენტუსს“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უკავშირებენ. Tuttomercato-ს ცნობით, სიტუაცია იდეის დონეს გასცდა. წყაროს თანახმად, ტურინელები რამდენიმე დღეა სერბი ფეხბურთელის აგენტ მატია კეჟმანთან კონტაქტზე არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებების გამართვა „ლაციოსთანაც“ მოუწევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლაუდიო ლოტიტო მას იაფად ნამდვილად …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ძანიოლოს ტრანსფერში შესაძლოა მაკკენი ჩართოს

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალას შეცვლა მოუწევს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ნიკოლო ძანიოლო სახელდება, რომელიც „რომასთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამიტომაც, რომაელებს ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევთ. ძანიოლო დაახლოებით 50 მილიონ ევროდ ფასობს და Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ ფასის შესამცირებლად ეცდება გარიგებაში ვესტონ მაკკენი ჩართოს. ის „რომას“ ამერიკული მენეჯმენტისთვის საინტერესო ფიგურაა, რადგან ვესტონი …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო. „მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ …

სრულად წაკითხვა »

ფაჯიოლის აგენტი: “არ გამოვრიცხავ ნიკოლო ზაფხულში “იუვეში” დაბრუნდეს”

ნიკოლო ფაჯიოლის აგენტი კლაუდიო პასკუალინი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში 21 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსმა“ დაიბრუნოს. როგორც მან განაცხადა, ფაჯიოლის შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მათ შორის რეჯისტადაც. „ფაჯიოლი ყოველთვის მახსენებს იმას, რასაც მასიმილიანო ალეგრი სამი წლის წინ ამბობდა – რომ განსაკუთრებული მოთამაშეა. ახლა მისი მიზანი ცალსახად „კრემონეზესთან“ ერთად სერია A-ში …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “იუვე” რასპადორის გამო თუ დაგვიკავშირდება, მოხარული ვიქნებით”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ მზად არიან „იუვენტუსთან“ ჯაკომო რასპადორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყონ. იტალიელ მენეჯერს არ დაუმალავს, რომ თუ ტურინელები დაუკავშირდებიან, სიამოვნებით შედგება მოლაპარაკებები. „იმედი მაქვს, „იუვენტუსი“ რასპადორიზე დაგვიკავშირდება, რატომაც არა? ჩვენ „იუვესთან“ უკვე ჩავატარეთ ლოკატელის ოპერაცია, თუ სხვა გარიგების შესაძლებლობაც იქნება, მოხარული ვიქნებით. იანვარში რასპადორიზე ინგლისური კლუბებისგან …

სრულად წაკითხვა »

დიბალასთვის ბრძოლაში “ინტერი” ფავორიტია, თუმცა კიდევ ორ კლუბს დაუკავშირეს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. იტალიური მედიის ცნობით, ფავორიტი „ინტერია“, რომელსაც უკვე აქვს მუშაობა დაწყებული. მილანელთა სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა დიბალას კარგად იცნობს, რადგან 2015 წელს „პალერმოდან“ „იუვენტუსში“ სწორედ მან შეიძინა. მილანელები მზად არიან დიბალას სეზონში 7 …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი და “იუვე” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

პაულო დიბალას გარდა, „იუვენტუსს“ ზაფხულში ფედერიკო ბერნარდესკიც დატოვებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანახმდება. ბერნადერსკის ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ის ხელფასის სახით ისევ 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ახლა გამოიმუშავებს, მაგრამ კლუბი მხოლოდ 3 მილიონ ევროზე ნაკლებს სთავაზობს. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი …

სრულად წაკითხვა »