მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 61)

სერია A

რონალდუს და დიბალას მე-100 გოლები “იუვენტუსში” და გამარჯვება “სასუოლოსთან”

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ შესაძლოა ეს ძალიან გვიანი იყოს. მიუხედავად ამისა, „მილანთან“ მძიმე მარცხის მერე რეაბილიტაცია მაინც საჭირო იყო. „იუვეს“ მატჩის დასაწყისში ძალიან გაუჭირდა „სასუოლოსთან“, რომელსაც ბოლო 6 ტურში ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა (16) ჰქონდა მოპოვებული. ძირითად შემადგენლობაში იყო ჯიჯი …

სრულად წაკითხვა »

ფეხბურთელები, რომლებთან ერთად ბუფონმა “იუვეში” ყველაზე მეტჯერ ითამაშა

ჯანლუიჯი ბუფონის ტურინული ფანტასტიკური ოდისეა საბოლოოდ სრულდება. ჯიჯიმ 2001-2018 და 2019 წლიდან დღემდე „იუვეს“ მაისურით ყველა ტურნირზე 683 თამაში ჩაატარა და კლუბის ისტორიაში მეორე შედეგის ავტორია ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (705). თუმცა, საინტერესოა ამ 19 სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯიჯის „იუვეს“ მაისური ემოსა, ვისთან ერთად ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი. სტატისტიკა მოცემულია …

სრულად წაკითხვა »

გრავინა: “იუვეს” გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია, მაგრამ წესებს პატივი უნდა ვცეთ”

დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში სერია A-ს კლუბების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგა და მთავარი თემა „იუვენტუსის“ სუპერლიგიდან გამოსვა იყო. თუ ტურინული გუნდი ამ ტურნირს არ დატოვებს, მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. „ტორინოს“ პრეზიდენტმა ურბანო კაირომ თქვა, რომ „იუვენტუსს“ სუპერლიგასთან დაკავშირებით ნაბიჯი უკან არ გადაუდგამს, ხოლო თვითონ ანიელიმ მედიასთან კომენტარი არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სასუოლოსთან’

სერია A-ს 36-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, ბუფონი, პინსოლიო მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა, ფელიქს კორეია შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 12 მაისს, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “აქ ჩემი სახლია, მაგრამ ეს მომენტი დადგა”

ჯანლუიჯი ბუფონმა დღეს დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს. მან სოციალურ ქსელში პატარა წერილიც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ადვილი გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან „იუვე“ მისი სახლია. „ყველა დასაწყისს აქვს დასასრული. და, ამით სრულდება ჩემი მეორე ნახევარი „იუვეში“. გადაწყვეტილება მირებული, მომწიფებულია და თვეების განმავლობაში განხილულია. მაგრამ არც ისე ადვილად მიღებული გადაწყვეტილებაა. …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა და უნდა გვჯეროდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გადადგომაზე არ ფიქრობს. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. „გადადგომა არ მსურს. ერთი ქულაა სხვაობა ჩვენსა და ჩემპიონთა ლიგის ზონას შორის და კიდევ სამი თამაშია დარჩენილი. ფეხბურთმა გვასწავლა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. „პირველ რიგში ქალთა გუნდს რიტა გუარინოს ვულოცავ ჩემპიონობას, ყველანი ბედნიერები ვართ. ხვალინდელი მატჩი ტაქტიკური არ იქნება და გახსნილი თამაში გამოვა, ძალიან ლამაზი. საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში მთელი …

სრულად წაკითხვა »

პიოლი: “ტურინში მოსაგებად მივდივართ”

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩის პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ისინი ტურინში მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად მიდიან. „ვინც მოიგებს, დიდი შანსი ექნება ჩემპიონთა ლიგის გასვლის, მაგრამ ყველაფერი ხვალ საღამოს არ დასრულდება. კიდევ არის დარჩენილი ბევრი თამაში. ჩვენ გვაქვს უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ მატჩივ და ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია. …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “მილანთან” მატჩისთვის მშვიდად ვემზადებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ „მილანთან“ მატჩისთვის Sky Sport-თან ისაუბრა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში მშვიდი ვითარებაა და „მილანთან“ მატჩისთვის ემზადებიან. „ვიცოდი, რომ აქ მოსვლა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ასე უნდა იყოს. მე შევიცვალე პოზიცია და თამაშის მეთოდი, მაგრამ კონცეფციები თითქმის იგივეა: თანაგუნდელებთან დიალოგი, თავდამსხმელებთან ახლოს თამაში და ყოველთვის თამაშში …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “უდინეზე” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს დუბლით „უდინეზე“ 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც თითქმს ყველა შეხვედრის გმირ რონალდუს უკავშირდება. 27 – მხოლოდ ლევანდოვსკიმ გაიტანა ტოპჩემპიონატებში უფრო მეტი გოლი (36), ვიდრე რონალდუმ (27). კრიშტიანუს 16 გოლი სტუმრად აქვს გატანილი და გასვლაზე მას საუკეთესო …

სრულად წაკითხვა »