მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 48)

სერია A

“იუვეს” განაცხადი “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-13 ტურში რომის „ლაციოს“ ესტუმრება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ლოკატელი, ბენტანკური, კულუშევსკი თავდამსხმელები: მორატა, კინი, კაიო ჟორჟე შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 ნოემბერს, თბილისის …

სრულად წაკითხვა »

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს უთქვამს, რომ „იუვეს“ ფეხბურთელების გაწვრთნა შეუძლებელია და ეს ფრაზა ჟურნალისტებმა მოუგონეს. „ნახევარდაცვაში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, ისევე, როგორც „იუვეს“. ისინი ახალი ციკლის გახსნას ცდილობენ, ჩვენ კი ჯერ შუა გზაზე ვართ, მაგრამ კმაყოფილი ვარ განვლილი გზით. „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრასა და კონკრეტული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. „სტატისტიკა აჩვენებს, რომ „იუვენტუსი“ და „ლაციო“ არიან გუნდები, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში იტალიაში ტიტულები მოიგეს, გარდა, „ნაპოლისა“ და „მილანისა“, რომლებმაც ასევე მოიგეს თასები ბოლო დეკადაში. ეს კარგი გამოწვევაა, ორი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: უნდა გვახსოვდეს ის ქულები, რომლებიც დავკარგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ ქულები, რომელიც მათ მიმდინარე სეზონში დაკარგეს და ამის გამო ყოველთვის უნდა ბრაზობდნენ. „უპირველეს ყოვლისა ბედნიერი ვარ რუგანის გამო, რომელსაც მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია, ლუკა პელეგრინით, რომელიც კარგად …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “ყველა თამაშში ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ, რომელმაც „ფიორენტინასთან“ (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა ზრდის პროცესი უნდა გააგრძელოს. „ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ აქ თამაშს იმსახურებენ. ვაჩვენეთ, რომ „იუვე“ ვართ. უნდა გავაგრძელოთ ზრდა და ყველა …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “იტალიაში ტაქტიკურად და ფიზიკურად მოვუმატე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა განაცხადა, დუშან ვლაჰოვიჩი თამაშიდან გუნდმა ერთობლივად გამოთიშეს და ეს მხოლოდ მისი დამსახურება არაა. „გამარჯვებისთვის ვლაჰოვიჩის თამაშიდან გამოთიშვა იყო საჭირო და ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ. ამით, კმაყოფილი ვარ. ტიფოზები? მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ისინი დამატებით სტიმულს წარმოადგენენ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ მძიმე ბრძოლაში ხუან კუადრადოს ერთადერთი გოლით დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. პერინი 6.5 – შჩესნიმ ვერ ითამაშა და ის მზად აღმოჩნდა. დანილო 5.5 – პირველი ტაიმის ბოლოს ძალიან რისკავდა. რუგანი 6.5 – კიელინი გახურებისას დაშავდა, მან შეცვალა …

სრულად წაკითხვა »

კუადრადოს გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ისევ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და სახიფათო მომენტებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ქმნიდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ორი ყვითელი ბარათის გამო „ფიორენტინას“ ნიკოლა მილენკოვიჩი გაუძევეს, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე. ამის შემდეგ ფედერიკო კიეზა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ზენიტთან” მოგებით ფენომენები არ გავხდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, უნდა იმუშაონ და ჩუმად იყვნენ. ალეგრის განცხადებით, „ზენიტთან“ მოგებით თავი ფენომენები არ უნდა ეგონონ. „თითქმის ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, გარდა კინისა და დე შილიოს. ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და რომელსაც ჩვენზე სამი ქულით მეტი აქვს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ფიორენტინასთან” მატჩისთვის ემზადება, რემზი გუნდს დაუბრუნდა

ტურინის “იუვენტუსმა” ერთდღიანი პაუზისა და დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფლორენციის “ფიორენტინასთან” ძალიან მნიშვნელოვანი თამაშისთვის მზადება დაიწყო. გუნდს დაუბრუნდა აარონ რემზი, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო მატჩები გაუცდა. თუმცა, უელსელი ალეგრისთვის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება და მითუმეტეს ახლა, როცა ის ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” სერია A-ს …

სრულად წაკითხვა »