მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 47)

სერია A

ალეგრი: “შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და სეზონის ბოლომდე ის არ შეიცვლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, იანვრის სატრანსფერო პერიოდში კი ახალი ფეხბურთელების დამატება პრაქტიკულად გამორიცხა. „კარგად ვითამაშეთ, როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში. ბოლო მატჩთან შედარებით მოედანზე სწორი მიდგომით გავედით, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა არ გვქონდა. თუმცა, ვიტყოდი, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ბოლონია” მორატას და კუადრადოს გოლებით დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „რენატო დალ არაზე“ დიდი დანაკლისით ჩავიდა ტრავმირებული ფეხბურთელების კუთხით, მაგრამ ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს და ამიტომაც, 3 ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „იუვემ“ მისია წინა ტურისგან განსხვავებით ამჯერად კარგად შეასრულა. მატჩის მე-6 წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის …

სრულად წაკითხვა »

მიხაილოვიჩი: “იუვენტუსი” ჩვენი პირდაპირი კონკურენტია”

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „იუვენტუსს“ პირდაპირი კონკურენტი უწოდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სატურნირო ცხრილში მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, სერბმა ტურინული გრანდის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა. „იუვენტუსი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. მოედანზე იმის ცოდნით უნდა გავიდეთ, რომ თუ 100%-ით არ დავიხარჯებით, ვერ მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭებს ესმით. …

სრულად წაკითხვა »

დიბალას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პაულო დიბალას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა. არგენტინელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება დღითიდღე მოხდება და ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში „ვენეციასთან“ მატჩში მიიღო და მოედანი ნაადრევად, მე-12 წუთზე დატოვა.

სრულად წაკითხვა »

დანილომ შესაძლოა ერთი თვე ვერ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსისთვის“ „ლაციოსთან“ მატჩი (2:0) მხოლოდ დადებითი კუთხით არ გამორჩეულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს დანილო დაუშავდა და მოედანი შეხვედრის დასაწყისშივე დატოვა. ჯერჯერობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, მინიმუმ ერთი თვე გაუცდეს. სრული სურათი კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დანილო მიმდინარე სეზონში ალეგრისთვის პრაქტიკულად …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “გუნდის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. „დღეს მთელი გუნდის დამოკიდებულება უაღრესად დადებითი იყო და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. რთული მატჩი მოვიგეთ ძლიერ მეტოქესთან და ეს გამარჯვება ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკურად თავს კარგად …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფეხბურთი სტრატეგიაცაა, კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა შეცდომების მიუხედავად კარგად ითამაშა და კმაყოფილი დარჩა. „გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამ კომპონენტში გასაუმჯობესებელი გვაქვს. ბოლო წუთებში ბურთს არასწორად ვაკონტროლებდით. კულუშევსკის შეეძლო კუთხურის ალამთან მისვლა და ამ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ეს არის სულისკვეთება, რომლითაც “იუვემ” უნდა ითამაშოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა მცველმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. როგორც ბონუჩიმ აღნიშნა, ეს არის სულისკვეთება, რომლითაც „იუვენტუსმა“ უნდა ითამაშოს. „ეს ფუნდამენტური გამარჯვებაა. სანაკრებო პაუზის შემდეგ სტარტი ყოველთვის რთულია, მაგრამ ვიცით, რომ თამაშისადმი ასეთი მიდგომით, ამ თავგანწირვის სულისკვეთებით, თამაშების ბედი …

სრულად წაკითხვა »

“ლაციო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში რომში, „ლაციო“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – ყოველთვის, როცა ის საჭირო იყო, კარგად ითამაშა. დანილო შ.გ – მატჩის დასაწყისშივე დაშავდა. კულუშევსკი 5.5 – რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა მისი არაზუსტი მოქმედების გამო ჩაიშალა. მეორე ტაიმში უკეთესი იყო და …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩის დუბლით გამარჯვება “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის მერე სეზონი კარგად განაახლა და რომში, კონკურენტ „ლაციოს“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:0 მოუგო. „იუვემ“ დამსახურებულად მოიგო, რადგან საგოლე მომენტები მხოლოდ მან შექმნა, აი „ლაციოს“ კი შეტევაში პრაქტიკულად არაფერი ჰქონია. ბონუჩიმ კი გოლები პენალტებით გაიტანა. 23-ე წუთზე ალვარო მორატამ მოიპოვა პენალტი და ბონუჩის შეცდომა არ დაუშვია, ხოლო …

სრულად წაკითხვა »