მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: უნდა გვახსოვდეს ის ქულები, რომლებიც დავკარგეთ”

ალეგრი: უნდა გვახსოვდეს ის ქულები, რომლებიც დავკარგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ ქულები, რომელიც მათ მიმდინარე სეზონში დაკარგეს და ამის გამო ყოველთვის უნდა ბრაზობდნენ.

„უპირველეს ყოვლისა ბედნიერი ვარ რუგანის გამო, რომელსაც მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია, ლუკა პელეგრინით, რომელიც კარგად ჩაერთო და ასევე მთელი გუნდით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მენტალურად კარგად ვმართეთ თამაში, კმაყოფილები ვართ გამარჯვებით, მაგრამ გაბრაზებულები ვართ „სასუოლოსთან“ და „ემპოლისთან“ შინ, უდინესა და ვერონაში დაკარგული ქულებით, რადგან ჩვენთვის ეს მძიმე ქულებია. ახლა კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ ასევე გაბრაზებლები და არ დავივიწყოთ ის, რა ქულები დავკარგეთ.

არა, ფორვარდი არ გვაკლია. სხვათა შორის, მორატამ კარგად ითამაშა, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შექმნა. მეორე ტაიმში უფრო მეტჯერ დავარტყით, მაგრამ პირველ ტაიმში იყო 3-4 მომენტი, როცა ბოლო პასი დაგვაკლდა და უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. კმაყოფილი ვარ თამაშით, მოგება მორალურად გვაძლიერებს, მაგრამ ამან არ უნდა შეამციროს კონცენტრაციის დონე, პირიქით, უნდა გავზარდოთ, რადგან თამაშების მოგება ადვილი არ არის.

მორატამ ორი ხელსაყრელი სიტუაცია შექმნა, გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. მხოლოდ დანილოს ჩაწოდების დროს შეეძლო უკეთ თამაში და პირველ ძელთან უნდა გასულიყო. კუადრადო? მეტოქე 10 კაცით დარჩა და სივრცეები გაჩნდა, რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოვიყენეთ. მაკკენი? ის იმიტომ თამაშობს, რომ სხვებზე უკეთეს ფორმაშია. ბენტანკური იბრუნებს ფორმას, რომელიც ადრე ჰქონდა, მაგრამ ორივეს უჭირს მარცხნივ თამაში, ამიტომაც, მხოლოდ მაკკენი თამაშობს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 18 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს რომში, „ლაციოს“ წინააღმდეგ ორი კვირის შემდეგ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …