მთავარი / სიახლეები (გვერდი 154)

სიახლეები

“იუვე” მზადაა მორატა “ბარსელონაში” გაუშვას

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ალვარო მორატა გუნდიდან გაუშვას. იმ შემთხვევაში თუ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ტურინელები ესპანელის „ბარსელონაში“ ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ. მორატა „იუვეში“ იჯარით თამაშობს, კლუბი მის გამოსყიდვას ზაფხულში არ აპირებს, ამიტომაც, ვლაჰოვიჩს თუ დაიმატებს, მას საიჯარო კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გაუშვებს. „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი მორატას ტრანსფერით …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” ფანები ვლაჰოვიჩს ემუქრებიან

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფანები დუშან ვლაჰოვიჩს ემუქრებიან. ქალაქში უკვე გამოჩნდა მუქარის შემცველი ბანერები, რაც ცხადია, სერბის „იუვენტუსში“ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდება. „პატივისცემა მხოლოდ გოლებით არ მოიპოვება, განავალო“, – წერია ერთ-ერთ ბანერზე. შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებულია და „იუვე“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება. ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს …

სრულად წაკითხვა »

დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა. „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 60 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდის, ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით გაუფორმებს. მოსალოდნელია, რომ სერბი ხუთშაბათს ან პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბს შეუერთდება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი “იუვეს” პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალოან ახლოსაა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და მხოლოდ „იუვეში“ გადასვლა სურს, თანაც, ახლავე, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში. ფეხბურთელით ლონდონის „არსენალიც“ არის დაინტერესებული, მაგრამ სერბს ინგლისურ კლუბში გადასვლა არ სურს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ …

სრულად წაკითხვა »

“მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „მილანთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – ყოველთვის დამაჯერებელი, ყოველთვის სწორ ადგილას. მან ფორმა „მილანთან“ პირველი წრის მატჩით აღიდგინა და კარგ მდგომარეობაში რომ არის, „სან სიროზეც“ დაამტკიცა. დე შილიო 6.5 – თავიდან ლეაოსთან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და თავდაჯერებული …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ფედერიკო კიეზას მარცხენა მუხლის ჯვაერდინი მყესების ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაცია ავსტრიის ქალაქი ინსბრუკის კლინიკაში პროფესორმა კრისტიან ფინკმა ჩაატარა, „იუვენტუსის“ სამედიცინო შტაბის თანდასწრებით. როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო დაახლოებით 7 თვე იქნება. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „რომასთან“ მატჩში დაშავდა და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ბავშვური ენთუზიაზმით ვთამაშობ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგი იყო. „ჭიქა ნახევრად სავსეა, გამარჯვება მერჩივნა, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდი ცდილობდა მოგებას, ამიტომ ფრე სამართლიანი შედეგია. სეზონის დასაწყისის მერე ვიზრდებით, „მილანი“ შესანიშნავი გუნდია და შინ ბოლო წაგების …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რომელიც ახლა მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დაცვაში კარგად ითამაშეს, მაგრამ შეტევაში „იუვეს“ უფრო კარგად თამაში მართებს. „დაუმარცხებელი მივდივართ „სან სიროდან“ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მაღალი დონისაა. რა თქმა უნდა, მოგება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ შეტევაში რაღაც გვაკლდა. უნდა გადავხედოთ თამაშის დადებით მხარეებს, მოპოვებული …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ გოლს ხშირად აღარ ვუშვებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრომ „მილანთან“ მატჩის შემდეგ (0:0) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შედეგით კმაყოფილია და მისი გუნდი ბრძოლაში დარჩა. „კარგი მატჩი იყო. ძალიან ბევრი თამაში გვქონდა მოკლე პერიოდში, მათ შორის პირდაპირ კონკურენტებთან. ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო ბრძოლაში დასარჩენად, რადგან წაგების შემთხვევაში „მილანს“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით. მეტოქის …

სრულად წაკითხვა »

ლოგიკური ნულები “სან სიროზე”

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „იუვენტუსი“ „მილანს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და სრულიად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. „იუვეს“ კარში არ დაურტყამს, თუმცა, დიდად არც მასპინძლები გამოირჩეოდნენ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდების ორივე მატჩი სეზონში …

სრულად წაკითხვა »