მთავარი / სიახლეები (გვერდი 156)

სიახლეები

კუადრადო: “კონტრაქტი მეწურება, მაგრამ მშვიდად ვარ, ვნახოთ რა მოხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „სამპდორიასთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ასევე ისაუბრა კონტრაქტის შესახებ, რომელიც მას მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდამსხმელებმა გოლები გაიტანონ, ეს თავდაჯერებულობას გვაძლევს. სწორ გზაზე ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემი კონტრაქტი იწურება? მეც და სხვა ფეხბურთელებიც (დიბალა, ბერნარდესკი, დე შილიო …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “დაბრუნებით ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო გამოჯანმრთელდა და ზუსტად 2-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სამპდორიასთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ამ ორ თვეში ბევრი ვიმუშავე, მაგრამ შეგრძნებები კარგია. სწორ გზაზე ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ, ბევრი ხარისხიანი მოთამაშე და ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ახლა დავისვენებთ და მერე ვიფიქრებთ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მერვედფინალში „სამპდორია“ 4:1 ხუან კუადრადოს, დანიელე რუგანის, პაულო დიბალასა და ალვარო მორატას გოლებით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – გოლის დროს გაკვირვებული იყო, მაგრამ არა დამნაშავე. დე შილიო 6.5 – სოლიდური თამაში, მიმდინარე სეზონში საუკეთესოებში. დანილო 6.5 – დაბრუნდა და …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მერვედფინალში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 4:1 დაამარცხა. ტურინული გრანდი მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. „ბიანკონერიმ“ 27-ჯერ დაარტყა კარისკენ, 15-ჯერ კარში, 14 კუთხური ჩააწოდა, ხოლო მეტოქეს კუთხური არ ჩაუწოდებია და კარში ერთხელ დაარტყა – ისიც შედეგიანად. „იუვე“ 25-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

არივაბენემ დიბალას კონტრაქტზე და მარსიალის ტრანსფერზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალას შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თებერვალში მიუსხდებიან მაგიდას და მოლაპარაკებებს გამართავენ, იქამდე ამ საკითხზე გარკვეული არაფერი არ არის. „დიბალას გოლის აღნიშვნა? მეც გოლს ვზეიმობდი და არ მინახავას, მერე მითხრეს. ეს შესანიშნავი შეტევა იყო, არტურის და კინის პასებით და დიბალას …

სრულად წაკითხვა »

მარსიალი თანახმაა “იუვეში” გადავიდეს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ანტონი მარსიალს „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის დატოვებას ცდილობს, „იუვე“ კი შეტევის გაძლიერებას. იტალიური მედიის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და ახლაც გრძელდება. მომდევნო კვირაში კი კლუბებს შორის კონტაქტია დაგეგმილი. „იუვენტუსი“ მზადაა ფეხბურთელის ხელფასი გადაიხადოს, მაგრამ იჯარის ფასის შემცირებას ცდილობს. მარსიალის …

სრულად წაკითხვა »

მარსიალის დამატებისთვის საჭიროა, რომ ხელფასის დიდი ნაწილი “მანჩესტერმა” გადაიხადოს

ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ანტონი მარსიალს უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერის ალბათობა, საკმაოდ დაბალია. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის გეგმებში არ შედის და მასაც გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პრობლემა მაღალი ხელფასია. მარსიალი “იუვემ” იჯარით რომ დაიმატოს, ამისთვის საჭირო იქნება “მანჩესტერმა” მისი ხელფასის დიდი ნაწილი გადაიხადოს, რაც ცხადია, სავარაუდოდ, ინგლისელთა გეგმებში არ შედის. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კოლეგების მხრიდან დაფასება ყველაზე მთავარია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი ფიფას 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამ აღიარების შემდეგ „იუვეს“ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა. „რას ნიშნავს ეს აღიარება ჩემთვის? კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ჩემი კოლეგები მაღიარებენ და მაფასებენ, რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში. ისინი აღიარებენ იმის მნიშვნელობას, რასაც მოედანზე ვაკეთებ, ეს ყოველთვის, რაღაც …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო. იტალიელს მუხლზე ქირურგიული ჩარევა ოთხშაბათს ინსბრუკში უნდა ჩატარებოდა, მაგრამ რამდენიმე დღით გადადეს. ფეხბურთელი გაციებულია და მიზეზი ეს გახდა. მას ტესტირება ჩაუტარდა, მაგრამ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ასე რომ, რამდენიმე დღეში ოპერაცია გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო და მოედანზე მიმდინარე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “იტალიის თასი ჩვენი მიზანია და მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიის თასის მერვედფინალში გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თასი მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ „სამპდორიასთან“ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და ყურადღებით ითამაშონ. „იტალიის თასი მნიშნელოვანია, რადგან ეს ჩვენთვის მიზანია, თავიდან არავის აინტერესებს, მაგრამ მერე, როცა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ხარ, ყველას აინტერესებს. ჩვენთვის ხვალიდან უნდა …

სრულად წაკითხვა »