მთავარი / სიახლეები (გვერდი 121)

სიახლეები

ნედვედი: “ჯერ სეზონზე ვფიქრობთ, კონტრაქტებზე შემდეგ ვიმუშავებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ გუნდი ახლა მხოლოდ სეზონის ფინალურ ნაწილზე ფიქრობს და მხოლოდ ამის შემდეგ იმუშავებენ ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებაზე. „კონტრაქტებსა და მომავალზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა ჩვენს მინიმალურ მიზანზე, მეოთხე ადგილზე უნდა ვიფიქროთ და კონცენტრირებული ვიყოთ. გარდა ამისა, იტალიის თასიც წინ გველოდება და გვაქვს მინიმალური მიზნები, …

სრულად წაკითხვა »

პელეგრინი: “მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ახლა ის უფრო მოწიფულია და ეს ბუნებრივია, რადგან „იუვენტუსში“ ყოველდღე მუშაობა ზრდაში ეხმარება. „შედეგის მიღწევა მოვახერხეთ, არ მადარდებს, რომ ჩემი გოლი არ ჩათვალეს, არა უშავს. წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, მოხარული ვარ, გუნდს ვეხმარები. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც მან გოლიც გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რთული მატჩი იყო და პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ დიდი როლი ითამაშა. „დღეს ცოტა გაგვიჭირდა, ძალიან მძიმე მატჩი იყო რთულ მოედანზე მით უმეტეს, რომ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ლამაზი გოლით ვუპასუხეთ. მეორე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მირჩევნია ცუდი თამაშით მოვიგო, ვიდრე კარგი თამაშით წავაგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა და გუნდმა სწორი რეაგირება მოახდინა „ინტერთან“ მარცხზე. „მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის, მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა მნიშვნელობა და სწორი რეაგირება მოვახდინეთ. „ინტერთან“ მარცხი ფსიქოლოგიურად რთული იყო და დავინახეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “კალიარი” ვლაჰოვიჩის გოლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში სტუმრად „კალიარი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო და მეათე წუთზე ჟოაო პედრომ სარდინიელები დააწინაურა. თუმცა, ეს იყო ერთადერთი დარტყმა ტურინელთა კარში, მატჩის დანარჩენი ნაწილი კი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. „იუვემ“ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა, თუმცა ორი …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიომ დაასახელა 6 ფეხბურთელი, რომელთა ირგვლივ ახალი იტალიის ნაკრები უნდა აშენდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მარცხი უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე 2018 წლის მუნდიალს მიღმა დარჩენა. კლაუდიომ დაასახელა 6 ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, იტალიის ნაკრების მომავალთან ასოცირდება. „ძალიან დიდი სინანული არსებობს, რადგან ზაფხულში ევროპის ჩემპიონები გავხდით. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი უფრო მტკივნეულია, ვიდრე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილზე დამსახურებულად ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული და ცუდი თამაში იქნება. ალეგრის თქმით, ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში იყოს. „ხვალ რთული თამაშია, კალიარიში თამაში ყოველთვის რთულია და მათ ბოლო მატჩი „უდინეზესთან“ დიდი ანგარიშით წააგეს. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ჩემი აზრით ხარისხობრივად ცუდი …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “რასპადორის ტრანსფერზე “იუვეს” ხელგაშლილი ველოდებით”

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ ჯაკომო რასპადორი „იუვენტუსისთვის“ იდეალური ფეხბურთელია. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ რასპადორის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ შემდეგ მოიზე კინი დაიმატეს. „იუვემ“ რასპადორის ტრანსფერზე 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მოგვამართა, მაგრამ საკმარისი დრო არ იყო გარიგების დასაწყებად და ამიტომ მათ კინი შეიძინეს. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

რიბერი: “ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის მენტალიტეტით ჰგავს”

„სალერნიტანას“ ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. ფრანგი ორივე მათგანის თანაგუნდელი „ფიორენტინაში“ იყო და მათ კარგად იცნობს. რიბერიმ ვლაჰოვიჩი რობერტ ლევანდოვსკის შეადარა, რომლის თანაგუნდელი თავის მხრივ „ბაიერნში“ იყო. „რა თქმა უნდა, ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის ჰგავს. სიძლიერით და მენტალიტეტით. როგორც ყველა ჩემპიონი, ისიც შრომისმოყვარეა და არასდროს ნებდება. …

სრულად წაკითხვა »

ტევესი “იუვეზე”, კლუბის და ფანების სიყვარულზე, კონტეს რჩევაზე და სხვა..

კარლოს ტევესი ტურინში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და რამდენიმე დღე „იუვენტუსში“ გაატარა. არგენტინელი ფეხბურთელი ფანების სიყვარულით და პოპულარობით დღემდე გამორჩეულია და მან კლუბის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა. ტევესმა „იუვეს“ შესახებ ბევრი რამ გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს კლუბი დღემდე მის გულში რჩება. „იუვეს“ ერთი სიტყვით „ბარიოს“ შევადარებ. როდესაც „იუვეში“ მოვედი, …

სრულად წაკითხვა »