მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 159)

Sofo Erkvania

ალეგრი: “კიეზას დანაკლისის შესავსებად ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფედერიკო კიეზა დიდი დანაკლისია და მის არყოფნაში ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ. „შემადგენლობასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენა ჯერ კიდევ არ მაქვს. ბონუჩი გამოჯანმრთელდა, ის ხელმისაწვდომი იქნება. დანილო ცოტა უკანაა და იმედია …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ინტერი” დაუმარცხებელი არაა, გვინდა კიეზას გამარჯვება მივუძღვნათ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, „ინტერი“ დაუმარცხებელი გუნდი არ არის და იმედოვნა, რომ ფედერიკო კიეზას გამარჯვებას მიუძღვნიან. „ჩვენს გზაზე ბალანსი უნდა გვქონდეს, კვირას მოპოვებული გამარჯვება ადრენალინს გვაძლევს, მაგრამ საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ მენტალურად ამ სეზონში არ …

სრულად წაკითხვა »

იტალიელი პროფესორი: “კიეზა ძველ ფორმაში დაბრუნდება, მაგრამ ამას 6-8 თვე დასჭირდება”

ტურინის ჰოსპიტალის პროფესორმა ფაბრიციო ტენკონემ ფედერიკო კიეზას ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იტალიელ ფეხბურთელს სრულად გამოსაჯანმრთელებლად 6-8 თვე დასჭირდება, მაგრამ თუ რეაბლიტაციის პერიოდი კარგად წარიმართება, იმავე ფორმაში და დონეზე დაბრუნდება, რომელშიც ტრავმის მიღებამდე იყო. – პროფესორო, რა იქნება ახლა? – კიეზას ოპერაციას გაუკეთებენ ჯვარედინი მყესების რეკონსტრუქციისთვის, როგორც იცით, ეს არის …

სრულად წაკითხვა »

შეაფერხებს თუ არა მძიმე ტრავმა კიეზას გამოსყიდვის პროცესს?

ფედერიკო კიეზამ ტრავმა მიიღო, რამაც გააჩინა ეჭვები გამოისყიდის თუ არა „იუვენტუსი“ მას ზაფხულში „ფიორენტინადან“. საქმე ისაა, რომ ფედერიკო ტურინულ გრანდს 2020 წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა (რაც 10 მილიონი ევროდ დაჯდა), რომლის ვადა 30 ივნისს იწურება, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით (50 მილიონი ევროა გამოსყიდვის ფასი), სხვადასხვა პუნქტის მიხედვით. კერძოდ, 2021-2022 წლების სეზონში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ლიონის” ბრაზილიელი ნახევარმცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველით, ბრუნო გიმარაეშით დაინტერესდა. იტალიელებს 24 წლის ბრაზილიელის გადაბირება იანვარში იჯარით სურთ. თუმცა, პრობლემა „ლიონის“ მაღალი მოთხოვნებია – იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით, რომლის საფასური 45 მილიონი ევრო იქნება. ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ „იუვეს“ ძალიან მოსწონს სამხრეთამერიკელი საყრდენი. ბრუნო გიმარაეში „ლიონში“ 2020 წლის ზამთარში „ატლეტიკო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კიეზა შესაძლოა აზმუნით შეცვალოს

ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო კიეზა სეზონის ბოლომდე გამოაკლდა და მასიმილიანო ალეგრის მისი შეცვლა სურს. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას არ მოთხოვა ფლანგის მოთამაშე, არამედ თავდამსხმელი. Sky Sport-ის ცნობით, ტურინელები სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ფორვარდით, სერდარ აზმუნით დაინტერესდნენ. ირანელ ფეხბურთელს რუსულ გუნდთან ზაფხულში კონტრაქტი ეწურება, ამიტომაც, ახლა მისი ფასი ძალიან დაბალია. მაგრამ, „იუვეს“ გარდა, …

სრულად წაკითხვა »

აარონ რემზის კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ აარონ რემზის კორონავირუსი აქვს. უელსელი ფერხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. რემზი ტრანსფერზეა დაყენებული და მისი მომავალი „იუვეს“ პრაქტიკულად არ უკავშირდება. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, 3 სერია A-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს „იუვეს“ მაისური 20 ოქტომბერს, „ზენიტის“ წინააღმდეგ მოირგო (1:0), ხოლო სერია A-ში მოედანზე 26 სექტემბრის მერე …

სრულად წაკითხვა »

ანიელის კორონავირუსი აქვს, “იუვე” სუპერთასის მატჩს ბევრი დანაკლისით ხვდება

ტურინის „იუვენტუსი“ „რომასთან“ დრამატული გამარჯვებისა და ფედერიკო კიეზას უმძიმესი ტრავმის შემდეგ იტალიის სუპერთასის მატჩისთვის ემზადება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 12 იანვარს, მილანში, „ინტერს“ სატიტულე შეხვედრაში ესტუმრება, მაგრამ ძალიან შესუსტებული შემადგენლობით. ფედერიკო კიეზას გარდა, „ინტერთან“ მატიას დე ლიხტი და ხუან კუადრადო ვერ ითამაშებენ, რომლებსაც დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევთ და ისინი „უდინეზესთან“ დაბრუნდებიან. ლეონარდო …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “მოედანზე მალე შევხვდებით”

ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გულშემატკივრების მადლობელია და მოედანზე მალე დაბრუნებას ეცდება. „გულწრფელი მადლობა ყველას მხარდამჭერი მესიჯებისთვის. მალე შევხვდებით მოედანზე“, – წერს ინსტაგრამში კიეზა. შეგახსენებთ, რომ კიეზამ 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

“ინტერი” და “მილანი” კიეზას ტრავმას გამოეხმაურნენ

ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონი დაასრულა და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელის ტრავმას მილანის „ინტერი“ გამოეხმაურა და ფეხბურთელს მალე დაბრუნება უსურვა. „გამოჯანმრთელებას გისურვებთ ფედერიკო კიეზა. მოუთმენლად ველოდებით შენთან შეხვედრას მოედანზე სხვა დიდ მატჩებში“, – წერს „ინტერის“ ვებგვერდი სოციალურ ქსელში. “მალე დაბრუნებას გისურვებთ ფედერიკო, მოედანზე გელოდებით”, …

სრულად წაკითხვა »