მთავარი / თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი (გვერდი 4)

თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი

ბარძალი: “კიელინის შეცვლა ძალიან რთული იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ჯორჯო კიელინის წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეცვლა ძალიან ძნელი იქნება. „არ ვიცი სად აპირებს წასვლას. მას აქვს დრო მოსაფიქრებლად და ვიცი, რომ კარიერის შემდეგ ფეხბურთში დარჩენა სურს. ასეთი ადამიანის დაკარგვა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. ამ დისკურსში თუ შევალთ, ამ მომენტში „იუვეს“ გარკვეული ტიპის …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი კიელინის ემოციური წერილით დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი კლუბს ემშვიდობება, ფედერიკო ბერნარდესკი კი მას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა.  „მაქვს პატივი გიცნობდე, როგორც პიროვნებას, გარდა სპორტსმენისა. მქონდა სიამოვნება, შენთან ერთად გამეზიარებინა ცხოვრებისა და ვნების მომენტები, იმედგაცრუების, სიხარულის, სიბრაზის, სიყვარულის. ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყავი, ჩემს გვერდით იყავი არა მარტო ბედნიერ, არამედ რთულ მომენტებშიც. შენ …

სრულად წაკითხვა »

ორი ეპოქის დასასრულის დღე: კიელინის და დიბალას ბოლო მატჩი ტურინში

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს და სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. „იუვესთვის“ მატჩს რეალური სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ეს მატჩი ფანებისთვის მაინც მძიმე იქნება, რადგან დღეს ბოლო საშინაო თამაშს ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა ჩაატარებენ. ამრიგად, „იუვენტუსის“ ტიფოზები კიელინის და დიბალას უნდა დაემშვიდობნონ, რაც „ალიანც …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო კიელინის: “შენ აჩვენე ყველას, როგორ უნდა დაიცვა “იუვეს” ღირსება”

ჯორჯო კიელინის „იუვენტუსიდან“ წასვლას ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ალექსმა ჯორჯოს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მაგალითია ყველასთვის, ვინც „იუვეში“ თამაშზე ოცნებობს. „შენ აჩვენე, როგორ უნდა ატარო „იუვენტუსის“ მაისური ყოველჯერზე, როცა მოედანზე გადიხარ, ეს 17 წლის განმავლობაში გააკეთე. როცა გუნდში მოხვედი პატარა ბიჭი იყავი, თავმდაბლობით და …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “დიბალას მაღალი მოთხოვნები ჰქონდა, რაც ჩვენთვის მისაღები არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დუშან ვლაჰოვიჩის, პაულო დიბალასა და ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩეხმა აღნიშნა, დიბალას მაღალი მოთხოვნები ჰქონდა, რის გამოც კლუბმა მასთან განშორება გადაწყვიტა. „ვლაჰოვიჩმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ბევრი გოლი გაიტანა და ყველა ენთუზიაზმით ავივსეთ. შესაძლოა, ცოტა ფიზიკურად დაიღალა, მაგრამ ის გუნდის განკარგულებაშია და სწორად ვარჯიშობს. …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ორშაბათს, “იუვეს” სტადიონზე ბოლოჯერ ვითამაშებ და ფანებს დავემშვიდობები”

რასაც იტალიური მედია ვარაუდობდა, ოფიციალურად დადასტურდა – ჯორჯო კიელინი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. 37 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც მან თქვა, მიდის და ორშაბათს, რომის „ლაციოსთან“ ტურინში ბოლოჯერ ითამაშებს და ფანებს დაემშვიდობება. „ორშაბათს ჩემს სტადიონს დავემშვიდობები, შემდეგ თუ კარგად ვიქნები, ფლორენციაშიც ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “ვლაჰოვიჩი ზლატანს ჰგავს, ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ვაპირებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ იტალიურ მედიასთან იტალიის თასის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. მან არა მარტო „ინტერთან“ მატჩზე, არამედ დუშან ვლაჰოვიჩზე, ჯორჯო კიელინისა და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. „ფინალია და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ჩვენი პირველი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. სეზონზე ჩემი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “რთული მეტოქე გვყავს, “ინტერს” შეუძლია ყველა შეცდომა გამოიყენოს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, შესანიშნავი თამაში იქნება და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება. „მჯერა, რომ მიმდინარე სეზონში მოვუმატეთ. რთული დასაწყისის შემდეგ გუნდმა დაიწყო საკუთარი იდენტობის დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურით ადრე გასვლა გვიჩვენებს, თუ რამდენად გავიზარდეთ. გავლილი გზა ნათელი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “სერია A-ს რეფორმა სჭირდება, პლეი-ოფის სისტემა უნდა დავნერგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ სერია A-ს რეფორმა სჭირდება და კარგი იქნება, თუ პლეი-ოფის სისტემას შემოიღებენ, რაც უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. „სანამ ფეხბურთელი ხარ, მხოლოდ თამაშზე ხარ ორიენტირებული და დღემდე ჩემს გონებაში 100%-ით ფეხბურთელი ვიყავი. როცა ამ საქმეს აკეთებ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი. რა …

სრულად წაკითხვა »

მოჯიმ “იუვენტუსს” რჩევა მისცა: “ეს ფეხბურთელი კიელინის იდეალურად შეცვლის”

ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსს“ „ტორინოს“ ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ყიდვა ურჩია. როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელი ჯორჯო კიელინის იდეალურად შეცვლის. „ბრემერი საუკეთესო ფეხბურთელია იტალიის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე, რომლის გაძლიერება „იუვენტუსს“ კიელინის წასვლის შემდეგ დასჭირდება. ჯორჯო დაცვის ძლიერი მხარე იყო და საჭირო იქნება მისი თანაბარი სიძლიერის ფეხბურთელით ჩანაცვლება და მჯერა, რომ ბრემერი სწორი …

სრულად წაკითხვა »