მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 578)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მათეუსი: “ხამესმა მითხრა, რომ რონალდუ “იუვენტუსში” ეპატიჟება”

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხამეს როდრიგესის „იუვენტუსში“ წაყვანა აქვს განზრახული. როგორც მათეუსმა თქვა, ხამესთან ამ საკითხზე ისაუბრა და კოლუმბიელმა თავად ამცნო ამის შესახებ. „ხამესი კრიშტიანუ რონალდუსთან ძალიან ახლოსაა. მასთან ვისუაბრე და მითხრა, პორტუგალიელს უნდა ტურინში წაიყვანოს. ხამესთან ყველა საკითხზე ვისაუბრე, მათ შორის, კოლუმბიაზე და ფეხბურთის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ქალთა გუნდის წევრების ტრიუმფი იტალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქალთა შორის, სადაც იტალიის ნაკრები შესანიშნავად თამაშობს და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით მერვედფინალში თამაში უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წარმატებაში „იუვენტუსის“ ფეხბურთელების დიდი წვლილია – იტალიელმა ქალებმა განვლილ ორ მატჩში 7 გოლი გაიტანეს და შვიდივე „იუვეს“ წევრების ანგარიშზეა. პირველ ტურში ავსტრალიასთან (2:1) მოგებულ მატჩში დუბლი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “მადლობა “იუვეს” ქომაგებს, დაუვიწყარი სეზონი იყო”

კრიშტიანუ რონალდუმ 2018-2019 წლების სეზონი შეაჯამა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. პორტუგალიელმა „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დიდებული სეზონი იყო. „დაუვიწყარი სეზონი! ახალი გამოცდილება, უზარმაზარი გუნდი, ბრწყინვალე ქალაქი, რეკორდები და მორიგი 3 ტიტული! მინდა მადლობა ვუთხრა „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარს, თქვენ ჩვენი გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დე ლიხტს 10 მილიონს სთავაზობს, თუმცა პსჟ უფრო მეტს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის გადაბირება ევროპულ გრანდებს სურთ და მათ შორის, „იუვენტუსსაც“, როგორც ესპანური მედია იტყობინება, ჰოლანდიელი პსჟ-სთან ახლოსაა, რადგან სწორედ ფრანგები სთავაზობენ ყველაზე მაღალ ხელფასს. როგორც გაირკვა, პსჟ დე ლიხტს ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობს, „იუვენტუსი“ 10 მილიონს, ხოლო „ბარსელონა“- 6 მილიონს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მხოლოდ 2 მილიონშია …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “იუვესთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებ”

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შვებულებას იტალიაში ატარებს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ფრანგი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. თავად რაბიოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ არ უარყოფს, რომ „იუვესთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „იტალია ძალიან მომწონს, აქ ყოფნა დიდებულია, ისვენებ და ენერგიას იღდგენ, რადგან რთულ სეზონს ველოდები. „იუვენტუსი“? დიახ, დამიკავშირდნენ, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. …

სრულად წაკითხვა »

სარი “იუვენტუსის” მწვრთნელი დღეს გახდება

ტურინის „იუვენტუსში“ მაურიციო სარის დანიშვნა დღეს გაოფიციალურდება. იტალიური მედიის ცნობით, ლონდონში მყოფმა ფაბიო პარატიჩმა შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია და „ჩელსი“ სარის გაათავისფლებს. ტურინელები მცირე კომპენსაციას გადაუხდიან ლონდონელებს, რის შემდგომაც 60 წლის სპეციალისტი იტალიაში დაბრუნდება. როგორც ცნობილია, სარი „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი პოგბას თაობაზე ლონდონში ვუდვორდს შეხვდა

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, ფაბიო პარატიჩი ლონდონში მაურიციო სარის საკითხზე იმყოფება, მაგრამ სიტუაციით ისარგებლა და პოგბას შესახებაც გამართა შეხვედრა. როგორც ცნობილი გახდა, პარატიჩი „მანჩესტერის“ ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდს შეხვდა და ფრანგის შესახებ ისაუბრეს, თუმცა დიალოგის დეტალები არ გახმაურებულა. პოგბას „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება უნდა, თუმცა „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ახალი კონტრაქტები ბენტანკურსა და რუგანის

არამხოლოდ დანიელე რუგანი, როდრიგო ბენტანკური „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ურუგვაელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ შეუთანმხდა და ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება. ბენტანკური „ბებერი სინიორაში“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. 21 წლის ურუგვაელმა გასულ სეზონში 40 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ …

სრულად წაკითხვა »

გელფი: “სარის “იუვენტუსში” გადასვლა გადაწყვეტილია”

იტალიური „ემპოლის“ აღმასრულებელი დირექტორი ფრანჩესკო გელფი დარწმუნებულია, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ გელფიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „ყველაფერი შეთანხმებულია, „ჩელსისგან“ გათავისუფლებას ელოდება და „იუვენტუსში“ დაინიშნება. ტრაორე კარიერას „იუვეში“ გააგრძელებს, ხოლო კრუნიჩი „მილანში“, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია“. – თქვა გელფიმ.

სრულად წაკითხვა »

პროსინეჩკი: “პიანიჩი “იუვენტუსში” რჩება”

ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ დააანონსა, რომ მირალემ პიანიჩი ზაფხულში გუნდს არ შეიცვლის და „იუვენტუსში“ დარჩება. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, პიანიჩთან ამ საკითხზე უკვე ისაუბრა. „ორივეს ვესაუბრე, პიანიჩი „იუვენტუსში“ რჩება, მაგრამ ჯეკო „რომას“ დატოვებს და ალბათ სხვა იტალიურ გუნდში გადავა“, – თქვა პროსინეჩკიმ.

სრულად წაკითხვა »