მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 182)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ტუხელი: “იუვე” დიდი გუნდია, ჩვენ კი ოთხი ფეხბურთელი დაგვაკლდება”

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ „იუვესთან“ რთულ თამაშს ელოდება, რადგან ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. „ნგოლო კანტეს კორონავირუსი აქვს, კარანტინშია და არ უვარჯიშია. არ ვიცი, ჩემს გუნდში რამდენი ფეხბურთელია ვაქცინირებული, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და არჩევანის უფლება გააჩნიათ. მე აცრილი ვარ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ჩელსისთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს და შეტევაში პაულო დიბალა და ალვარო მორატა დააკლდება. იტალიური მედია მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ასეთია: იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო – კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო – კიეზა (კულუშევსკი), კინი გარდა ამისა, განიხილება …

სრულად წაკითხვა »

დიბალას და მორატას სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ დღეს J Medical-ში სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარეს, რის შედეგადაც მათი დიაგნოზი ცნობილი გახდა. დიბალას მარცხენა, ხოლო მორატას მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს. არგენტინელის ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებ მძიმე გამოდგა. ფეხბურთელი დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზის შემდეგ მზად იქნება და 17 ოქტომბერს, „რომასთან“ დაგეგმილ მატჩში ითამაშებს. პარადოქსია, …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “უკვე დაბრუნებაზე ვფიქრობ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „სამპდორიასთან“ გოლი გაიტანა, მერე ტრავმა მიიღო და მოედანი ცრემლიანმა დატოვა. პაულომ ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. „ვწუხვარ, რომ მოედანი დავტოვე, მაგრამ ბედნიერი ვარ გამარჯვების გამო. ხვალ სამედიცინო გამოკვლევას ჩავიტარებ, თუმცა უკვე დაბრუნებაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე“, – დაწერა დიბალამ. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “ძალიან გამიხარდა, რომ მოედნიდან ტაშის ფონზე გავედი”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა თქვა, ის მზადაა იმ პოზიციაზე ითამაშოს, რომელსაც მწვრთნელი შეურჩევს. „შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, დასანანია, რომ გოლი გავუშვით, ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე სწორი შემართებით დავბრუნდით, რომ თამაში დაგვეხურა და არ მიგვეცა ჩვენი მეტოქისთვის დაბრუნების შესაძლებლობა. როდესაც …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეექვსე ტურში გენუის „სამპდორია“ პაულო დიბალას, ლეონარდო ბონუჩისა და მანუელ ლოკატელის გოლებით 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – ლიგაში გაშვებული გოლების სერია მასთან ერთადაც გაგრძელდა. მან გილების ეპიზოდში ვერაფერი გაახერხა, მაგრამ ალბათ, მეტის გაკეთება არც შეეძლო. კუადრადო 5.5 – „სამპდორიას“ მეორე გოლისას …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს დღე არასდროს დამავიწყდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გენუის „სამპდორიასთან“ საუკეთესო იყო. მან სადებიუტო გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:2). მანუელმა განაცხადა, რომ ეს თამაში არასდროს დაავიწყდება, რადგან „ალიანც სთედიუმზე“ გოლის გატანაზე ყოველთვის ოცნებობდა. „ყველანი პასუხისმგებელნი ვართ, ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ერთმანეთს ვეხმარებით. საჭიროა გამარჯვება და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “დიბალა და მორატა არც “ჩელსისთან” იქნებიან და არც “ტორინოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გენუის „სამპდორიასთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ალვარო მორატას და პაულო დიბალას ტრავმები სერიოზულია და მომდევნო ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. „ვთქვათ, რომ გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ გოლი ჯერ კუთხურიდან გავუშვით, მერე კი ბურთი საჯარიმოსთან დაიკარგა და მივიღეთ მეორე გოლი. …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის სადებიუტო გოლი – “იუვენტუსმა” “სამპდორიას” მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეექვსე ტურში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, როგორც წინა ტურში „სპეციასთან“, ამჯერად 3:2 მოიგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, დაცვაში თამაშის პრობლემები ყველაზე აშკარად აქვს. არადა, „იუვემ“ ძალიან კარგად დაიწყო და მეათე წუთზე პაულო დიბალას ულამაზესი გოლით დაწინაურდა. მერე დიბალამ ფედერიკო …

სრულად წაკითხვა »

დიბალას გოლი და ტრავმა “სამპდორიასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი გენუის „სამპდორიასთან“ მატჩში დაშავდა და მოედანი 21-ე წუთზე დატოვა. იტალიური მედიის ცნობით, დიბალას კუნთის პრობლემა აქვს, მას უახლოეს საათებში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ცნობილი გაზდება ტრავმის ხარისხი. თუმცა, 29 სექტემბერს, ლონდონის „ჩელსისთან“ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. პაულომ მოედანი თავისი ფეხით, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »