ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს და შეტევაში პაულო დიბალა და ალვარო მორატა დააკლდება.
იტალიური მედია მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ასეთია:
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო – კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო – კიეზა (კულუშევსკი), კინი
გარდა ამისა, განიხილება მეორე ვარიანტიც: 3-5-2 სქემა, რომელშიც დანილოს ადგილს მატიას დე ლიხტი დაიკავებს, ხუან კუადრადო და ალექს სანდრო კი ორივე ფლანგს გააკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ჩელსის” მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.