მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 179)

თეგის არქივი: იუვენტუსი

დიბალას აგენტმა იტალია დატოვა, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია

ტურინის „იუვენტუსსა“ და პაულო დიბალას შორის კონტრაქტის განახლების საკითხი წარმატებით დახურვასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ხორხე ანტუნმა იტალია დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი მისია უკვე შესრულებულია. პაულოსთან ხელშეკრულება 3 წლით, 2025 წლის 30 ივნისამდე განახლდება, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 8 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები იქნება. ახლა იურისტები …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “კიეზას შეუძლია კიდევ მოუმატოს, მთავარია სტაბილურობას მიაღწიოს”

იტალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთი ტიტულის მოგებას ეცდება. „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩამდე ორი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა. „ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი სირთულის წინაშე ესპანეთის ნაკრებმა დაგვაყენა. ეს ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით. შესანიშნავი თამაში იქნება. ისინი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდური სულისკვეთება დავიბრუნეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გამარჯვებით და გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. „ლოკატელი საჯარიმოში კარგად ჩაერთო, მას ბევრი უნარი აქვს მომატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოუმატა და რეჯისტას პოზიციაზე კარგად თამაშობს. ის ძალიან კარგია და ტექნიკას აქვს. კიეზამ კარგად ითამაშა თავდამსხმელის პოზიციაზე, …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “იუვე” წარმოუდგენელი მეგობრების გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბედნიერია, განსაკუთრებით მისი ოჯახის გამო, რომელშიც ყველა იუვენტინოა. „გოლის შემდეგ ჯორჯონემ თავი ჩამარტყა და დარწმუნებული ვარ, ხვალ სისხლჩაქცევა მექნება (იცინის). ჩვენ წარმოუდგენელი მეგობრების ჯგუფი ვართ, ძალიან კარგად მიმიღეს და ეს არის ნამდვილი ადამიანების გუნდი, ყველა …

სრულად წაკითხვა »

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „დერბი დელა მოლე“ მანუელ ლოკატელის გოლით 1:0 მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაშ, შიშის გარეშე. ალბათ, ყველაზე ცუდი ნამდვილად წარსულია. დანილო 6 – ბრეკალოს მუდმივად ყურადღებით ეთამაშებოდა. დე ლიხტი 6.5 – კიდევ ერთი ნდობის ლამაზი ნიშანი ალეგრის …

სრულად წაკითხვა »

მანუელ ლოკატელის გოლით “იუვემ” დერბიში იმარჯვა

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზაზე გასვლა კარგ ხასიათზე მოახერხა და „ჩელსის“ შემდეგ ტურინულ დერბიში „ტორინოც“ 1:0 დაამარცხა. „იუვე“ უპირატესობას ფლობდა და საწყის 5 წუთში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ მოიზე კინმა დაარტყა არაზუსტად, შემდეგ ვესტონ მაკკენიმ. ამის შემდეგ პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, საგოლე ეპიზოდების გარეშე. მეორე ნახევარში მოედანზე ხუან …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ტორინოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეშვიდე ტურში ტურინულ დერბიში სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; მაკკენი, ლოკატელი, რაბიო; ბერნარდესკი; კიეზა, კინი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.   Il nostro 𝚂𝚃𝙰𝚁𝚃𝙸𝙽𝙶 𝚇𝙸 per il Derby della Mole! 👇 𝗙𝗢𝗥𝗭𝗔, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” შესაძლოა იანვარში დონი ვან დე ბეეკი დაიმატოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილოა და ზამთარში „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლას ეცდება. ნიდერლანდელისთვის ინგლისში გასული სეზონიც წარუმატებელი და რთული გამოდგა, ხოლო მიმდინარე კიდევ უფრო ცუდად დაიწყო. პრემიერლიგაში მხოლოდ 5 წუთი, ჩემპიონთა ლიგაზე 45 და ინგლისის ასოციაციის თასზე – 90. ეს არის ვან დე ბეეკის სათამაშო …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ტორინოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ თემაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ცალკეულ ფეხბურთელებზე. „ეს დერბი გამორჩეულია იმითაც, რომ წელიწადნახევრის შემდეგ გულშემატკივრები დაესწრებიან. სატურნირო ცხრილში პოზიცია უნდა გავიუმჯობესოთ. იურიჩი შესანიშნავად მუშაობა და გუნდს გადასცა თავისი ცნებები. რთული თამაში იქნება და მოთმინება დაგვჭირდება. „ტორინო“ არის …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “კიეზამ კართან ახლოს უნდა ითამაშოს, ის თავდამსხმელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ფედერიკო კიეზაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან კართან, რაც შეიძლება ახლოს უნდა ითამაშოს, რადგან გოლების გატანა შეუძლია. გარდა ამისა, კომენტარი ჯანლუიჯი დონარუმას ჩაშლილ ტრანსფერზეც გააკეთა. “დონარუმას ტრანსფერი ისევ შესაძლებელია? ჩემთვის ყველაფერი მარტივად იყო: გარიგება სამი თვის წინ უნდა გაკეთებულიყო. დონარუმა ახლა არ არის ძირითადის …

სრულად წაკითხვა »