მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 25)

ტრანსფერები

“იუვე” ფრატეზისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ ნიჭიერი ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის სამსახურითაა დაინტერესებული. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული კლუბის ბოსებს 22 წლის ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტი ჰქონდათ, რათა შესაძლო ტრანსფერის შესახებ სიტუაცია გაერკვიათ. ფრატეზი მილანის „ინტერისა“ და „რომას“ ინტერესის სფეროშიცაა, თუმცა, ახლა საქმეში ტურინელებიც ჩაერთვნენ. ჯერ ფინანსური დეტალები უცნობია. დავიდე ფრატეზი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კუადრადოს კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და შეთანხმება თითქმის მიღწეული აქვს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულების 2 წლით განახლებაზე შეთანხმდნენ, კიდევ ერთი წლით განახლების შესაძლებლობით. კოლუმბიელი ფეხბურთელის ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება. ხუანს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მას უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევს და კლუბის ხელმძღვანელობაც …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზაფხულში რაულ ბელანოვას შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსს“ „კალიარის“ მარჯვენა მცველი რაულ ბელანოვა დაიკავშირეს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის ყიდვას ზაფხულში აპირებს. ბელანოვა „ბორდოს“ საკუთრებაა და სარდინიულ გუნდში იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. იტალიელი მცველი კარგ სეზონს ატარებს და წყაროს თანახმად, ტურინელები …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” გეგმა პოლ პოგბას დაბრუნებასთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსს“ „მანჩესტერის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას აქტიურად უკავშირებენ. ფრანგ ფეხბურთელს ინგლისელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და სავარაუდოდ, მას დარჩენილ 4 თვეში აღარ განაახლებს. ამიტომ, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. მასიმილიანო ალეგრის პოგბას დაბრუნება სურს, ისევე, როგორც ფრანგი ფეხბურთელის სურვილია 6 წლის შემდეგ ტურინში დაბრუნდეს. „იუვეს“ პოგბას ხელში ჩაგდება, რომელიც 2016 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რასპადორის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ისევ აქტიურად უკავშირებენ. „ბიანკონერიში“ ალვარო მორატას შენარჩუნება სურთ, მაგრამ პარალელურად 22 წლის იტალიელის ტრანსფერსაც გეგმავენ. ტურინელები აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას, მაგრამ ჯერ უცნობია, წინადადების დეტალები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯაკომო რასპადორის 26 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ის იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რენატო სანჩესისთვის იბრძოლებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარმცველის დამატებას აპირებს. Tuttosport-ის ცნობით, „იუვე“ ფრანგული „ლილის“ შუახაზელით, რენატო სანჩესით დაინტერესდა, რომლისთვისაც „მილანიც“ იბრძვის, მაგრამ ტურინელები მზად არიან მას კონკურენცია გაუწიონ. 24 წლის ფეხბურთელს „ლილთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომ, ფრანგები იძულებული იქნებიან დამდეგ ზაფხულს პორტუგალიელი გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ რენატო სანჩესი ევრო 2016-ის საუკეთესო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” რენან ლოდის შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მარცხენა მცველი რენან ლოდი დაუკავშირეს. Tuttosport-ი იტყობინება, რომ „ბიანკონერი“ 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესებულია და ზაფხულში მის შეძენას ეცდება. ლოდის მადრიდელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია. სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს „იუვენტუსში“ ალექს სანდროს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კლუბის სამომავლო გეგმებში აღარ ჯდება. მიმდინარე სეზონში რენან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კამბიასოს შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ჯენოას“ ნიჭიერი მარცხენა მცველის, ანდრეა კამბიასოს შეძენას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ტურინელებს ფეხბურთელის დამატების მცდელობა იანვარშივე ჰქონდათ, „ჯენოა“ მზად არ იყო მის გასაყიდად, მაგრამ ზაფხულში სიტუაცია შეიცვლება. იტალიელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომაც, გენუელები ზაფხულში მას დიდი ალბათობით შეელევიან. „იუვეში“ ალექს სანდროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს

„რომას“ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს „იუვენტუსს“ ისევ უკავშირებენ. Tuttosport-ის ცნობით, ტურინული კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული და ტრანსფერის ალბათობას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაზრდის. მასიმილიანო ალეგრის ძანიოლო ძალიან მოსწონს, ის მხოლოდ 22 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჯერჯერობით, ძანიოლოს ფასი დადგენილი არ არის, მაგრამ წყარო ვარაუდობს, რომ 40 მილიონი ევრო მის …

სრულად წაკითხვა »

მარსიალი: “ჩემი დამატება “იუვენტუსს” უნდოდა, მაგრამ “სევილია” ავირჩიე”

ფრანგმა ფეხბურთელმა ენტონი მარსიალმა განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსი” იყო მისით დაინტერესებული. თუმცა, როგორც თვითონ თქვა, “სევილიაში” გადასვლა არჩია, რადგან ესპანურ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. „ბარსელონა“ ჩემს აგენტებს იანვარში ესაუბრა, „იუვენტუსსაც“ სურდა ჩემი გადაბირება და ორივე გუნდის მხრიდან მცდელობა იყო, ეს მართალია. თუმცა, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის „სევილია“ იყო. …

სრულად წაკითხვა »