მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 39)

სერია A

ალეგრი: “შეიძლება ვლაჰოვიჩი დავასვენო, პოგბაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი სათამაშოდ მზად არიან, დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა დაასვენოს, ხოლო პაულო დიბალამ ისევ ტრავმა მიიღო. „სპეციამ“ მიმდინარე სეზონში ოთხი გასვლითი მატჩი მოიგო, ვეთამაშებით გუნდს, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. …

სრულად წაკითხვა »

დენის ზაკარია 1 თვე ვერ ითამაშებს, “იუვეს” მხოლოდ 3 ნახევარმცველი შემორჩა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი დენის ზაკარია ერთი თვე ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა. შვეიცარიელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა მინდორზე, რაც ნიშნავს, რომ 5 მატჩი გაუცდება, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი „ვილიარეალთან“ და „იუვეს“ აპრილში დაუბრუნდება. დენისს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება. „იუვენტუსს“ მარტში 5 …

სრულად წაკითხვა »

ბერგომი: “სკუდეტოსთვის გადამწყვეტი პერიოდი ყოველთვის მარტშია და “იუვეც” ბრძოლაშია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ ჩაბმულია. მან ისიც თქვა, რომ გადამწყვეტი მარტი იქნება, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთება ნამდვილი ფავორიტი. „იუვე“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა? მიუხედავად იმისა, რომ ალეგრი ამას არ ამბობს, ჩემი აზრით, სხვა გუნდები ასე ფიქრობენ. ინძაგიმ „ჯენოასთან“ მატჩის წინ თქვა, რომ …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “ემპოლი” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „ემპოლი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით და მოიზე კინის გოლით 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 11 – დუშან ვლაჰოვიჩმა სერია A-ში ახლად დაწინაურებული გუნდის წინააღმდეგ ბოლო 8 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 1 საგოლე პასი). 9 – …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “რაც ხდება, ძალიან შემაშფოთებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ემპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელმა ფეხბურთელმა თამაშის გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. „ვფიქრობ, სოციალური მედია ახლა მხოლოდ მატჩზე სასაუბროდ არ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ ისეთ სიტუაციაზეც, როგორიც უკრაინაში ხდება. მე არ ვითამაშებ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფს რუსეთთან, არც ჩემი თანაგუნდელები ითამაშებენ, კმაყოფილი ვარ ჩემი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ვლაჰოვიჩის რონალდუსთან შედარება არ შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ვლაჰოვიჩი ისეთი თვისებების ფეხბურთელია, რომლის მსგავსი იანვრამდე გუნდში არ გვყავდა. კარგად ვითამაშეთ, ვიცოით, რომ „ემპოლისთან“ რთული იქნებოდა და ფაქტობრივად 3:1 საკმარისი არ იყო. თავდადებით …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ასეთ წნეხს შეჩვეული არ ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „ემპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვეში“ სხვა წნეხია, მაგრამ სიმშვიდით ყველაფერს დაძლევს. მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებსა და მწვრთნელს, ასევე გამოეხმაურა უკრაინაში ომს. „ეს ქულები ძალიან ფასეულია, რადგან ბოლო ორი მატჩი ფრედ ვითამაშეთ. დღეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, ბედნიერები …

სრულად წაკითხვა »

“ემპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „ემპოლი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლითა და მოიზე კინის გოლით 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – მისთვის განსაკუთრებული მომენტია, როცა თამაში იწყება, შეუძლია ყველაფრისგან იზოლირება. „ემპოლის“ მეორე გოლში მისი პასუხისმგებლობაცაა. დანილო 5.5 – ისევ ლიდერია, მაგრამ პირველ გოლში მისი ბრალიც არის. …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩმა “იუვეს” ემპოლიში მოაგებინა

ტურინის „იუვენტუსმა“ ზედიზედ სამი ფრის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად „ემპოლის“ შეხვდა, რომელთანაც პირველ წრეში წაგებული ჰქონდა. თუმცა, ამჯერად სამი ქულის მოპოვება მოახერხა, რაც დუშან ვლაჰოვიჩის დამსახურებაა. „იუვენტუსმა“ დიდი დანაკლისით ითამაშა – ფედერიკო კიეზას, ფედერიკო ბერნარდესკის, პაულო დიბალას, დანიელე რუგანის, ჯორჯო კიელინის, კაიო ჟორჟეს და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ხვალ კინი ითამაშებს, მორატა ან ვლაჰოვიჩი დაისვენებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მოიზე კინი სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება, დუშან ვლაჰოვიჩი ან ალვარო მორატა კი დაისვენებს. „ჯერ ერთი ვარჯიში წინ გვაქვს, რომ გავიგოთ ვინ უკეთ არის მზად სათამაშოდ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხვალ გამარჯვებაა საჭირო, პირველ წრეში „ემპოლისთან“ წავაგეთ, რომლის …

სრულად წაკითხვა »