მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “ემპოლი” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “ემპოლი” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში სტუმრად „ემპოლი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით და მოიზე კინის გოლით 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

11 – დუშან ვლაჰოვიჩმა სერია A-ში ახლად დაწინაურებული გუნდის წინააღმდეგ ბოლო 8 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 1 საგოლე პასი).

9 – დუშან ვლაჰოვიჩს 2020-2021 წლების სეზონიდან სერია A-ში 9-ჯერ აქვს დუბლი შესრულებული და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.

3 – მოიზე კინმა სერია A-ში ბოლო 3 გოლი თავით გაიტანა, მაშინ, როცა მანამდე გატანილი 12 გოლიდან მხოლოდ ერთი იყო თავური დარტყმით.

200 – ვოიცეხ შჩესნიმ სერია A-ში მე-200 თამაში ჩაატარა.

13 – ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ეს საუკეთესო შედეგია 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ, როცა მაურიციო სარის „იუვემ“ მიჯრით 14 თამაში არ წააგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …