მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 18)

სერია A

ალეგრი: “ნაპოლი” ახლა მიუწვდომელია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, 6 ტურის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ახლა „იუვე“ მესამე ადგილზე იქნებოდა. „ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში. მოედანზე მნიშვნელოვანი ძალისხმევით გავედით, რადგან მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო. მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტის შექმნის საშუალება მივეცით …

სრულად წაკითხვა »

მოიზე კინი: “ალეგრის წყალობით უკეთ ვთამაშობ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა, რომ უკეთ ათამაშდა. „მწვრთნელის დამსახურებით უკეთ ვთამაშობ, რომელიც არასდროს კარგავდა მოთმინებას, რომ ჩემთვის აეხსნა როგორ შემეტია სივრცეში. ვარჯიშის ბოლოს ვრჩებოდი და ვვარჯიშობდი სწორ მოძრაობებზე, რაზეც მწვრთნელი მიმითითებდა. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო. სკუდეტოს …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “კრიზისი დასრულებულია, “იუვეს” კარგი მომავალი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა კრიზისი დაძლია და კარგი მომავალი აქვს. „სასიამოვნოა აქ დაბრუნება. ჩემთვის უსასრულო 10 თვე იყო, აგვისტოში ჩანდა, რომ დაბრუნებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ახალი პრობლემები გაჩნდა, რამაც ჩემი დაბრუნება შეაყოვნა. ახლობელი ადამიანების დამსახურებით გამოვედი რთული პერიოდიდან. შესვენება? მერჩივნა …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “სწორი მენტალიტეტი ვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა სწორი მენტალიტეტი იპოვა და ყველა ფეხბურთელი მოედანზე ერთმანეთისთვის იბრძვის. „ვთქვი, რომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ და ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ახლა ვიპოვეთ სწორი მენტალიტეტი, ასე უნდა გავაგრძელოთ. ცხადია, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში რომის „ლაციო“ 3:0 მოიზე კინის დუბლითა და არკადიუშ მილიკის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – კარგად ითამაშა, მაშინაც, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ზედიზედ მეექვსედ მშრალად შენახული კარი, კონკრეტულად პოლონელისგან – მეხუთე. გატი 6 – პედროს წინააღმდეგ თამაში მისთვის იდეალური არ …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ნაპოლი” შესანიშნავია, მაგრამ “იუვეს” სკუდეტოზე ბრძოლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ იტალიურ მედიასთან „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ შეუძლია. „ყველაზე მეტად, რაც თვალსაჩინოა, დაცვაში თამაშისა და გოლის არ გაშვების სურვილია. ეს თამაში უფრო ახლოსაა „იუვეს“ დნმ-თან, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი მოთამაშეების ყოლა. ფეხბურთელებს თავგანწირვის სურვილი უნდა ჰქონდეთ. ტაქტიკის …

სრულად წაკითხვა »

კინი: “ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ვერონასთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ეს არ იყო ადვილი, რადგან აქ თამაში ყოველთვის რთულია. დღეს დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ, მაგრამ ახლა უკვე „ლაციოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ. გოლი? ყველაზე რთულია გოლის გატანა, განსაკუთრებით მაშინ, …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “გამარჯვება ხელს ახალ გამარჯვებას უწყობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ვერონასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა (1:0). როგორც მან თქვა, თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ. „გამარჯვება გამარჯვებაში გეხმარება, ქმნის ენთუზიაზმს. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, ბინძური თამაში იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა გამარჯვების მოსაპოვებლად. თავგანწირვით ვითამაშეთ. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რასაც კარგად ვაკეთებთ და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ალექს სანდრო ჯილდოს იმსახურებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მოგების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ამას ელოდნენ. „ტექნიკური თვალსაზრისით ლამაზი თამაში არ ყოფილა, მაგრამ ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ასეთი მატჩი ყოფილიყო. მადლობა ბიჭებს, რომ ეს კარგად გააცნობიერეს. შეგვეძლო უკეთ თამაში, თუმცა მთავარი ახლა შედეგი იყო. …

სრულად წაკითხვა »

“ვერონა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში სტუმრად „ვერონა“ მოიზე კინის გოლით დაამარცხა და ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, რითაც 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – თავის დაბადების დღეზე ძირითადში დაბრუნდა და ყოველთვის დამაჯერებელი იყო. ბრემერი 6 – სოლიდური თამაში, …

სრულად წაკითხვა »