მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 19)

სერია A

“ვერონასთან” კიეზას თამაში საეჭვოა

ფედერიკო კიეზას თამაში „ვერონასთან“ საეჭვოა. ამის შესახებ ინფორმაცია მასიმილიანო ალეგრიმ გაავრცელა. უმძიმესი ტრავმის შემდეგ კიეზა მოედანზე ერთი კვირის წინ დაბრუნდა და ჯერ პსჟ-სთან, მერე კი „ინტერთან“ 20-20 წუთი ითამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მზად არაა. კიეზამ მუხლში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მისი მდგომარეობა კარგად უნდა შეფასდეს და შემდეგ გადაწყდება …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მანჯუკიჩის სიტყვები კედელზე უნდა იყოს ამოტვირფული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, დადებით შედეგს უნდა მიაღწიონ, რომ „ინტერთან“ მოგებას აზრი არ დაეკარგოს. „ინტერთან“ გამარჯვებით დიდი სიამოვნება მივიღეთ, მაგრამ მეორე დღეს ეს გვერდი დავხურეთ და უკვე „ვერონას“ ვფიქრობთ. ეს არის გუნდი, რომელიც არ იმსახურებს იმ პოზიციას, რომელზეც ახლა იმყოფება. …

სრულად წაკითხვა »

საინტერესო ფაქტები “იუვე” – “ინტერის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს. „იუვენტუსმა“ სერია A-ს ზედიზედ ოთხ მატჩში კარის მშრალად შენახვა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხა (მაშინ მიჯრით 6 მატჩში გააკეთა იგივე). ნიკოლო ფაჯოლი „იუვენტუსის“ რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა (21 წლის 267 …

სრულად წაკითხვა »

ბრემერი: “3 მცველით უკეთ ვთამაშობთ”

ტურინის მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და 3-მცველიანი სქემაც ამ შემადგენლობიდან გამომდინარე იდეალური ტაქტიკური მონახაზია. „მნიშვნელოვანი თამაში იყო, რთულ კვირაში. ტრავმა ახლახან მოვირჩინე, სიცხეც მქონდა და ჩემი თამაში საეჭვო იყო. მწვრთნელს ვუთხარი, რომ თამაში მინდოდა, დაცვაში კარგად ვითამაშეთ …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “გუნდში ერთიანობაა და ვიზრდებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი იზრდება და ერთიანია. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ის თავს გუნდის ლიდერადაც მიიჩნევს. „შესანიშნავად ვითამაშეთ, დავამტკიცეთ, რომ მონდომება არ გვაკლია. ბოლოს, როცა ყველა ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ჩანს მთელი სურვილი და ენერგია, რომელიც გასახდელშია. ყველანი ერთად ვართ, გარკვეული სირთულეები …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაპოლი” 10 ქულით წინაა? პაუზის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და გუნდმა მომდევნო ორ მატჩზე უნდა იფიქროს. „რაბიო დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, რომელიც ახლა მომწიფების ასაკშია, მან დღეს შესანიშნავად ითამაშა. როცა მთელი გუნდი ერთად, ერთმანეთისთვის იბრძვის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში მე-13 ტურში ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 7 – მისთვის საბედნიეროდ, „ნერაძური“ ბურთს სამიზნეში იშვიათად არტყამდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გადამწყვეტი იყო მეორე ტაიმის დასაწყისში ჩალჰანოღლუს წინააღმდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა 75-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ინტერთან” არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია. „მნიშვნელოვანი მატჩია, მნიშვნელოვანია, რადგან „დერბი დ’იტალიაა, „იუვე“ – „ინტერი“, შესაბამისად, ძალიან მგრძნობიარე თამაშია და მასში მონაწილეობის მიღება მშვენიერია. ბრემერი და დი მარია დაგვიბრუნდნენ, ვლაჰოვიჩზე ეჭვი ჯერ კიდევ მაქვს. დილით …

სრულად წაკითხვა »

გატი: “გუნდურად მოვიგეთ და ფაჯოლი ამ გოლს იმსახურებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ლეჩესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდური გამარჯვება მოიპოვეს, რომელიც ფუნდამენტური იყო. „სამი ქულა ფუნდამენტური იყო, სასიამოვნოა ტანჯვით მოგება. რთული თამაში იყო პირველიდან ბოლო წუთამდე, მაგრამ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა გუნდურად. ძალიან ბედნიერი ვარ ფაჯოლის გამო, ის ყოველთვის ბევრს მუშაობს და ამას იმსახურებს. …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “ოცნება ამიხდა, ჩემი კუმირი დელ პიერო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ „ლეჩესთან“ გამარჯვებისა და „იუვეში“ სადებიუტო გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მას ოცნება აუხდა, რადგან „იუვენტუსში“ გოლის გატანას მთელი ცხოვრება ელოდა. „ლამაზი გოლი გავიტანე, ამას მთელი ცხოვრება ველოდი და ამ მაისურით გოლის გატანა ოცნების ასრულებას ჰგავს. 21 წელია „იუვეს“ გულშემატკივარი ვარ და უნიკალური ემოციაა. …

სრულად წაკითხვა »