მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 17)

სერია A

დი მარია ტურინში დაბრუნდა და ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარია წლის პირველივე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმირებულია. ჯერ იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დი მარიამ ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, შემდეგ მუნდიალის შვებულებიდან ყველაზე გვიან, 2 იანვარს დაბრუნდა და ახლა დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაშავდა. დი მარიას ტერფის დაზიანება აღენიშნება, რომლის სიმძიმე უცნობია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, სეზონის განახლება ყოველთვის რთულია და თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მიუდგნენ. „52-დღიანი პაუზის შემდეგ ხვალ ისევ ვითამაშეთ და რთული თამაში გველოდება. ბოლო ორ საშინაო მატჩში „კრემონეზეს“ გოლი არ გაუშვია, „ნაპოლისთანაც“ აგრესიულად ითამაშეს. თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნეთ და თამაშს …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “გადადგომა ადვილი არ იყო, მაგრამ “იუვე” ყველაფერზე მაღლა დგას”

ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ აქციონერთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო „იუვეს“ პრეზიდენტობა. „მინდა წარმატებები ვუსურვო ჯანლუკა ფერეროს და მაურიციო სკანავინოს, რომელიც დღეს აქ არის. გადადგომის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო. მე ყველაფერი გავიღე იმ შედეგების მისაღწევად, რაც მოედანზე და მის მიღმა გვქონდა. ეს …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეიძლება შეუჩერებელი გახდეს. „იუვე“ ჩემი აზრით, როდესაც ჩემპიონატი განახლდება, იქნება გუნდი, რომელსაც უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან სრული შემადგენლობით შეიძლება დამანგრეველი იყოს. ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნებაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამისთვის ორი რთული რამ …

სრულად წაკითხვა »

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. სერბმა ვიქტორ ოსიმენს, ფედერიკო ბასკიროტოსა და ედინ ჯეკოს აჯობა. ეს ჯილდო მან კარიერაში პირველად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი აგვისტოში „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიას გადასცეს. ფილიპ კოსტიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 1 გოლი აქვს …

სრულად წაკითხვა »

ალდო სერენა: “იუვემ” ფაჯოლის ბოლომდე უნდა ენდოს და მას სათამაშო დრო არ უნდა მოაკლდეს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალდო სერენამ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი იანვრის შემდეგაც ნიკოლო ფაჯოლის უნდა ენდოს, თუნდაც ტრავმირებული ნახევარმცველები დაბრუნდნენ. სერენა დარწმუნებულია, რომ ფაჯოლის ძალიან დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვს და ტურინელები მას მუდმივად უნდა ენდონ. „იუვენტუსს“ შეუძლია სკუდეტოს კიდევ სჯეროდეს, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული. პოგბა ნამდვილად …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ნაპოლი” ქულებს დაკარგავს და ამით უნდა ვისარგებლოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა „იუვეს“ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ 10-ქულიანი ჩამორჩენა ბევრია. „სარისგანაც ბევრი ვისწავლე, მაგრამ ალეგრისთან უფრო მეტად მოვუმატე. წელს მაგალითად, ძალიან ბევრ ვიდეო ანალიზს ვაკეთებ მის ასისტენტ პაოლო ბიანკოსთან ერთად. ეს არის სამუშაო, რომელიც ნაკრებისთვისაც მჭირდება, მიუხედავად …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “10-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად “იუვეს” სკუდეტოს მოგება შეუძლია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ სკუდეტოს მოგება 10-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს იანვარში ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდება და უფრო ძლიერი იქნება. „უნდა შევაქო მასიმილიანო ალეგრის გუნდი. ზედიზედ 6 თამაშის მოგება ადვილი არ არის. პაუზის შემდეგ „ბიანკონერის“ პოგბა, კიეზა და დი მარია დაუბრუნდებიან, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

მასიმილიანო ალეგრი სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა. ალეგრი მიმდინარე სეზონში პირველად გახდა თვის საუკეთესო მწვრთნელი. ნოემბერში „იუვემ“ სერია A-ში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე თამაში მოიგო – „ინტერთან“, „ვერონასა“ და „ლაციოსთან“. 🏆 Massimiliano Allegri è il Coach of the Month – Novembre! 👏 #COTM …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ლაციოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში მოიზე კინის დუბლითა და არკადიუშ მილიკის გოლით „ლაციო“ 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს. „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ ექვსჯერ კარი მშრალად 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად შეინახა. მაშინაც, მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო. ტურინულმა გუნდმა სერია A-ში ზედიზედ 4 საშინაო …

სრულად წაკითხვა »