მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 14)

სერია A

“იუვეს” სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს!

ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 ქულა დააკლო! ინფორმაცია ოფიციალურია. პროკურორმა სასამართლოს 9 ქულით დასჯა შესთავაზა, მაგრამ განაჩენი უფრო მძიმე გამოდგა და ანდრეა ანიელის გუნდს 15 ქულა ჩამოაკლდა. ამრიგად, ახლა სატურნირო ცხრილში 37-ის ნაცვლად 22 ქულა აქვს და მესამე ადგილიდან მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ჩემპიონთა …

სრულად წაკითხვა »

პროკურატურამ “იუვესთვის” 9 ქულის დაკლება მოითხოვა

ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 ქულის დაკლება ემუქრება. ფედერალურმა პროკურატურამ „პრიზმას“ საქმის შესწავლის შემდეგ სწორედ ეს სანქცია მოითხოვა. საქმე ეხება 2021 წელს გაყალბებულ ხარჯთაღრიცხვას, რომლის თანახმად, “იუვენტუსმა” გადასახადები დამალა. ახლა ჯერი სასამართლოზეა, რომელზეცაა დამოკიდებული მიიღებს თუ არა, განხილვაში პროკურატურის მიმართვას და დასჯის თუ არა, „იუვენტუსს“. თუ სანქცია დამტკიცდა, …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “იუვეს” მაქსიმუმ 2 ქულით დაჯარიმება ემუქრება”

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „იუვეს“ სერია B-ში დაქვეითებაზე საუბარი სასაცილოა. როგორც მან აღნიშნა, კლუბს მაქსიმუმ 2 ქულით დაჯარიმება ემუქრება. „იუვეს“ მაქსიმუმ 1-2 ქულის დაკლება ემუქრება, მაგრამ სერია B-ში დაქვეითებაზე საუბარი სასაცილოა”, – თქვა მოჯიმ. შეგახსენებთ, რომ ფინანსური ანგარიშების გაყალბების თაობაზე „იუვენტუსის“ ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს და კლუბს …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელის ბოლო დღე პრეზიდენტის რანგში

ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის ეპოქა დღეს ოფიციალურად დასრულდა. ანიელისთვის ეს პრეზიდენტის რანგში ბოლო დღე იყო და კლუბი მას სპეციალური ვიდეოთი დაემშვიდობა. ანდრეა კლუბის პრეზიდენტად 2010 წლის 19 მაისს დაინიშნა. 13-წლიან პერიოდში „იუვემ“ 9 სკუდეტო მოიგო, 5-5-ჯერ კი იტალიის თასსა და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. შედეგად, კლუბმა მის პერიოდში 19 ტიტული …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ალეგრი გათავისუფლებას არ იმსახურებს”

ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი გათავისუფლებას არ იმსახურებს. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ სხვა გუნდებს აღემატება და მასთან მარცხით სეზონი არ უნდა შეფასდეს. ალექსი ფიქრობს, რომ ტურინულ გუნდს მწვრთნელზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ყურადღება ამაზე უნდა გაამახვილონ. „დიახ, გუნდში იგრძნობა კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენები. …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ და ვლაჰოვიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ ფიასკოს შემდეგ ვარჯიში განაახლა და დღეს გუნდთან ერთად დუშან ვლაჰოვიჩმა და პოლ პოგბამ ივარჯიშეს. ეს მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი ამბავია, რადგან თითქმის მთელი სეზონი მათ გარეშე მიმდინარეობს. პოგბას ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო ვლაჰოვიჩი მოედანზე ბოლოს 25 ოქტომბერს იყო. „მონცასთან“ ხუთშაბათს გასამართ მატჩში, რომელიც იტალიის თასის ეგიდით …

სრულად წაკითხვა »

პანუჩი: “უმჯობესია, 5 გოლი ერთ მატჩში გაუშვა, ვიდრე 5 მატჩი 0:1 წააგო”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ ნეაპოლში „იუვენტუსის“ მარცხის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეს“ კრიზისიდან გამოსვლის პოტენციალი აქვს და ასეთი წარუმატებელი თამაშის ჩატარება ფეხბურთში ზოგჯერ შესაძლებელია. „არ ველოდი, რომ „იუვე“ 1:5 დამარცხდებოდა. „ნაპოლი“ ძლიერია და დიდებული თამაში ჩაატარა, დამსახურებულადაა მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე. 8 ტურის განმავლობაში „იუვენტუსი“ იდეალური იყო, …

სრულად წაკითხვა »

“რუბინმა” “იუვენტუსი” კვარაცხელიას გამო “დატროლა” [VIDEO]

ყაზანის „რუბინმა“ ტურინის „იუვენტუსი“ „დატროლა“. რუსული გუნდის ტიკ ტოკში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის“ ფორმაშია. კვარამ „იუვეს“ მაისური რამდენიმე წლის წინ სწორედ „რუბინში“ თამაშის დროს სპეციალურად გადაღებული ვიდეოსთვის მოირგო. ამჯერად „რუბინმა“ ეს კადრი ასე დაასათაურა: „იუვე” 2021 წელს: 20 მილიონი ევრო კვარაცხელიაში მეტისმეტად ბევრია“. შემდეგ მეორე ვიდეოა ატვირთული, კერძოდ, …

სრულად წაკითხვა »

ადანი: “კვარაცხელიას გოლის ეპიზოდი “იუვეს” მოუმზადებლობის ნათელი მაგალითია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა და მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის მომენტი მოიყვანა. ადანიმ განაცხადა, რომ ალეგრის კვირის განმავლობაში გუნდი საერთოდ არ მოუმზადებია, „ნაპოლის“ შემტევების წინააღმდეგ სათამაშოდ. „იუვე“ შარშანდელი სეზონის შემდეგ უნდა გაბრაზებულიყო. ფეხბურთელების დონით, რომლებიც „იუვეს“ ჰყავს, ისინი სერია A-ში უძლიერესები არიან, მაგრამ უშუალო კონკურენტთან მატჩში სიგნალი …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “ალეგრის სულზე დიდი უკანალი აქვს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „იუვენტუსმა“ ყველა თამაში საშინლად ჩაატარა, გამონაკლისი მხოლოდ „ლაციოსთან“ მატჩი იყო. „ნაპოლი“ 90 წუთი დომინირებდა და „იუვენტუსმა“ საგოლე მომენტები მხოლოდ ამირ რაჰმანის ორი შეცდომით შექმნა. „იუვემ“ სხვა თამაშებიც ძალიან ცუდად ითამაშა, „ლეჩესთან“, „კრემონეზესთან“, „უდინეზესთან“ და სხვა გუნდებთანაც. ჯოვანი …

სრულად წაკითხვა »