მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 12)

სერია A

არკადიუშ მილიკის ტრავმა სერიოზულია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ არკადიუშ მილიკს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის სერიოზულად დაადასტურა. პოლონელ ფეხბურთელს ბარძაყი აქვს დაზიანებული და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, პოლონელს ხელახალი გამოკვლევა ორ კვირაში ჩაუტარდება და ამის შემდეგ დადგინდება ზუსტი დრო, როცა მოედანზე დაბრუნებას შეძლებს. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მთლიანობაში 28 წლის …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ფეხბურთელებმა უღირსი შეცდომები დაუშვეს, ალეგრიც პასუხისმგებელია”

ალესანდრო დელ პიერომ „მონცასთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა უღირსი შეცდომები დაუშვეს და ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მასიმილიანო ალეგრისაც ეკისრება. „ძალიან რთული მომენტია, „მონცასთან“ უღირსი შეცდომები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება ფეხბურთელების ხარისხს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ დონეზე. ვფიქრობ, რომ რაც მოედანს მიღმა ხდება კლუბთან დაკავშირებით, ფეხბურთელებზე გავლენას …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მონცა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „მონცასთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – მან ცოტა ან საერთოდ ვერაფერი გააკეთა. გატი 4.5 – კატასტროფულად ითამაშა „მონცასთან“ პირველ მატჩში და კატასტროფული იყო ახლაც. ბრემერი 4.5 – დაცვა ყველა მხრიდან ჟონავს და ის უნდა იყოს პასუხისმგებელი. ისიც ვერ მიხვდა, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სერია A-ში დასარჩენად ქულების მოპოვება გვჭირდება, ეს უნდა გავიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება და ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ მხოლოდ 23 ქულა აქვთ. „ასეთი პირველი ტაიმი არასდროს გვქონია, მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ პირველ ტაიმს კარგად უნდა ვუყუროთ და ყველამ პასუხისმგებლობა ავიღოთ. ამან უნდა …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უცნაურია სატურნირო ცხრილის შუაში ყოფნა და კონცენტრაციის შენარჩუნება. „ძალიან რთული მომენტია, ვმუშაობთ და თუ „ატალანტასთან“ კარგად ვითამაშეთ, დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მე არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, აქ მხოლოდ გუნდის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ს მეორე წრე კატასტროფულად დაიწყო და შინ „მონცასთან“ წააგო. რაფაელე პალადინოს გუნდმა, რომელიც ისტორიაში პირველად თამაშობს სერია A-ში, სეზონში ორივე მატჩი მოუგო ტურინულ გრანდს! საერთოდაც, როცა შინ დაამარცხა (1:0), ეს იყო „მონცას“ პირველი გამარჯვება ისტორიაში …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “იუვე” ამ რთული მდგომარეობით უფრო გაძლიერდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მდგომარეობაზე კომენტარი ფედერიკო ბერნარდესკიმ გააკეთა, რომელიც ამჟამად კანადურ „ტორონტოში“ თამაშობს. როგორც მან თქვა, „იუვე“ ამ რთული მდგომარეობით უფრო გაძლიერდება. „მე იმ ბიჭების თვალსაზრისით ვლაპარაკობ, რომლებთანაც რამდენიმე თვის წინ ვიყავი და ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს ყველაფერი გასახდელზე გავლენას ახდენს. ძალიან ვწუხვარ მათ გამო. თუმცა, „იუვე“ ძლიერი კლუბია, ნამდვილი …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი და პოგბა “მონცასთან” განაცხადში იქნებიან

დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა „მონცასთან“ მატჩში განაცხადში იქნებიან. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს. ვლაჰოვიჩი ტურინული კლუბის განაცხადში 25 ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო პოგბა საერთოდ მიმდინარე სეზონში. ორივე ფეხბურთელი კარგადაა და თამაში შეუძლია. თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით, ძირითად შემადგენლობაში ვერ გამოჩნდებიან. მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ ორივე ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა მეორე ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “მტრებო, ახლა დატკბით, მაგრამ როცა “იუვე” დაბრუნდება, მერე აღარ იტიროთ”

ვეტერანმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც „იუვენტუსზე“ საუბრობს და „იუვეს“ მაისური აცვია (1996-1997 წლების სეზონის). როგორც მან თქვა, „იუვეს“ მტრები ახლა ტკბებიან, მაგრამ როცა „იუვე“ დაბრუნდება, მოუწოდა მათ, რომ მერე აღარ იტირონ. „სალამი ყველა ჩემს ძვირფას „იუვენტინოს“, ყველა ჩემს ჩასაფრებულ ბუს, რადგან სწორედ ახლა უნდა იყოთ ჩასაფრებულები. …

სრულად წაკითხვა »

ჯონ ელკანი: “აშკარაა, რომ სასჯელი უსამართლოა და კლუბს დავიცავთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელმა ჯონ ელკანმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და როგორც თქვა, აშკარაა, რომ მისმა კლუბმა უსამართლო სასჯელი მიიღო და თავის დაცვას ბოლომდე ეცდებიან. „იუვენტუსი“ იტალიის ყველაზე საყვარელი გუნდია, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ის წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ფეხბურთს. აშკარაა, რომ ეს სასჯელი უსამართლოა. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ გუნდს, „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს …

სრულად წაკითხვა »