მთავარი / სიახლეები (გვერდი 93)

სიახლეები

“იუვემ” და “ლივერპულმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „ლივერპულმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Sportmediaset-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია ადრიენ რაბიოს ინგლისში და ნაბი კეიტას იტალიაში გადაბარგებაზე, ორივე ფეხბურთელი დაახლოებით ერთნაირად ფასობს (20 მილიონი ევრო), რის გამოც ბარტერი რეალურია. რაბიოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და „ბებერ ქალბატონისთვის“ ფრანგის გასხვისება ახლა მომგებიანია. ნაბი კეიტას …

სრულად წაკითხვა »

პაოლო მონტერო “იუვეს” 19-წლამდე გუნდს გაწვრთნის

ტურინის „იუვენტუსის“ 23 და 19-წლამდე გუნდებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 23-წლამდე გუნდს მასიმო ბრამბილა გაწვრთნის, რომელიც ბოლოს „ატალანტას“ პრიმავერაში მუშაობდა, ხოლო 19-წლამდელებს პაოლო მონტერო. ურუგვაელი „იუვესთვის“ ძალიან ნაცნობი ფიგურაა. ის 1996-2005 წლებში „იუვეში“ თამაშობდა და იმ პერიოდში გუნდის დაცვის ხაზის გამორჩეული წევრი იყო. მონტეროს სამწვრთნელო …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “მინდა, რომ “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც დღეს იტალიის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება. 18 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან მცირე ინტერვიუში საუბარი ამ თემით დაიწყო, შემდეგ კი „იუვენტუსსა“ და საკუთარ თავზეც ილაპარაკა. „ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე თამაში სასარგებლოა განვითარებისთვის, ეს საერთაშორისო ტურნირია. არასდროს დამიმალავს ამ ტურნირზე თამაშის სურვილი და …

სრულად წაკითხვა »

კასილიასი: “დი მარია დიდებული შენაძენი იქნება”

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა. ესპანელმა არგენტინელი, რომლის თანაგუნდელი „რეალში“ იყო, ძალიან შეაქო და აღნიშნა, რომ „იუვეს“ ის ნამდვილად გამოადგება. „დი მარია დიდებული ტრანსფერია. ანხელი კიეზასთან, ვლაჰოვიჩთან და პოგბასთან ერთად – შესანიშნავი შემადგენლობაა. მას სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადოს. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტის გამო “იუვესა” და “ჩელსის” წარმომადგენლები ისევ შეხვდებიან

მატაის დე ლიხტმა შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. ინფორმაციას, რომეო აგრესტი ავრცელებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, „იუვესა“ და „ჩელსის“ წარმომადგენლებს შორის დე ლიხტის თაობაზე მორიგი შეხვედრა ორ დღეშია მოსალოდნელი. აგრესტი ასევე წერს, რომ ძლიერი ინტერესიდან გამომდინარე, „იუვენტუსი“ ეცდება „ჩელსისგან“ ფულის გარდა, რომელიმე ფეხბურთელიც მოითხოვოს, რომელსაც გარიგებაში ჩართავს და ლონდონელთაგან ფულთან ერთად ფეხბურთელსაც …

სრულად წაკითხვა »

დი მარიას გარემოცვამ “იუვესთან” მოლაპარაკებები დაადასტურა

ანხელ დი მარიას გარემოცვამ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ყოფნა დაადასტურა. „ჩვენ ბოლო დეტალებზე ვსაუბრობთ და ველოდებით, ყველაფერზე შევთანხმდებით“, – თქვა არგენტინელიც გარემოცვის წარმომადგენელმა იტალიურ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია სავარაუდოდ „იუვენტუსთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობს. ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი „ჯალოროსისთან“ კონტრაქტს არ ანახლებს, რაც მისი წასვლის შანსს ზრდის. „რომა“ ძანიოლოს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ტურინელებმა რომაელებს ტრანსფერში ბრაზილიელი ნახევარმცველის, არტურის ჩართვა შესთავაზეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ძანიოლოს ტრანსფერი არ განიხილება, როგორც ანხელ დი მარიას ალტერნატივა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჯანლუკა ფრაბოტა ისევ გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუკა ფრაბოტა კიდევ ერთხელ გაანათხოვრა, ამჯერად „ლეჩეში“. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ფრაბოტა სალენტოელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ის გასულ სეზონშიც განათხოვრებული იყო, ოღონდ „ვერონაში“, თუმცა ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ფრაბოტამ 2020-2021 წლების სეზონში „იუვენტუსში“ 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა. მან შავ-თეთრების რიგებში იტალიის თასი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კოსტიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრატხის“ ნახევარმცველის ფილიპ კოსტიჩის შეძენასთან ახლოსაა. Sportmediaset-ის ინფორმაციით, ტურინელებმა სერბ ფეხბურთელთან და „აინტრახტთანაც“ შეთანხმებას მიაღწიეს და 29 წლის გარემარბი იტალიაში გადაბარგდება. წყაროს თანახმად, კოსტიჩის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, ის „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც …

სრულად წაკითხვა »

დი მარია “იუვენტუსში” ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. დიდი ხნის ლოდინისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს დადებითი ნიშნები გამოჩნდა. Gazzetta Dello Sport-ისა და La Stampa-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ტურინელთა დღევანდელი დიალოგი ძალიან პოზიტიური იყო და ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა. დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ერთ წელიწადში 7 …

სრულად წაკითხვა »