მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” კოსტიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

“იუვენტუსმა” კოსტიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრატხის“ ნახევარმცველის ფილიპ კოსტიჩის შეძენასთან ახლოსაა.

Sportmediaset-ის ინფორმაციით, ტურინელებმა სერბ ფეხბურთელთან და „აინტრახტთანაც“ შეთანხმებას მიაღწიეს და 29 წლის გარემარბი იტალიაში გადაბარგდება.

წყაროს თანახმად, კოსტიჩის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, ის „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …