მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 132)

Sofo Erkvania

კაპელო: “ალეგრიმ თამაშის წაკითხვა დააგვიანა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრიმ თამაშის წაკითხვა დააგვიანა. „იუვეს“ მეორე ტაიმში კარში არ დაურტყამს, მხოლოდ ორი მცდელობა იყო შორიდან. თუ რაღაცას არ შექმნი, რთული იქნება მომდევნო ეტაპზე გასვლა. ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა, დიბალა თამაშში მანამდე უნდა ჩართულიყო. მეორე …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “ასეთი “იუვეს” ნახვით იმედგაცრუებული ვარ, გუნდს მოგების სურვილი არ ჰქონდა”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს პატრის ევრა გამოეხმაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა თამაში Prime Video-ს ეთერში შეაფასა და ყოფილი კლუბის მისამართით კრიტიკა არ დაუშურებია. „თუ ოთხ აშკარა საგოლე მომენტს ვერ გამოიყენებ, ძვირად დაგიჯდება. „იუვეს“ ახლა აშკარად უჭირს და სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. „იუვეს“ ამ თამაშის მოგება არ უცდია. პირველ ტაიმში კი, მაგრამ მეორე …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “ეს არ არის წყევლა, პრობლემა ფეხბურთელებსა და იდენტობაშია”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა, რომ გუნდს ფეხბურთელების და იდენტობის პრობლემა აქვს. „ასეთი მატჩის ბედს ყოველთვის ეპიზოდები წყვეტენ. მეორე ტაიმში „იუვეს“ ტემპი დაეცა, პენალტის მომენტში შეცდომა ყველამ დაუშვა და ასე „ვილიარეალმა“ გოლი ადვილად გაიტანა. პენალტი აშკარა იყო და მატჩის ბედი შეცვალა. ჩემპიონთა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ისევ მერვედფინალში გავარდა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგა ისევ მერვედფინალში დასრულდა, ასე მოხდა ზედიზედ მესამე სეზონში… თუმცა, მარცხიც არის და მარცხიც. ასე არც მაურიციო სარი შერცხვენილა და არც ანდრეა პირლო. მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ შინ 0:3 წააგო. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ტურინელებმა გოლი 33-ე წამზევე გაიტანეს, მაგრამ ჯერ პირველი თამაშის მთელი დრო და მერე მეორე მატჩის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” 19-წლამდე გუნდმა “ლივერპულს” მოუგო და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გავიდა! ტურინულმა კლუბმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, რადგან „იუვე“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად თამაშობს. მეოთხედფინალში „იუვემ“ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 66-ე წუთზე ფაბიო მირეტიმ მატიას სულეს პასით გახსნა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა საგოლე გადაცემა ქუსლით გააკეთა. ვთქვათ ისიც, რომ მირეტიც და სულეს …

სრულად წაკითხვა »

უნაი ემერი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია”

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ისინი მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს ეცდებიან. „ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატებს შორის „იუვენტუსიც“ არის, იმიტომ, რომ აქვთ შესაბამისი ისტორია და აწმყო. თუმცა, ხვალ გვინდა, მომდევნო ეტაპზე გასვლა …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან კარგი მატჩი და ყველა ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ხვალინდელ შეხვედრას ახლავს. „რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორი დამოკიდებულება იქნება, მოედანზე მშივრები უნდა გავიდეთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. იმ პოზიციაზე, რომელზეც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ამბიცია უნდა გვქონდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს სეზონის გადამწყვეტი მომენტია და მისი გუნდი მზად უნდა იყოს. ალეგრიმ ხაზი გაუსვა თამაშის დროს მოთმინების უნარსა და მოულოდნელობებზე სწორ რეაგირებას. „ეს გადამწყვეტი მომენტია. მაქვს მკაფიო იდეები, იმედია, ყველაფერს წინასწარ გამოვიცნობ. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მორატას გამოსყიდვაზე “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას შენარჩუნებას ცდილობს. ესპანელი ფორვარდის საიჯარო ვადა ზაფხულში იწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილია, ამიტომაც, კლუბი „ატლეტიკოსთან“ მის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს ეცდება. მადრიდული გრანდი მორატას 35 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ვინაიდან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ალვაროს ფასი დააკლოს. ტურინელთა მიზანია, რომ მორატა …

სრულად წაკითხვა »

დიბალა და კიელინი სავარაუდოდ “ვილიარეალთან” განაცხადში მოხვდებიან

ტურინის „იუვენტუსს“ „ვილიარეალთან“ მატჩში სავარაუდოდ ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა დაუბრუნდებიან. იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მასიმილიანო ალეგრი მათ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის გამოიძახებს. თუმცა, ძირითადში სავარაუდოდ ვერცერთი მოხვდება, რადგან კიელინის თვეზე მეტი გაუცდა, დიბალას კი 3 კვირაზე მეტი. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ სათადარიგო სკამზე იქნებიან და ალეგრი საჭიროებისამებრ …

სრულად წაკითხვა »