მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 124)

Sofo Erkvania

სერენა: “სჯობს ვლაჰოვიჩში 80 მილიონი გადაიხადო, ვიდრე რონალდუში – 100”

იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა ვეტერან იტალიელ ფეხბურთელ, ალდო სერენას ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც „იუვენტუსსა“ და „დიდ იტალიურ დერბიზე“ საუბარს დაეთმო. სერენას თავის დროზე „იუვეშიც“ და „ინტერშიც“ უთამაშია, ამიტომაც შეირჩა ის რესპონდენტად. გარდა ამისა, სერენამ დუშან ვლაჰოვიჩზე ვრცლად ისაუბრა და 22 წლის სერბი ფორვარდი არაერთხელ შეაქო. – „იუვენტუსში“ სკუდეტოს ისევ სჯერათ? – ვიცნობ …

სრულად წაკითხვა »

ზაკარია: “პოგბა და ვიეირა? მე ჩემი სტილი მაქვს და სხვებთან შედარება არ მიყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ის არც ახალი პოლ პოგბა და არც პატრიკ ვეიერაა. შვეიცარიელ ფეხბურთელს დამკვიდრება საკუთარი სათამაშო სტილით სურს და თავს სხვებთან არ აიგივებს. „ინტერთან“ თამაში? არ არის საჭირო ჩემთვის ამ მატჩის მნიშვნელობის ახსნა. ვიცი, რომ ეს იტალიურ ფეხბურთში გამორჩეული თამაშია, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “რეალთან” შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ “იუვედან” დამირეკეს და მათ უარით ვუთხარი”

იტალიურ მედიაში მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუდან ამონარიდი გამოქვეყნდა, რომელშიც თქვა, რომ მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებული იყო, მაგრამ „იუვენტუსის“ ინტერესის შემდეგ ესპანურ კლუბს უარი უთხრა. „მე ვთქვი და გავიმეორებ: წინასწარი კონტრაქტი „რეალთან“ გაფორმებული მქონდა. შემდეგ კი დავურეკე პრეზიდენტ პერესს და ვუთხარი, რომ ვერ წავიდოდი მადრიდში, რადგან „იუვენტუსი“ ავირჩიე. მან მადლობა გადამიხადა. მას მერე, …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “იტალიის მარცხი ჩემთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ცუდი სიურპრიზი იყო. „იტალიის მარცხი ჩემთვის სიურპრიზი იყო, არ ველოდი. „აძურიში“ ბევრი თანაგუნდელი მყავს და მათ ვგულშემატკივრობდი, ამიტომ, ვწუხვარ. იტალიის ეს წარუმატებლობა აჩვენებს თუ როგორია დღეს ფეხბურთი, მაკედოანიმ თავისი გეგმით მოიგო, რომელიც აშკარად კარგად იყო აგებული, …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდა

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს „იუვენტუსს“ დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი „ინტერის“ წარმომადგენლებს, ჯუზეპე მაროტასა და პიერო აუზილიოს შეხვდა. მილანური გუნდის არგენტინელით დაინტერესებულია და მხარეები სავარაუდოდ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. პაულოს ესპანურ გუნდებსაც უკავშირებენ, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ინტერი“ სახელდება, ასე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “აიაქსის” და ბრაზილიის ნაკრების შემტევით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსს“ ამსტერდამის „აიაქსისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბი ანტონი დაუკავშირეს. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ სამხრეთ ამერიკელი შემტევით დაინტერესებულია. ტურინში კარგად იციან, რომ ანტონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან „აიაქსი“ მას 60-70 მილიონ ევროდ აფასებს. რაც მთავარია, ფეხბურთელისთვის რიგი დგას და „იუვენტუსის“ გარდა, სერიოზულ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენენ. …

სრულად წაკითხვა »

კიელინის მინიშნება ნაკრებიდან წასვლაზე: “ეს ბიჭები მნიშვნელოვან ისტორიას დაწერენ”

იტალიის ნაკრების რიგებში ჯორჯო კიელინიმ დიდი ალბათობით ბოლო მატჩი თურქეთთან ჩაატარა. ის რობერტო მანჩინიმ თამაშის მიწურულს შეცვალა, მან კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და ეამბორა, რაც ბევრისთვის მინიშნება იყო სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. იგივე ითქმის კიელინის პოსტზეც, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც აშკარად იკითხება, რომ ჯორჯო „სკუადრა აძურაში“ აღარ ითამაშებს. „დღეს საღამოს …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “იტალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი მუნდიალი ნაკლებადაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ესპანეთისა და ისლანდიის ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, იტალიის გარეშე ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი არაა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ იტალიას ძალიან ნიჭიერი თაობა ჰყავს, რომელიც თავის სიტყვას მომავალში იტყვის. „სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის …

სრულად წაკითხვა »

კარლოს ტევესი “იუვე” – “ინტერის” მატჩს დაესწრება

„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს კარლოს ტევესი დაესწრება, რამაც ფანებში დიდი გამოეხმაურება გამოიწვია. არგენტინელმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სახლში ვბრუნდები, „იუვენტუსი“ – „ინტერზე“. ფორცა „იუვე!“ შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „იუვეში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 96 მატჩში 50 გოლი გაიტანა, 19-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ლაზარეთიდან კარგი სიახლეებია

ტურინის “იუვენტუსს” ალექს სანდრო და დენის ზაკარია დაუბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. მართალია არა მთელი დატვირთვით, მაგრამ მაინც. ეს მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი სიახლეა, “ინტერთან” მატჩისთვის ბრაზილიელი მცველი და შვეიცარიელი ნახევარმცველი მზად უნდა იყვნენ, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ, რადგან გარკვეული პერიოდი გაუცდათ. გარდა ამისა, მთელი ვარჯიში …

სრულად წაკითხვა »