მთავარი / თეგის არქივი: სასუოლო (გვერდი 2)

თეგის არქივი: სასუოლო

ვლაჰოვიჩი: “ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, დი მარია ფანტასტიკური ფეხბურთელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. სერბმა ფორვარდმა სეზონი დუბლით გახსნა და ანხელ დი მარიაზე ბევრი ისაუბრა. „მთელი ზაფხული ვმუშაობდი, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. ვმუშაობ იმისთვის, რომ მაქსიმუმს მივაღწიო, მაგრამ არცთუ მარტივი პრობლემა მქონდა. დი მარიასთან თამაში? წარმოუდგენელი გრძნობაა, დიდი სიამოვნებაა. მადლობას ვუხდი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “დი მარიას ყოველთვის ასეთი სახე აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდმა კარგად ითამაშა და კმაყოფილია. „დი მარიას ტრავმა სანერვიულოა? ანხელს ყოველთვის აქვს მტკივნეული გამომეტყველება (იცინის). წინა კვირას უკვე ჰქონდა კუნთების პრობლემა. ალბათ, უფრო ადრე უნდა შემეცვალა. ხვალ გავიგებთ გამოკვლევის პასუხებს. იოლი თამაში არ იყო, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მოიგო, დი მარიამ გაიტანა და ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს ახალ სეზონში წარმატებული სტარტი აიღო და „სასუოლო“ დამაჯერებლად დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ „სასუოლომ“ კარისკენაც და კარშიც უფრო მეტჯერ დაარტყა, ანგარიში საპირისპიროზე მეტყველებს – 3:0. სეზონის პირველი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. დი მარიამ 26-ე წუთზე მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” განაცხადი “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ მატჩისთვის ასეთია: მეკარეები: პინსოლიო, პერინი, გაროფანი მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, როველა, კოსტიჩი, მირეტი, ზაკარია, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, დი მარია, სულე, და გრაკა შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლებს. იტალიური მედიის ვარაუდით, მასიმილიანო ალეგრი დღეს 4-2-3-1 სქემით ითამაშებს. შემადგენლობაში ერთი ეჭვია – ხუან კუადრადო ან ფილიპ კოსტიჩი, თუმცა ფავორიტან კოლუმბიელი მიიჩნევა. პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, დე შილიო; ზაკარია, ლოკატელი; კუადრადო, დი მარია, მაკკენი; ვლაჰოვიჩი. შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის პრესკონფერენცია “სასუოლოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ამ თამაშზე, ისე მოლოდინებსა და გუნდზე ისაუბრა. „გუნდმა კარგად იმუშავა, მაგრამ ახლა მთავარი ხვალინდელი თამაშია. ეს პირველია და დამაინტრიგებელი თამაშია, სამი ქულა მნიშვნელოვანი იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც შარშან სახლში დაგვამარცხა და ტექნიკური გუნდია. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიურ მედიაში ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა გამოქვეყნდა. (4-3-3): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო; ზაკარია, ლოკატელი, ფაჯოლი/მაკკენი; დი მარია, ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 სქემით ითამაშებს და ამ შემთხვევაში სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: (3-5-2): …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ბერარდის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსში“ ანხელ დი მარიას ტრანსფერი შეფერხდა და მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა, ამიტომაც, კლუბმა ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა დაიწყო. იტალიური მედიის ცნობით, „იუვესა“ და „სასუოლოს“ შორის დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა. კლუბებს შორის იდეალური ურთიერთობაა, რამაც შეიძლება მოლაპარაკებების პროცესი გაამარტივოს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „იუვენტუსი“ ბერარდით დაინტერესბეულია. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მეოთხე ადგილის საბოლოოდ დასაკავებლად წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს. „მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში. რატომ გავბრაზდი? 30 წამი იყო დარჩენილი, ამ დროს სირბილია საჭირო, ბურთზე მაღლა არ უნდა დარჩე და არ უნდა ჩათვალო, რომ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მე-4 ადგილზე ყოფნა ასახავს იმას, როგორი გუნდიც ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ვეტერანმა მცველმა აღნიშნა, გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. „ჩემი აზრით, თანაბარი თამაშ იყო. გვქონდა განცდა, რომ გამარჯვების გოლის გასატანად შეიძლებოდა შესაფერისი სივრცის შექმნა, ბოლოს გაგვიმართლა და ძალიან მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ამ კონცენტრაციით უნდა გავაგრძელოთ. …

სრულად წაკითხვა »