მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 204)

თეგის არქივი: იუვენტუსი

იტალიაში სეზონი ფანებთან ერთად დაიწყება: 50%-ზე სტადიონები გაიხსნება

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი დიდი ალბათობით გულშემატკივრებთან ერთად დაიწყება. იტალიის ხელისუფლებამ სტადიონებზე ტევადობის 50%-ზე დასწრების განკარგულება ოფიციალურად გასცა და 6 აგვისტოდან განკარგულება ძალაში შევა. სტადიონზე მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებიან, ვისაც Green Pass ექნებათ, ეს არის კოვიდსერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი აცრილია, ბოლო 48 საათის განმავლობაში უარყოფითი ტესტის პასუხი მიიღო …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი ტურინში მომდევნო კვირაში ჩავა

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მომდევნო კვირის დასაწყისში ტურინში არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი ჩავა და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება. „იუვენტუსი“ მზადაა დიბალას კონტრაქტი გაუგრძელოს და სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც პრემიებიც დაემატება. სამხრეთამერიკელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. დიბალამ გასულ სეზონში 26 …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: პადოინი ალეგრის სტაფში იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსში“ სიმონე პადოინი დაბრუნდა, რომელიც მასიმილია ალეგრის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. პადოინი „იუვეს“ ძალიან კარგად იცნობს. ის ტურინულ გუნდში 2012 წლის ზამთარში ბერგამოს „ატალანტადან“ გადავიდა. პადოინი „იუვენტუსში“ 2016 წლის ზაფხულმადე დარჩა და 107 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.   Ufficiale | Simone Padoin entra nello …

სრულად წაკითხვა »

ფოსკი: “კიეზა უკვე მამამისზე უკეთესი ფეხბურთელია”

„პალერმოსა“ და „ჩეზენას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა, როდესაც ის 2015 წელს „პალერმოდან“ „იუვენტუსში“ გადადიოდა. ასევე გააკეთა კომენტარი ფედერიკო კიეზაზე, რომლის დამატება მაშინ უნდოდა, როდესაც უკვე „ჩეზენაში“ მუშაობდა. „მახსოვს მოლაპარაკებები დიბალას გაყიდვაზე. ძამპარინის პაულო უყვარდა, მაგრამ მისი გაშვება სწორი იყო. მაროტას და პარატიჩის მისი შეძენა ნებისმიერ ფასად …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო. როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელს კუნთის პრობლემა აქვს და რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს. დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ დიბალას სეზონის პირველი ამხანაგური თამაშის გამოტოვება მოუწევს, რომელსაც „იუვე“ 24 ივლისს, „ჩეზენას“ წინააღმდეგ გამართავს. მოედანზე პაულოს დაბრუნების ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

სრულად წაკითხვა »

კიელინის აგენტი: “ჯორჯოს “იუვეში” დარჩენა უნდა, მაგრამ ახალი არაფერია”

ჯორჯო კიელინის ახალ კონტრაქტზე სიახლე არაფერია. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა დავიდე ლიპიმ განაცხადა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიელინის „იუვენტუსში“ დარჩენა სურს. „ჯორჯო ძალიან წყნარად და მშვიდადაა. ახალი არაფერია, რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, რომ კიელინი კარიერას დაასრულებს, აბსურდია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის თამაშს გააგრძელებს. მიზანი „იუვენტუსში“ დარჩენაა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” პირველ ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს ჩაატარებს, ცნობილია მეტოქეც

ტურინის „იუვენტუსი“ პრესეზონის ფარგლებში პირველ ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს გამართავს. „ბებერი ქალბატონი“ „სტადიო დინო მანუციზე“ „ჩეზენასთან“ ისპარინგებს და ეს იქნება მასიმილიანო ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ცხადია, „იუვე“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, რადგან ფეხბურთელთა უმეტესობა ჯერ კიდევ შვებულებაში იმყოფება.   Weekend di amichevoli a …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის ტრანსფერისკენ “იუვემ” მორიგი ნაბიჯი გადადგა

ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის დამატებას ისევ ცდილობს, მაგრამ გარიგება ჯერ საბოლოოდ დახურული არ არის. მიუხედავად ამისა, Sportmediaset-ი წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. გარიგებაში რუმინელ მცველ, რადუ დრაგუშინს ჩართავენ. „სასუოლო“ „შახტარში“ წასული მარლონის შემცვლელს ეძებს და დრაგუშინი მათთვის საინტერესო ფიგურაა. ამიტომაც, სავარაუდოდ, დათანახმდებიან „იუვეს“ მორიგ წინადადებას. „იუვენტუსი“ 30 მილიონ …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი იტალიელი მცველები: “დე ლიხტი ბარძალის ჰგავს”

ევროპის ჩემპიონატის ჩაგდების გამო მატიას დე ლიხტის კრიტიკოსები მოუმრავლდა. ერთ-ერთი იყო ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი, რომელმაც თქვა, რომ დე ლიხტმა იტალიაში ვერაფერი ისწავლა და პროგრესი არ აქვს. იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერანი მცველები, ფრანკო ბარეზი, დანიელე ადანი და ჯუზეპე ბერგომი ჩაწერა. ისინი ვან ბასტენს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონას” გრიზმანი-დიბალას გაცვლა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ პაულო დიბალასა და ანტუან გრიზმანის გაცვლა სურს. ფრანგული „ეკიპის“ ინფორმაციით, ესპანელები ფრანგი ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობენ და იტალიელებს არგენტინელის სანაცვლოდ შესთავაზებენ. ოფიციალური წინადადება შესაძლოა მომდევნო დღეებში გაკეთდეს. „ბარსა“ აქამდე გრიზმანის გაცვლას საულ ნიგეზში ცდილობდა, მაგრამ გარიგება ჩაშლის პირასაა. ანტუანს ესპანურ კლუბში მაღალი ხელფასი აქვს და მისი გაშვებაც ამიტომ სურთ. …

სრულად წაკითხვა »